ჩაეხუტე…
როდესაც მამაკაცი ფრთხილად, ჩუმად უახლოვდება ქალს და ზურგის მხრიდან ეხუტება მას, ის ამ ხელების მოხვევით კრავს წრეს… ორივეს წრეს… ეს არის სიყვარულის, სინაზის, სითბოს, ურთიერთგაგების, დაცვის წრე… ის ამ დროს ცოცხალი წრის შუა გულში ახვედრებს ქალს…
და უნებლიეთ აჩვენებს მას, რომ ქალი ამ დროს არის მისი სამყაროს ცენტრი… მათ შორის მდუმარებაა… ქალი კი გრძნობს იმ უხილავ, თბილ ენერგო დინებებს, რომლებიც მოედინება მხურვალე, მდუმარე ხელებიდან…
ამ დროს ქალს ფრთები ეზრდება… ის საოცრად დაცულად და კომფორტულად გრძნობს თავს ამ შეკრულ წრეში… ის დნება ამ მდუმარე სინაზეში… ის ამ წრის შუაგულშია, ის ცენტრია ამ ცოცხალი წრისა… დაცულია გარე სამყაროსგან…
მამაკაცებო, ხშირად მოეხვიეთ თქვენს საყვარელ მეორე ნახევარს… შეიყვანეთ ის ამ ჯადოსნური წრის შუაგულში, აამაღლეთ ის თქვენი სითბოთი და სიყვარულით… ეს მას ძალიან სჭირდება ზუსტად იგივე დოზით, როგორც თქვენ…
მოამზადა კატერინა ვიგორბინამ