თქვენ წინაშეა მისტერ სიმდიდრე
თქვენ წინაშეა მისტერ სიმდიდრე, ხვავი, ბარაქა, ნაყოფიერება, პოზიტივი, ოპტიმიზმი, ენერგია, ტრანსფორმაცია და სილაღე ?
კრისტალიზაცია-ტრიგონალური სისტემა
ოჯახი-კვარცი
ფერები-გარდამავალი. ღია, გაუმჭვირვალე ლიმნისფერიდან, მუქ ყავრისფრამდე.
ასტროლოგია-შეესაბამება ლომის ზოდიაქოს.
სტიქია, ელემენტი-ცეცხლი
სახელწოდება-ციტრინი
პასუხობს მესამე ჩაკრას-მანიპურა (მზის წნული)
სახელწოდება-ციტრინი მოდის ფრანგული სიტყვიდან-citron, რაც ნიშნავს ლიმონს. ნატურალური ციტრინის ფერი კი ღიიდან მუქ ლიმნისფერამდე ვარირებს .
ლეგენდის თანახმად, მას მოჰქონდა ნაყოფიერება უშვილო ქალებისთვის, უხვი მოსავალი მიწათმოქმედებისთვის. ციტრინს მიიჩნევდნენ მაგიურ ქვად-სასურველი მამაკაცის დასაპყრობად. (ეს უკანასკნელი წინადადება გააქრობს ციტრინს მაღაზიის თაროებიდან-მთარგმნელის ცხენტავრული კომენტარი ?)
პირადი რუკის მიხედვით მინერალების შესაძენად გადმოდით ბმულზე
16-ე საუკუნემდე ტერმინი ციტრინი გამოიყენებოდა ნებისმიერი ყვითელი მინერალის აღსანიშნავად. მისტერი იმიტომ, რომ მამაკაცური ენერგიის მატარებელია და მასთან ერთად ბალანსისთვის, ამეთვისტოს ტარებაა რეკომენდებული, თუ პირადი რუკის მონაცემები ხელს გვიწყობს.
ეს მზის, სინათლისა და სითბოს მინერალია. ხელს უწყობს მატერიალურ წინსვლას, ფინანსების ზრდას, ახალი საქმეების წამოწყებასა და მათ წარმატებას. დაუსრულებელი საქმეების დასრულებას.
პატრონს აჯილდოვებს სტიმულით, ენერგიითა და ოპტიმიზმით. ციტრინს აქვს უნარი ნებისმიერი ნეგატიური ენერგია გარდაქმნას პოზიტიურად. გვეხმარება პოზიტიურ აზროვნებაში და დადებითად მოქმედებს ნდობის აღდგენის ან მოპოვების საკითხში.
კრისტალოთერაპია
ციტრინი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მწყობრში ჩაყენებას, დადებითად მოქმედებს კუჭზე, ელენთაზე, თირკმელზე, ღვიძლზე. ორგანიზმს ეხმარება ინსულინის გამომუშავებაში.
ამცირებს ტკივილს ყაბზობისა და შეკრულობის დროს. ხელს უწყობს A, C, E ვიტამინების ათვისებას.
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ჰორმონალურ სისტემას, განსაკუთრებოთ მენოპაუზისა და ჩიყვის დროს-ციტრინი შეუცვლელი მინერალია.
კრისტალოთერაპიაში ციტრინს “ნიშნავენ” კანის ალერგიებისა და ქრონიკული დაღლილობის დროს. კატარაქტისა და გლაუკომისას. ორგანიზმს ასუფთავებს ტოქსინებისგან.
ხელს უწყობს მატერიალურ და სულიერი მდგომარეობის ბალანსს, თუმცა…მას შეუძლია კრახიც კი მოიტანოს, თუ ძუნწი, მოხვეჭელი და ხარბი პატრონი ჰყავს ?
