ცერერა ნიშნებში
ცერერა ნიშნებში გვიჩვენებს თუ როგორ გამოვხატავთ მზრუნველობას, სიყვარულს, როგორ ვუვლით საყვარელ ადამიანს და როგორ გვინდა რომ იზრუნონ ჩვენზე 🙂
ცერერა ვერძში: ნებისმიერი ზრუნვა მისი მხრიდან პირდაპირ ქმედებაში ვლინდება, პრობლემა გაქვთ? ის რჩევას არ მოგცემთ, უბრალოდ მოგიგვარებთ. მას არ შეუძლია მოფერება და თუკი მაინცდამაინც ვერ მოითმინა, შეიძლება მუჯლუგუნი გაგკრათ, ან ხელი გიჩქმიტოთ. ბავშვებიც კი ნაკლებად ალერსიანები არიან და თქვენთან ერთად თამაში ურჩევნიათ ლაქუცს.
ცერერა კუროში: გინდათ მათი მოვლა? აჭამეთ. ბევრი. ძალიან ასიამოვნებთ მხრებისა და კისრის მასაჟითაც. ნელა და ხანგრძლივი დროით.
ცერერა ტყუპებში: ელაპარაკეთ. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის ასოცირდება ზრუნვასთან. გაიყვანეთ სოციუმში, მიეცით თავგადასავლები, ამოგზაურეთ (მოკლე გზებზე) და აკეთეთ რამდენიმე საქმე მასთან ერთად.
ცერერა კირჩხიბში: ისინი სახლში გრძნობენ თავს ყველაზე კარგად. გინდათ მასზე იზრუნოთ? ოჯახური გარემო შეუქმენით, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და ეცადეთ მშვიდად აიტანოთ კირჩხიბის სინდრომი: ,,მე არავის ვუყვარვარ, ჩემზე არავინ ზრუნავს, უპატრონოთა თავშესაფარში ამომხდება სული“- ს მსგავსი გამოხტომები. ამასთან ვერაფერს გააწყობთ, ისე მოექეცით როგორც გიჟს – გაუგეთ და დაუყვავეთ.
ცერერა ლომში: ყურადღება, პატივისცემა. თაყვანისცემაც კი. მას შოუ უნდა დაუდგათ და მთავარი როლი მისცეთ. ლომის მოტოა: არაფერი საუკეთესოს გარდა. ეს ძვირი ღირს, მაგრამ თუ გინდათ აგრძნობინოთ რომ მასზე ზრუნავთ, ცოტა უფრო იაფად მის წინაშე ქედის მოდრეკითა და ყურადღების ცენტრში ყოფნით შეიძლება გახვიდეთ ფონს.
ცერერა ქალწულში: მიეცით მას სამუშაო, თანაც უამრავ გულისგამაწვრილებელ წვრილმანს რომ ითვალისწინებდეს ისეთი სამუშაო, მიეცით შენიშვნა, შეუსწორეთ და გააკრიტიკეთ. ის იფიქრებს რომ მასზე ზრუნავთ, რადგან თავადაც ასე გამოხატავს მზრუნველობას. ზმოიერების ფარგლებში არაუშავს, მაგრამ ძალიანაც ნუ მიუშვებთ აღვირს.
ცერერა სასწორში: ის სილამაზით უნდა მოხიბლო. სინაზე, კარგი მანერები, გემოვნებიანობა დაგჭირდებათ რომ დააკმაყოფილოთ. ასევე იზრუნებს ისიც თქვენზე, ნაზი შეხებითა და მოფერებით.
ცერერა მორიელში: გინდათ აგრძნობინოთ რომ მასზე ზრუნავთ? დაკავდით მასთან სექსით. სექსში გამოხატავენ თავადაც მზრუნველობას. თუკი პარტნიორი გყავს ამ მაჩვენებლით რა სჯობს, მაგრამ როცა საქმე თქვენს პატარას ეხება რა უნდა ქნათ? რაიმე მისტიურთან, უჩვეულოსთან, მძაფრი ემოციების გამომწვევ საკითხებთან კავშირმაც ასეთივე ეფექტი შეიძლება მოგცეთ. წაიყვანეთ პომპეიზე, აჩვენეთ არქეოლოგიური გათხრები, მოიფიქრეთ რაიმე საინტერესო და შემზარავი… ზოგადად ამ ასპექტით, კარგი ექიმები იბადებიან, რადგან მორიელი მართავს რეგენერაციას და ცერერა მორიელები მკურნალობის პროცესშიც ამჟღავნებენ თავიან მზრუნველ ხასიათს.
ცერერა მშვილდოსანში: ასწავლეთ, დაარიგეთ ჭკუა და მოუწყვეთ თავგადასავლები. თუკი სამოგზაუროდ დაპატიჟებთ, ეს უკვე ნიშნავს რომ მასზე ზრუნავთ. თუკი ინტელექტუალი ბრძანდებით, საქმე კიდევ უფრო გაგიიოლდებათ – წააკითხეთ რაიმე ფილოსოფიური წიგნი, ან ან უბრალოდ საინტერესო რჩევები რჩევები მიეცით.
ცერერა თხის რქაში: ორგანიზებულობა და კონტროლი – აი, როგორ უნდა აგრძნობინოთ რომ ზრუნავთ. რადგან სატურნია თხის რქის მმართველი, სავარაუდოდ ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები არ იქნებოდნენ ბავშვობაში განებივრებულები და გათამამებულები, თუნდაც მდიდარი მშობლები ყავდეთ, მაინც ცივი და ჩაკეტილები იქნებოდნენ, ან უბრალოდ არ უნდოდათ ბავშვის ,,გაფუჭება“ უდისციპლინობით. თვითონაც ასე ზრუნავენ მერე როცა იზრდებიან – ამოწმებენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ თუ არა და თუ არ გაქვთ, დაგეგმარებასა და მოწესრიგებაში გეხმარებიან.
ცერერა მერწყულში: თუკი ვინმეს მზრუნველის როლში ხილვა გეუცნაურებათ, ცერერა მერწყული იქნება ეს. როგორც წესი მას ბავშვობაში დედობრივი სითბო აკლია. როცა ბავშვი ტირის და დედა არ ამშვიდებს, მარტოობის გამო ტირილს გადაეჩვევა აუცილებლად. მერე კი როცა იზრდება, ვინმეს ხვდება და ჩნდება სიტყვა, მჭირდები“, ამასთან ერთად ჩნდება მიტოვების შიში და ცდილობს თავად დაასწროს გაქცევა, რომ არ ეტკინოს. ამის გამო ხშირად აქვთ პრობლემები ახლო ურთიერთობებში. თუ გინდათ მასზე იზრუნოთ, იყავით მისი თანამოაზრე, მეგობარი, გაიზიარეთ მისი იდეები და ნუ შეუძღუდავთ თავისუფლებასა და ინდივიდუალურობას.
ცერერა თევზებში: მასზე ზრუნვისთვის მდიდარი წარმოსახვა დაგჭირდებათ. სიმშვიდე სჭირდება და სიღრმე, ზღვასთან ყოფნა, ტალღების ხმაურის მოსმენა, მარილით გაჟღენთილი წყალი და ჰაერი. მას მოსმენა სჭირდება, გაგება და თავადაც ასე გამოხატავს მზრუნველობას: ვერავინ თანაგიგრძნობთ ისე, როგორც ცერერა თევზებში.
მოამზადა დოჩი გოგომ