ჩაკრის დაბლოკვის მიზეზები და გახსნის გზები
1. პირველი ჩაკრა-წითელი, განთავსებულია კუდუსუნის მიმდებარედ, გამოხატავს მიწასთან უშუალო კავშირს და ადამიანის ცხოვრებისეულ ძალაზე აგებს პასუხს. მისი ბლოკირება ხორციელდება, როდესაც ადამიანი შიშს შეიგრძნობს. აღნიშნული მდგომარეობა ახდენს პირველი ჩაკრის ბლოკირებას, მის გასახსნელად საჭიროა, შიშს თვალებში ჩავხედოთ, გვერდით კი არ გადავდოთ ის, არამედ პირისპირ დავუდგეთ და გავუმკლავდეთ.
2. მეორე ჩაკრა-ნარინჯისფერი, განთავსებულია ჭიპის ოდნავ დაბლა და პასუხს შემოქმედობითობასა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე აგებს. მისი ბლოკირება ხორციელდება, თუკი ადამიანი სინანულს შეიგრძნობს. ესაა დამანგრეველი მდგომარეობა და თითოეული ინდივიდი, ვინც მას განიცდის, თავს გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობს. ბლოკის მოხსნა ხდება ისევე, როგორც პირველი ჩაკრის შემთხვევაში. არ გაექცეთ პრობლემას, გაერკვიეთ, რაში გამოიხატება თქვენი დანაშაული და სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედეთ.
3. მესამე ჩაკრა-ყვითელი, ჭიპი თქვენი ორგანიზმის ენერგო ცენტრს წარმოადგენს და პასუხს მისწრაფებების სიძლიერეზე აგებს. ბლოკირება ხდება, თუ ადამიანი განიცდის სირცხვილსა და იმედგაცრუებას. სამწუხაროდ, აღნიშნულ შეგრძნებებს ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან გვაჩვევენ, ისეთი უწყინარი კითხვითაც კი, როგორიცაა-“ნუთუ არ გრცხვენია?!“ რითაც არამარტო მესამე, არამედ პირველი და მეორე ჩაკრების ბლოკირებასაც კი ვახდენთ. განბლოკისთვის საჭიროა იმავე პრინციპით მოქმედება, როგორც ზემოაღნიშნულ შემთხვევებში.
4. მეოთხე ჩაკრა-მწვანე, გული ადამიანის ყოველი ცხოვრებისეული სიტუაციის მონაწილეა. მისი ბლოკირება ხდება, თუ ადამიანი განიცდის მწუხარებასა და დარდს, აღნიშნული არანაკლებ ანგრევს პიროვნების ემოციურ მდგომარეობას და ამ ჩაკრის ჩაკეტვის შედეგად, ადამიანი არასასიამოვნო, ავადმყოფურ შეგრძნებებს განიცდის გულის არეში. განბლოკვა გაცილებით ძნელდება სხვა ჩაკრებთან შედარებით, რადგან ადამიანის აპათიური მდგომარეობა, არ აძლევს მას პრობლემაზე გვერდიდან შეხედვის შესაძლებლობას. აუცილებელია, დიდი ნებისყოფის გამოჩენა, რომ მსგავს მდგომარეობაში მოახერხოთ სიტუაციის გაანალიზება, გაითავისოთ არსებული პრობლემის სათავე და ყველაფერს სხვა მხრიდან შეხედოთ.
5. მეხუთე ჩაკრა-ცისფერი, დაკავშირებულია ყელის არეალთან და უზრუნველყოფს კავშირების დამყარების პროცესს. მისი ბლოკირება ხდება, თუ ადამიანი ადგება სიცრუის გზას და ირჩევს ტყუილს, მას ყველაზე მეტად ეძნელება, არ იცრუოს! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ურთიერთობთ ინდივიდთან, რომელიც მუდმივად ტყუის. მსგავსი ადამიანები სხვებშიც სიცრუეს ეძებენ, მაშინაც კი, როცა მათ არ ატყუებენ. თუკი ყურადღებით დააკვირდებით გარემოებებს, რომლებშიც წარმოიშობა ტყუილი, გააცნობიერებთ, რომ ის ვირუსივითაა, რომელიც ერთიდან მეორეზე ვრცელდება. ძნელია, იყოთ იმუნიტეტის მატარებელი, მაგრამ შესაძლებელი! ნუ უპასუხებთ მატყუარას იმავეთი და ნურც თავს მოიტყუებთ რამით! საკუთარი თავის მიმართ გულმართალი იყავით!
6. მეექვსე ჩაკრა-ლურჯი, შუბლის შუა ნაწილშია განთავსებული და ე.წ. „მესამე თვალად“ მოიხსენიება. სხეულისა და ქვეცნობიერის ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს. ბლოკირება ხდება, თუ ადამიანი ილუზიებით იკვებავს თავს და მასისგან გამოცალკევებულია. არაა საჭირო, საკუთარ თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება, ვიდრე ამის უნარი შეგწევთ. „ვარსკვლავურ დაავადებას“ ყოველთვის დაცემისკენ მივყავართ. ყრუ და ბრმა ხდებით ყოველივე ირგვლივ არსებულის მიმართ, მიიღეთ რეალობა, ისეთი, როგორიცაა! და ნუ წარმოიდგნეთ, იმას, რასაც სხვა ფლობს. ნუ ეცდებით ვინმეზე მაღლა დგომას, რადგან ოცნებები რეალიზებადია, თუ მათ რეალური საფუძვლები აქვთ!
7. მეშვიდე ჩაკრა-იასამნისფერი, განთავსებულია თავს ზევით და კოსმიურ ენერგიებთან კავშირს უზრუნველყოფს. მისი ბლოკირება ხდება, თუ ადამიანი მჭიდროდაა მიჯაჭვული მატერიალურ ღირებულებებზე, აღნიშნულში მოიაზრება ყველაფერი: სახლი, სამსახური, ავტომობილი, ადამიანები და სხვა. უნდა ისწავლოთ, ყველაფრის გაშვება, ყველაზე რთული, აღნიშნულ გზაზე, საყვარელი ადამიანების ჩვენი „მფლობელობიდან“ გამოთავისუფლებაა. იმის გათავისება, რომ სიყვარული არამატერიალურია, შესაძლებელია! ნუ იქნებით დოგმატური! გათავისუფლდით ყველაფრისგან!
მოამზადა ანი ნამ