დაკვირვებიხართ? როცა ბრაზობთ თითქოს კუჭზე რაღაცამ მუშტი მოგიჭირაო, შეკუმშვის შეგრძნება კუჭის არეში…და უპს…შეიძლება კუჭიც აიშალოს, ნაწლავებმა მიიღეს ბრძანება გარეთ გამოიტანონ ბრაზიანი ფეკალიები იმისთვის, რომ შიგნით ჩამშვიდდეს გაღიზიანებული ენერგო ველი…
ადამიანები, რომლებიც გამუდმებული სტრესის ქვეშ არიან და ცხოვრობენ ნევროზულ გარემოში, იტანჯებიან ხშირად განმეორებადი ტკივილებით კუჭის არეში. ექიმთან ვიზიტის შემდეგ კი ხშირად დასმული დიაგნოზი-სტრესიდან გამომდინარე მუცლის ტკივილია.
სწორედ კუჭის მიდამოებშია განლაგებული მესამე ჩაკრა-მანიპურა, რაც პასუხს აგებს ადამიანის ემოციებზე… სწორედ მისი დისბალანსი იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ არასრულ პათოლოგიებს.
ციტრინი ეხმარება ადამიანს გაღიზიანების, დაღლილობისა და დაძაბულობის მოხსნაში, თუმცა არაა რეკომენდებული ანჩლი, კაპარჩხანა, ბრაზიანი, ცხარე და ფიცხი ხასიათის მქონეთათვის.
მინერალის ტარება შესაძლებელია სამაჯურის, ყელსაბამის, ამულეტის, ბეჭდის სახით, ასევე საფულით ან ბუნებრივ ქსოვილში გამოხვევით.
შესაძლებელია მისი “დასკოჩვა” მესამე ჩაკრის ადგილასაც. (ოღონდ უნდა მოიხსნათ ერთი ორი საათის შემდეგ ? )
შეგიძლიათ ძმრიანი, სოდიანი, მარილიანი, ან ჩვეულებრივი სუფთა წყლით გაწმინდოთ მხოლოდ ერთი წუთის მანძილზე.
ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
დამუხტვისთვის კი მზისა და მთვარის ნათელია რეკომენდებული, ოღონდ არა პირდაპირი სხივები. მეგობრობს ამეთვისტოსთან და მასთან სიახლოვით იმუხტება პოზიტიური ენერგიით. შესანიშნავია მედიტაციისას.
ფენ-შუის მიხედვით ციტრინის დადება სახლის/ოთახის ცენტრშია რეკომენდებული, რათა შეძლოს ყველა მხრიდან ხვავის, ბარაქისა და წარმატების მოზიდვა.
ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
როცა ციტრინი ამოწურავს მის ყველა ენერგო რესურსს, ის კვდება ? ხდება მყიფე და მტვრევადი. შეიძლება დაიმტვრეს კიდეც, რაც ნიშანია, რომ მან ამოწურა მისი რესურსები. თუ ეს მოხდა, რეკომენდებულია მისი ზღვისთვის, ან მდინარისთვის გატანება.
არაა რეკომენდებული ციტრინის სამკაულთან, ან ქვასთან ერთად ძილი, მისი ძლიერი ენერგიიდან გამომდინარე შესაძლებელია დაარღვიოს ძილის რიტმი.
მოკლედ ასე…ვეცადე მოკლედ დამეწერა ის ცხრა ფურცელი რვეულში ნაჯღაბნი, სამასზე მეტი ნასწავლი ახალი სიტყვა…
ციტრინის და სხვა პირადი ასტროლოგიური მინერალების შესაკვეთად გადადით ბმულზე
და ბოლოს – მინერალები ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომლებიც “ითვისებენ” პატრონის ენერგიას, ანუ-მაჩვენე შენი მინერალი და გეტყვი ვინ ხარ შენო ?
იმეგობრეთ და გიყვარდეთ ? უანგაროდ!
სიყვარულით-თქვენი ანცი ცხენტავრი ?
მოამზადა ცხენტავრმა იამ