2016 წლის ზოგადი პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით
დეკემბერის დადგომასთან ერთად ყველას გვიპყრობს ფიქრები, როგორი იქნება მომავალი წელი ჩვენი ზოდიაქოსთვის? როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს? რისი წელი მოდის? და ა.შ.
ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი თხოვნები თუ მოთხოვნები, მზად ვართ შემოგთავაზოთ 2016 წლის ზოგადი მიმოხილვა. რაღა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და თქვენ პირად რუკაზეა დამოკიდებული, რომლის შედგენაც ჩვენთან შეგიძლიათ ასტროლოგ ქეთი ვაწაძესთან.
მზად ხართ? დავიწყოთ!
მაიმუნის წელი იდეალურია ცხოვრებისეული დიდი ნახტომებისთვის. დრო მოვიდა გამოფხიზლების და ცვლილებების, ახალი გზის არჩევასაც ნუ დაზარდებით, რადგან ამის შესაძლებლობას მტავლად მოგცემთ ცეცხლოვანი მაიმუნი.
ეს არის წელი, როცა რისკი გამართლებულია და როგორც მოგეხსენებათ „ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს“ – ამ გამონათქვამით იხელმძღვანელეთ. რისკი ამ წელს დაჯილდოვდება, ამიტომ, ნუ მოგერიდებათ განახორციელოთ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმებიც, გახსოვდეთ, ამ წელს მათ ფრთები შეესხმებათ. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში ენდოთ ვინმეს გულუბყვილოდ – ცბიერი მაიმუნი ამას არ გაპატიებთ და დაგტოვებთ გაცურებულს. ეს ის პერიოდია, როცა „ათასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“ პრინციპიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ისინი, ვინც დაბადებულები არიან მაიმუნის წლებში (1908, 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016) ჭკვიანები, გამჭრიახე გონების პატრონები, ქმედითუნარიანები და ამავდროულად, მხიარულები არიან. ცეცხლოვანი მაიმუნის წელი მათ უზომოდ დიდ ენერგიას და მოუსვენრობას მოუტანს. ამ წელს გაგიჩნდებათ ლიდერობის სურვილი, გაქვთ ამისი პოტენციალი და რატომაც არა? მაიმუნი იშვიათადაა წარმუმატებელი. უშიშრად და ამაყად გამოხატავს თავის სურვილებს და ახორციელებს მიზნებს
უკიდეგანო გამჭრიახ გონებასთან ერთად მაიმუნი დაჯილდოებულია ფიზიკური გამძლეობითაც. სულ თავისუფლად შეუძლია ახალი კონცეფციის შემუშავება, კარგად გრძნობთ თავს ახალ ტექნოლოგიებთან. იგი უნივერსალია, ყველა სფეროში შეუძლია რაიმე ახალი შექმნას, ან უკვე არსებული გააუმჯობესოს. ურთიერთობებში მაიმუნი რომანტიკოსია, ძალიან მგრძნობიარე და გულუხვი, მაგრამ ამავდროულად უყვარს თამაში, გამასხარავება, მიუხედავად ამისა, მაიმუნი ყველას უყვარს.
ცეცხლოვანი მაიმუნის წელი ძალიან იღბლიანია ყველა მაიმუნის წელში დაბადებულთათვის და მათი მეგობრებისთვისაც – ვირთხა, ძაღლი და დრაკონი მშვენივრად იგრძნობენ თავს. მაიმუნის დიდი ენერგიის გამო შეიძლება პრობლემატური წელი იყოს ვეფხვისთვის, რადგან ამ ორს უზომოდ დიდი ენერგია გააჩნია. ეს ალბათობაა, მაგრამ არა აუცილებლობა! მაიმუნი კორელაციაშია ლომის ზოდიაქოს ნიშანთან.
ვირთხა კარგად ეწყობა მაიმუნს, დრაკონს, ვირთხას და ცხენს.
სასიკეთო დრო:
მაიმუნის წელში საქმიანობა უფრო წარმატებული იქნება თუ განახორციელებთ მათ მაიმუნისთვის ხელსაყრელ საათებში, რომლების ასევე ხელსაყრელია დრაკონის, გველის, ვირთხის საათების დროსაც.
ვირთხის საათებია: 23:00 საათიდან – 01:00 საათამდე
დრაკონის საათებია: 07:00 საათიდან – 09:00 საათამდე
მაიმუნის საათებია: 15:00 საათიდან – 17:00 საათამდე
გაინტერესებთ თქვენი პროგნოზი ცეცხლოვანი მაიმუნის წელში?
