სიყვარული მამლის წელიწადში
ქეთი ვაწაძე
კაშკაშა, ესთეტი მამალი გულწრფელი სიყვარულით ხასიათდება (თუ თავისი იპოვა), თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არ გამოირჩეოდეს ერთგულებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამალი მეოჯახე არაა, უბრალოდ, ის ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნია, ან თავს მხოლოდ კარიერას უძღვნის.
ზოგადად ოჯახის შექმნა მამლის წელში რეკომენდირებული არ არის, აჯობებს წელი დაუთმოთ ურთიერთობის გამყარებას, გამოიჩინეთ თქვენი რჩეულისადმი ყურადღება, სითბო, გაატარეთ მასთან ერთად ბევრი საინტერესო, რომანტიკული, ლამაზი დღე.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ ერთგული, მიხვედრილი და კონსტრუქციული გზით მოაგვაროთ ყველა სახის გაუგებრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპულსურობა, ახალი ურთიერთობების ან თუნდაც მსუბუქი ფლირტის დაშვება გვერდზე ძვირად დაგიჯდებათ და მნიშვნელოვან ურთიერთობებს ადვილად დაკარგავთ.
ცეცხლოვანი მამალი განსაკუთრებულად მკაცრი და მომთხოვნია პირად ურთიერთობებში, ხშირად გადამეტებულად ეგოცენტრული, ამიტომ ამ წელს ადამიანებმა გულდასმით უნდა მოუსმინონ ერთმანეთს და დიალოგის გზით გადაჭრან სასიყვარულო, საოჯახო, თუ ფინანსური პრობლემები.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ამ წელს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოჯახურ სკანდალებს, გაითვალისწინეთ ცეცხლის ენერგია, მამლის აგრესიულობა და მაქსიმალურად ეცადეთ ჰარმონიული, ემოციურად გაწონასწორებული და მშვიდი იყოთ. ხალხური სიბრძნე ამბობს: ,,ვინც მოითმენს, ის მოიგებსო,, – სწორედ ეს გამოთქმა მიიღეთ რეკომენდაციად ცეცხლოვანი მამლის წელში.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>