ცირცელი (21 იანვარი – 17 თებერვალი) – დრუიდების ჰოროსკოპი
დრუიდებს სჯეროდათ, რომ მათი დიდი უხილავი ღმერთი ბუნების ელემენტებსა და ელექტრომაგნიტურ ძალებში ვლინდებოდა, რომელსაც ელვა შეიცავდა. ითვლებოდა, რომ ცირცელს ელვის არ ეშინია, ამიტომ ბოროტი ჯადოქრული ძალებისგან დასაცავად ამ ხით მთელ დასალებულ პუნქტებს, განცალკევებულ გზაჯვარედინებსა და ტაძრებს ღობავდნენ.
დრუიდებს სჯეროდათ, რომ თითოეულ ხეს თავისი სული, ან „ნიმფა” ჰყავს.
ცირცელის სული წარმოადგენდა ჭეშმარიტი საიდუმლოებების მცველს, რომელიც დაკავშირებული იყო უკვდავებასა და არქეტიპური (თავდაპირველი) ღმერთების პირად თავისუფლებასთან.
კელტურ მითოლოგიაში ცირცელი ითვლებოდა მაგიურ ხედ, ხოლო მისი მკვეთრი წითელი ნაყოფი – „ღმერთების საკვებად”, რომელსაც მწვანე დრაკონი იცავდა. ედემის ბაღის აკრძალული ხილის მსგავსად, ცირცელის ნაყოფიც შეიცავდა მაგიურ ძალებს, რომელსაც კელტური ღმერთები იცავდნენ.
ცირცელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აქვთ წინასწარ განჭვრეტის ნიჭი და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპები. თუმცა თავის თავში არიან ჩაკეტილნი და მათი წინასწარმეტყველება კაცობრიობამდე ვერ აღწევს.
მათი ცივი ქცევების მიღმა გარკვეული ვნება იმალება, რაც ფანატიკოსებსა და უვიცებთან მიმართებაში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სჭირდებათ.
ახალ მთვარეზე დაბადებული ადამიანები მოუთმენელები არიან. მათ ბევრი იმედგაცრუება ელოდებათ თავიანთი სიმართლის დამტკიცების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში ეს ხალხი შეიძლება თავშეკავებული იყოს, მათმა დაუცხორმელმა რეფორმების სურვილს დიდი საზოგადოებრივი გარდაქმნების გამოწვევაც კი შეუძლია.
სავსე მთვარის დროს დაბადებულები ნაკლებად ჩაკეტილნი არიან, თუმცა იმაზე მეტს ჰპირდებიან, ვიდრე რეალურად აკეთებენ. აღსანიშნავია მათი შთაგონების უნარი, სხვა ადამიანებზე ძლიერი ზეგავლენა და მწვავე დამოკიებულება პირადი უფლებების დარღვევის ნებისმიერ მცდელობის მიმართ.
მოამზადა ლანა წითელაშვილმა