7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა კარმულია
,,ორი ადამიანის შეხვედრა,
ქიმიური ნივთიერებების შეხვედრას ჰგავს,
თუ რეაქცია შედგა, ორივე იცვლება“ – კარლ იუნგი
,,ჩვენ შემთხვევით არავის ვხდებით, ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში”, – წერდა ფროიდი. იგი მიიჩნევდა, რომ ჩვენი თავდაცვითი მექანიზმების მიერ ქვეცნობიერში განდევნილი მიუღებელი სურვილების, თვისებების თუ გრძნობების პროექცირებას ვახდენთ სხვა ადამიანებზე. ვიზიდავთ პარტნიორებს, რომელთაც ზუსტად ის თვისებები აქვთ აშკარად გამოვლენილი, ჩვენ რომ ჩავახშვეთ ტრავმების გამო და ამ გზით ჩვენი ამ თვისებების გადაფარვა გვსურს.
კარმული კანონების მიხედვით ქვეცნობიერში წინა ცხოვრებების გამოცდილებაც გვაქვს, სულსაც აქვს ტრავმული მეხსიერება და ერთმანეთსაც დაუმთავრებელი საქმეების დასამთავრებლად, ვალების გასასტუმრებლად ვხვდებით. მეცნიერულად მიუდგები თუ ფილოსოფიურად, დასკვნა ერთია, ნებისმიერი ურთიერთობის მიზანი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობაა ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე და ეს პროცესი არც ისე მარტივია ხშირ შემთხვევაში. ისეც ხდება რომ გამოსწორების ნაცვლად, კიდევ უფრო რთულდება.
კარმული კავშირი ბევრნაირია: იგი ნეგატიურიც შეიძლება იყოს და პოზიტიურიც (karma is only a bitch if you are), ხანგრძლივიც და ხანმოკლეც, უცებ შეიძლება დაგანგრიოს და თავიდან აგაშენოს, ან მთელი ცხოვრება გწამლავდეს, იგი შეიძლება იყოს დედა-შვილური, მეგობრული, საქმიანი, სასიყვარულო… ახლა სწორედ სასიყვარულ კარმულ ურთიერთობებს განვიხილავთ.
კარმული სიყვარულის სიმპტომებია:
- მყისიერი, ძლიერი მიზიდულობა. მაინცდამაინც ერთი ნახვით სიყვარული შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაცას აუცილებლად გრძნობთ. აი, ისეთს რომ აგეკვიატება და ფიქრებიდან რომ ვერ იშორებ პირველივე ნახვის შემდეგ.
- აუხსნელი შინაურულობის შეგრძნება. ,,სადღაც მინახავს“ … შეგრძნება თითქოს დიდი ხანია იცნობთ.
- ვერ ხვდებით რა გიზიდავთ მასში. თუკი ამ ემოციებს გამოაცლიდით, საერთო არაფერი გექნებოდათ ამ ადამიანთან. შეიძლება საერთოდ აცდენილები იყოთ როგორც პიროვნულ, ასევე ინტელექტუალურ თუ ემოციურ დონეზეც. >>>>> გაგრძელება>>>>>>>