ცოტა რამ მანტრაზე
ათასწლეულების მანძილზე აღმოსავლეთში ცნობილია, რომ მანტრები დამცავი, გამათავისუფლებელი, დამამშვიდებელი და მკურნალი ძალის მატარებელია.
სამყაროში ყველაფერი მოქმედებაშია.
მოქმედება, რომელიც გამჟღავნებულია სამყაროს არსს წარმოადგენს (სამყარო სანსკრიტზე ჯაგრატს ნიშნავს. სიტყვა სიტყვით – რაღაცას, რაც მოძრაობაშია), ადამიანის მიერ აღიქმება, როგორც ხმა, ფერი, ფორმა, გრძნობა, სუნი და ა.შ.
ეს სამყაროს ჩვენს გონებასა და გრძნობის ორგანოებზე გავლენის შედეგია, რომლებიც თავის მხრივ მუდმივ მოქმედებაში იმყოფებიან. რადგან მუდმივ მოქმედებას თან სათანადო სიგნალი ახლავს (სხვა და სხვა სიხშირეზე), ნებისმიერ საგანსაც სათანადო ხმოვანი სიგნალი და სახელი უნდა გააჩნდეს.
ობიექტის ძალის აღმნიშვნელი ხმოვანი ვიბრაცია, ან მისი ქმნადი იმპულსი, რომელიც ერთიანობაში ამყოფებს საგნის შემადგენელ ატომებს, სავარაუდოდ, ობიექტის ნამდვილ სახელს წარმოადგენს. ამ ხმის ჩვეულებრივი ყურით გაგება შეუძლებელია.
ბუნებრივი სახელებისგან შემდგარი ენა, ყველაზე ბუნებრივი ენა კი – პროტო ანუ შემქმნელის ენა იქნება. რადგან ადამიანის ყურს კაზუალური ვიბრაციის აღქმა არ შეუძლია. მისთვის ვერც ერთი ობიექტიც ბუნებრივ სახელს ვერ იქონიებს. მაგრამ შესაძლებელია ბუნებრივთან მიახლოვებული სახელების არსებობა.
ისინი ყურისთვის გასაგებ კაზუალური ვიბრაციის ხმებს წარმოადგენენ, რომლებიც არასრული შუამავლების (ჰაერი, ხმოვანი კავშირები) გზით არის გადმოცემული და აღქმულია ასევე არასრულფასოვანი ინსტრუმენტის (ადამიანის ყურის) მეშვეობით.
აღნიშნული მიახლოვებული ბუნებრივი სახელები, პირველადი ენის რამდენიმე სახეობაში არსებობს.
სიტყვების გარკვეული თანმიმდევრობის, სწორი ინტონაციისა და რითმის მეშვეობით მანტრას გაცოცხლება ანუ ენერგეტიკული ძალის შეძენა შეუძლია, რაც მიახლოებით ბუნებრივი სახელების ექვივალენტური იქნება.
მანტრის სწორ წარმოთქმას აღნიშნული ობიექტის ენერგეტიკული ვიბრაციის გაღიზიანება შეუძლია. ამ გაგებით ხმა ან სიტყვა, უმაღლეს გაგებაში, ქმნის სამყაროს.