ცალმხრივი სიყვარული ჰოროსკოპის ბრალია?
გამარჯობათ. მე მაქვს ასეთი კითხვა. არსებობს თუ არა ორმხრივი სიყვარული? რაც აქამდე მქონია, ყველა ცალმხრივი იყო, ანუ, მე მიყვარდა მხოლოდ.. უკვე მომბეზრდა! უკვე მეხუთეჯერ ვარ ცალმხრივად შეყვარებული და ვგრძნობ, ესეც არ შემიყვარებს. შეიძლება ამის მიზეზი ჩემი ჰოროსკოპი იყოს? შეგიძლიათ რაიმეთი დამეხმაროთ?
23 წლის ნაწილობრივ, ალბათ შესაძლებელია ამ სიტუაციაში დახმარების გაწევა. რატომ ნაწილობრივ? ამას მოგახსენებთ. შევეცდები რაც შეიძლება მარტივად აგიხსნათ: გეთანხმებით, ამ ყველაფრის მიზეზი შესაძლოა მართლაც თქვენი ჰოროსკოპია, ანუ, თქვენი ბედ-იღბალი. ადამიანის პირად ჰოროსკოპში შეიძლება იყოს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების აღმნიშვნელი ნიშნები…
ეს უფრო მეხუთე (სიყვარულის), ან მეშვიდე (პარტნიორული ურთიერთობების) ე.წ. სახლებს ეხება (და კიდევ მრავალ მაჩვენებელს, რომელზედაც აქ დავწვრილმანდები). შესაძლოა, ამ სახლებში მოხვედრილი იყოს არასასურველი, ე.წ. `ბოროტი~ პლანეტები, მაგ.: სატურნი, ურანი, მარსი, ან საერთოდაც, ლილიტი (მაცდუნებელი), ან ამ პლანეტებთან სხვა პლანეტების მხრიდან იქმნებოდეს არასასურველი, დაძაბული ასპექტები, რაც თავისთავად, განსაზღვრავს ზემოთჩამოთვლილ სფეროებში დაძაბულ, არაჰარმონიულ სიტუაციებს და ფატალობას. საერთოდ, ასეთი პლანეტები, მაგ. სატურნი, ლილიტი (რომელიც მხოლოდ ფიქტიურ, ეფემერულ პლანეტას წარმოადგენს, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანს) გარკვეული ფუნქციის მატარებლები არიან. ანუ, როდესაც ისინი გარკვეულ ზოდიაქოს ნიშანში, ან ზოდიაქოს სახლში ხვდებიან, მიუთითებენ იმ ნაკლოვანებასა და ხარვეზებზე, რომელიც ადამიანს აქვს ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, ასევე, მიუთითებენ ხასიათის იმ თვისებებზე, რომლებიც მართალია ადამიანისთვის ორგანული და მიასღებია, მაგრამ საბოლოო ჯამში მის დეგრადირებას, წარუმატებლობას იწვევენ და სანამ ადამიანი სათანადო ყურადღებას, ძალისხმევას არ გამოიჩენს ამ სფეროში დაშვებული შეცდომების, არასასურველი ხასიათის შტრიხების გამოსწორების მხრივ, წარმუმატებლობას ვერ აღწევს თავს!
სწორედ ამისთვისაა საჭირო, პირველ რიგში, პირადი ჰოროსკოპის შედგენა, რათა ადამიანმა გვერდიდან შეხედოს თავის თავს, გაარკვიოს თავისი ჰოროსკოპის დადებითი მხარეები და შეეცადოს მათ გაძლიერებას, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გაარკვიოს თავისი ხასითის უარყოფოთი მხარეები და მოსალოდნელი რისკები და იზრუნოს მათ გამოსწორებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ამ სფეროებში მეტი წარმატების მიღწევის საწინდარი ხდება. ასტროლოგს უნარი აქვს დაეხმაროს ადამიანს იმ პრობლემების, კარმული მისიის, სწორი მიმართულებით განვითარების გააზრებაში, რაც მას სამყარომ დააკისრა. მაგრამ, ეს დახმარება ნაწილობრივია, რადგან მთავარ როლს ამ სიტუაციაში თქვენ ასრულებთ!