ვირთხა – მაიმუნი და ვირთხა საუკეთესო მეგობრები არიან დრაკონთან ერთად, მათი ცხოვრება უფრო საინტერესო და მხიარული იქნება. ცეცხლოვანი მაიმუნის წელი იდეალურია თქვენთვის, შეგიძლიათ დაუფიქრებლად წამოიწყოთ ახალი საქმეები, მოიკრიბოთ ძალები, დაოჯახდეთ. დრო და დრო უნდა შეძლოთ გაჩერება, დაფიქრება გაანალიზება.
ხარი – მაიმუნის სიეშმაკე გამოაცოცხლებს ხარებს, გაუმძაფრებს სიცოცხლის ხალისს, მისცემს ენერგიას. გაგიძლიერდებათ ცვლილებების მოთხოვნილება. ჩქარი ქმედება ზოგადად არ არის თქვენი სტილი და ამას ვერც მაიმუნის მოზღვავებული ენერგია გაიძულებთ, მაგრამ უფრო რისკიანს გაგხდით. ხოლო თუ თქვენ მიიღებთ ამ გამოწვევას და უფრო რისკიანი გახდებით, მაიმუნი დაგალჯილდოებთ წარმატებითა და ლიდერობით. ამ წელს ჩაეყრება საფუძველი იმას, თუ როგორ გაათარებთ 2017 წელს. ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში თქვნთვის საუკეთესო პარტნიორები არიან: ხარი, გველი, მამალი და ვირთხაც შეიძლება გაითვალისწინოთ.
ვეფხვი – მაიმუნი თქვენი ოპოზიციაა, ამიტომ ცოტა რთულადაა აქ საქმე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ. ეს არის ალბათობა, მაგრამ არა აუცილებლობა. ორივე ნიშნის წარმომადგენელი ფლობს უსაზღვრო ენერგიას. როგორც წესი, ვეფხვი თუ მიზნად დაისახავს რაიმეს, პირდაპირ იწყებს მის შესრულებას, მაგრამ მაიმუნის წელი გაძლევთ საშუალებას დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ესა თუ ის საქმე თქვენს ენერგიად? ამ წელს ყველა თქვენი იდეა არ იქნება გამართლებული. ვეფხვის პარტნიორებია: ვეფხვი, ძაღლი, ცხენი და მაიმუნი, თუ ერთმანეთის ენერგიას გაუძლებთ.
კურდღელი – მაიმუნის წელს მოაქვს თქვენთვის საყვარელი საქმიანობების რეალიზების შესაძლებლობა, – ტურიზმი, ფესტივალები, სოციალური საქმიანობები. ამ მხრივ მაიმუნის წელი ყველანაირად გაგათამამებთ. თუ შეატყობთ, რომ დაიღალეთ მრავალფეროვანი ქმედებებით, აუცილებლად დაისვენეთ. მგრძნობიარე კურდღლისთვის ფენ შუი აუცილებელია ბალანსის შესანარჩუნებლად როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ლურდღლის პარტნიორებია: კურდღელი, ღორი, ცხვარი და ძაღლი. ნაკლებად მდგრადი ურთიერთობა გექნებათ მამალთან.
დრაკონი – თქვენთვის იღბლიანი წელია, გილოცავთ! ამ წელს თამამად შეგიძლიათ ყველაფერზე თქვათ ,,კი,,, დათანხმდით ყველა წამოწყებას თუ იდეას. შეუდექით მათ განხორციელებას, აუცილებლად გამოგივათ. ერთადერთი რასთანაც სიფრთხილე გმართებთ არის იურიდიული საქმეები, ალბათობაა იმისა, რომ გაურკვევლობებში გაეხვათ. პარტნიორები: დრაკონი, მაიმუნი, ვირთხა, მამალი. ნაკლებად მდგრადი ურთიერთობა გექნებათ ძაღლთან.
გველი- მაიმუნი და გველი ერთი და იგივე ტალღაზე იმყოფება! წარმატებულია ეს წელი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდი და თქვენი წარმატება 2017 წელსაც გაგრძელდება. უფრთხილდით გადაღლას, შეგრძნება გექნებათ, რომ შეგიძლიათ მთები გადააბრუნოთ, მაგრამ ზომიერება არ დაგავიწყდეთ. ნუ გადაიღლებით, ეს არ მოგიტანთ კარგ შედეგს! პარტნიორებია: გველი, ხარი და მამალი, ასე თუ ისე, ტახი.
