წყევლა დეენემის კოდზე მოქმედებს!
რამდენიმე წლის წინ, ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორმა, ნიუ – იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და მედიკო – ტექნიკური აკადემიის ნამდვილმა წევრმა პეტრე გორიაევმა ჩაატარა უჩვეულო ცდა: მან აიღო ბაყაყის ემბრიონები და მოათავსა კამერაში, რომელიც დაცული იყო ნებისმიერი დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღების გავლენისგან.
თავკომბალების სამყოფელში შეიქმნა მაქსიმალურად კარგი გარემო მათი განვითარებისთის – ატმოსფერო, წნევა, სინათლისა და ტემპერატურული რეჟიმი, სინესტე, ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც მათ მშობლიურ გარემოში – ჭაობში. მაგრამ მიუხედავად ამისა გამოსაცდელი თავკომბალები ერთმანეთის მიყოლებით კვდებოდნენ.
მეცნიერი ისევ და ისევ ატარებდა ექსპერიმენტს, მაგრამ ყოველ ჯერზე კვლავ ძველ შედეგს იღებდა – ვითარდებოდნენ სიცოცხლისუუნარო მუტანტები. აღმოჩნდა, რომ გარესამყაროსგან სრული იზოლაციის შემთხვევაში ემბრიონის დნმ–ს არ შეუძლია თავისი პროგრამის შესრულება.
ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ქრომოსომები არ შეიცავენ სრულ ინფორმაციას, მისი ნაწილი გარედან შემოდის და უფრო მეტიც, ქრომოსომები აგებულნი არიან ადამიანის საუბრის პრინციპის მიხედვით. მაგრამ როგორი ფორმით შეიძლება იქნეს მიღებული გარე ინფორმაცია? პეტრე გორიაევი თვლის, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ გამოსხივებასთან, ეს თავისებური სახეობის სიგნალებია , რომლებსაც აღიქვამს დნმ–ის ჯაჭვი.
სწორედ ისინი ქმნიან გენეტიკური ინფორმაციის ქაოტური ნაკრებიდან სწორ პროგრამას ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გავითარებისთვის. ეს ტალღები შეიძლება იყოს როგორც ელექტრომაგნიტური, ასევე აკუსტიკური.
იმისთვის, რომ ეს თეორია შეემოწმებინა, მეცნიერმა გადაწყვიტა წყევლის გამოყენება. მან ექსპერიმენტში გამოიყენა წყევლის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც გავრცელებული იყო რუსეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. საოცარია, მაგრამ ცოცხალი უჯრედები თითქოს და გებულობდნენ ყველა ევროპულ ენას. ადამიანის საუბრის გავლენით მცენარეებმა დაიწყეს ცვლილება გენეტიკურ დონეზე.
მეცნიერებმა გააკეთეს სპეციალური დანადგარი, რომელიც ჩვეულებრივ საუბარს ელექტრომაგნიტურ ტალღებად გარდასახავდა. ამრიგად, მათ პირველად შეძლეს ლაბორატორიულ პირობებში გაეკეთებინათ წყევლის მოქმედების მოდელირება, ასევე, მოვლენის, რომელიც ხალხში ,,ჯადოს,, სახელითაა ცნობილი.
ამის დაჯერება რთულია, მაგრამ უმეტესი თესლი, რომელიც ექსპერიმენტში იყო გამოყენებული, დაიღუპა. ხოლო იმათი გენეტიკური კოდი, რომლებიც გადარჩა – არაბუნებრივ პროგრამებს გამოიმუშავებდა, რის შედეგადაც დაიწყო მცენარეების საშინელი მუტაცია.
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური პროგრამა ყოველთვის ერთსა და იმავე სქემის მიხედვით მუშაობს, იქნება ეს მცენარე, მწერი, ადამიანი თუ ძუძუმწოვარი. ამიტომ. ერთნაირი გარე ზემოქმედება იწვევს ერთნაირ ცვლილებებს დნმ–ის ჯაჭვებში. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს წყევლაზე ზუსტად ისევე, როგორც თესლი, რომელიც მონაწილეობას იღებდა პეტრე გარიაევის ექსპერიმენტში.
მოამზადა მერო მერომ