ანუ, მღებული ინფორმაციის შემდეგ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად შეცვლით საკუთარ ბედ-იღბალში რამეს, როგორ იმუშავებთ უარყოფით მხარეებზე, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ მოახდინოთ ცვლილებები საკუთარ ფსიქოტიპში და შესაბამისად, ბედ-იღბალში (რომელიც, საბედნიეროდ, ფატალური არ არის!). არის კიდევ ერთი ნიუანსი: შესაძლოა თქვენ სწორედ ისეთ ადამიანებთან ცდილობთ ბედის დაკავშირებას, რომლებიც ფსიქოტიპით საერთოდ არ შეგეფერებიან და უფრო მეტიც, შესაძლოა ე.წ. ლილიტის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ტანჯვის მომტან ფუნქციას ასრულებენ თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც თავიდან, რასაკვირველია, აუცილებლად მიგიზიდავენ, თავბრუს დაგახვევენ, მერე კი დიდ ტკივილს მოგაყენებენ! ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია იცოდეთ, რა ნიშნის და ფსიქოტიპის წარმომადგენლებთან გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა (ანუ, რა ნიშანში გყავთ ლილიტი, სატურნი), რათა წინდახედულობა გამოიჩინოთ და მორიგ უსიამოვნებებში არ გაყოთ თავი. ასევე, სასიკეთო იქნება გაარკვიოთ, როგორი ფსიქოტიპის ადამიანს შეეწყობით უკეთ, სად, რომელ ნიშანშია თქვენი გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, ან მფარველი ანგელოზი, რა ასპექტები აქვთ, რათა ამ ნიშნების წარმომადგენლებთან იქონიოთ მეტად კონტაქტი, რაც წარუმატებლობის ალბათობას რამდენადმე შეამცირებს, ხოლო სათანადო ძალისხმევის გაწევისას, ბედნიერებასაც მოგიტანთ! დამერწმუნეთ, იმისთვის, რომ ადამიანმა ყოველივე ეს შეძლოს, არ არის საჭირო განსაკუთრებულ მონაცემებს ფლობდეს, იყოს ზეადამიანი. საჭიროა მხოლოდ. გამოიჩინოთ საჭირო ნებისყოფა, მიზანდასახულობა, თმენის უნარი, საჭიროა მონდომება, ნამდვილი და არა _ მოჩვენებითი!
თუ ასტროლოგისგან მიღებულ ცოდნას თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ, შეძლებთ კორექტივების შეტანას საკუთარ ხასიათში, გააკონტროლებთ უარყოფით მხარეებს და გააძლიერებთ დადებითს, თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად უფრო წარმატებული პერიოდი დაიწყება, აი რამდენად მალე და რამდენად უფრო წარმატებული _ ეს მხოლოდ თქვენი ტრანსფორმაციის უნარსა და გონიერებაზეა დამოკიდებული,…რასაც მეც მთელი გულით გისურვებთჟ წარმატებები! პ.ს. იმის გასარკვევად, თუ რა სახის პრობლემებს აქვს ადგილი თქვენს შემთხვევაში, ხასიათის რა თვისებები უნდა გამოასწოროთ და როგორ მიაღწიოთ გამარჯვებას, ვისთან უკეთ გამოგივათ ურთიერთობა და ვისთან პირიქით, შეძლებისგვარად უნდა ერიდოთ, ყოველივე ამისთვის საჭიროა პირადი ჰოროსკოპის შედგენა. აქედან, ზეპირად, რეკომენდაციებს ვერ მოგცემთ. დაუკავშირდით საიტის რედაქტორს.
თქვენს კითხვებს პასუხობს ქეთი ვაწაძე – ასტროლოგი; გადაცემების “ზოდიაქო” და “ჰოროსკოპი” ავტორი, რეჟისორი, წამყვანი.