ცხენი- ცეცხლოვანი მაიმუნის წელი თავგადასავლებს გპირდებით, რადგან არცერთი ნიშანი არ განიცდით ენერგიის ნაკლებობას. ამ წელს მოწოდების სიმაღლეზე იქნებით! მოგზაურობები, სიახლეები.. ამ წელს ბევრი შესაძლებლობა გაქვთ ამ მხრივ, მაგრამ გართობასთან ერთად ყველა საქმე უნდა აკონტროლოთ. პარტნიორებია: ცხენი, ძაღლი, ვეფხვი, ცხვარი. ვირთხა ნაკლებად გაგახარებთ.
ცხვარი- წინა წლიდან მოყოლებული წარმატებები შეიძლება გაგრძელდეს მომავალ მაიმუნის წელშიც, მაგრამ მაიმუნის სწრაფი ტემპი და მოზღვავებული ენერგია ბოლომდე კარგი არ არის თქვენთვის. ვერ ეგუებით მის სისწრაფეს. იყავით მაბედულები. ზაფხულის პერიოდში აუცილებლად დაისვენეთ. იმოქმედეთ მხოლოდ თქვენი მოსაზრებებიდან გამომდინარე და არა სხვისი აზრის გათვალისწინებით, პარტნიორებია: ცხვარი, ღორი, კურდღელი, ცხენი. ნაკლებად მდგრადი ურთიერთობა გექნებათ ხართან.
მაიმუნი – ეს თქვენი წელია, წარმატება გექნებათ ყველა წამოწყებულ საქმეში. განსაკუთრებული იღბალი შემოდგომით იჩენს თავს. ახალი ბიზნესის დაწყების დროა, იქნება ცვლილებები. მოგზაურობა და თავგადასავლები არ გამოგელევათ. რისკი იქნება გამართლებული. თქვენი დევიზია – ,,ძირს მოკრძალებულად ყოფნა!,,. ამ წელს თავისით არ მოვა ყველაფერი, თქვენ უნდა ადგეთ და პირდაპირ აიღოთ, მიაღწიოთ მიზანს. პარტნიორები: მაიმუნი, ვირთხა, დრაკონი. ნაკლებად მდგრადი ურთიერთობა გექნებათ ვეფხვთან.
მამალი – თქვენი ამ წელს ახლიდან დაიბადებით. თავგადასავლების წელია, გარისკეთ, რათა მიიღოთ ახალი გამოცდილება და შედეგები. ადვილად შეძლებთ გადაახარიხოთ გეგმები, რა გამოვა და რა უნდა გადადოთ სამომავლოდ. პარტნიორები: მამალი, ხარი, გველი და კურდღელი.
ძაღლი- ცეცხლოვანი მაიმუნის წელი მოგიტანთ ენერგიას, ქმედებას, საქმის დასრულების შესაძლებლობას. ძაღლი ისედაც ორიენტირებულია შედეგებზე, მაიმუნი კი ამის საშუალებას მოგცემთ. ენთუზიაზმი გაგიძლიერდებათ, მაგრამ საფრთხილოა, უნდა შეძლოთ გაავლოთ ზღვარი ენთუზიაზმსა და არარეალურს შორის. დათჩით ისეთივე პასუხისმგებლობის გრძნობით სავსენი, როგორებიც ხართ, არ მოადუნოთ ყურადღება. პარტნიორები: ძაღლი, ვეფხვი, კურდღელი, ცხენი. ნაკლებად მდგრადი ურთიერთობა გექნებათ დრაკონთან.
ტახი – მამიმუნის წელს შეუძლია შთაგაგონოთ თქვენი შთაგონება და იყოთ წვეულებების სული და გული, იმოგზაუროთ, ოღონდ ძალიანაც არ უნდა გაერთოთ ამით, მთავარია არ გაგიტაცოთ მოგზაურობამ და დასვენებამ. კარგი წელია სათავგადასავლო და სოციალური სფეროებისთვის. პარტნიორები: ტახი, ცხვარი, კურდღელი, ვეფხვი. ნაკლებად მდგრადი ურთიერთობა გექნებათ გველთან.
მოამზადა თაკო ლომიძემ