ქირონის ტრანზიტი ვერძში 2018 – 2027 წელი
ქეთი ვაწაძე
ქირონი ასტეროიდია. მის სიმბოლოდ გასაღებს მიიჩნევენ და ასევე წარმოსახავენ რუქაზე, ზოგადად კი ქირონი მითოლოგიურ კენტავრ ,,ქირონს,, უკავშირდება, რომელიც მკურნალი იყო, მაგრამ თავად საკუთარი თავის მკურნალობა და ნაიარევის წამლობა არ შეეძლო.
ეს ასტეროიდი 1977 წელს აღმოაჩინეს. მას უცნაური ორბიტა აქვს და მდებარეობს მარსსა და იუპიტერს შორის. არსებობს ვარაუდი, რომ ის დიდი ხნის წინ აფეთქებული პლანეტის ნაწილია, რომელიც ასტეროიდების სახით არის გაბნეული მარსისა და იუპიტერის ორბიტას შორის.
ამჟამად ქირონმა დაასრულა თავისი ტრანზიტი თევზების ზოდიაქოში და ვერძის ზოდიაქოში გადავიდა. მისი თევზების ნიშანში მდებარეობა თავისებური მისტიფიკაციებით გამოირჩეოდა. ვისაც ნატალურ რუკაზე ჰყავს ქირონი თევზებში ხშირად ვერ ხსნიან, ვერ იგებენ და ბუნდოვანებით მოცულია თუ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა მათ ცხოვრებაში.
ეს ადამიანები განსაკუთრებული ფსიქიკური უნარებით გამოირჩევიან, დაჯილდოებულები არიან მკურნალი ფსიქოლოგის უნარებით, დადებით გავლენას ახდნენ ადამიანის ფსიქიკაზე.
ასეთ ადამიანებს ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის, საშველად, ზოგჯერ მიდრეკილი არიან თავგანწირვისკენ, რომელსაც რაციონალური ახსნა არ აქვს, მათთვის სასურველია მშვიდ გარემოში დასვენება და თვითშეწირვაზე უარის თქმა.
ქირონის ტრანზიტი, ზოგადად, უჩვეულოდ აისახება ადამიანთა ფსიქიკაზე, ისინი გადიან სიღრმისეულ და ხშირად მტკივნეულ ტრანსფორმაციებს.
ასტროლოგიაში ქირონი განასახიერებს ჩვენს ღრმა, თითქმის მოურჩენელ ჭრილობებს, რომელიც საჭიროებს სიღრმისეულ ტრანსფორმირებას, ფაქტიურად, ალქიმიურ დონეზე. როდესაც ქირონი აქტიურობს რუკაზე, განსაკუთრებით ტრანიზტების დროს, გვიწევს ჩვენს თავთან არაღიარებული მტკივნეული საკითხების ქვეცნობიერიდან ცნობიერებაში ამოწევა, ანალიზი, ტრანსფორმირება, განკურნების გზაზე შედგომა. თუ გაცნობიერება საკუთარ თავთან თანხმობაში მოდის, პროცესი ნაკლებად მტკივნეულია, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს სულიერი ზრდა და მიღებული გაკვეთილების გათავისება, ბუნებრივია, მისთვის ასეთი პროცესი ბევრად უფრო მტკივნეული იქნება.
ის ტკივილი, თუ სულიერი ჭრილობები, რომელზეც ქირონი მიუთითებს რუკაში უფრო მეტად წინაინკარნაციული ცხოვრებებიდან მოდის, ამიტომ საჭიროებს საფუძვლიან მუშაობასა და ცნობიერებაში ამოტანას. გაკვეთილები, რომელიც ვერ ვისწავლეთ, ან ამის შანსი ხელიდან გავუშვით ახლა უნდა გავიაროთ, მოგვიწევს გაუვლელი გზების თავიდან გავლა და როგორ გავივლით, ეს დიდ წილად დამოკიდებულია ჩვენს უნარებსა და ძალისხმევაზე.
იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ შეიძლება იქნეს გამოხატული ქირონი ვერძში, უნდა დავბრუნდეთ 2010 წელს, როდესაც ქირონი იცვლიდა ნიშანს და მერწყულიდან თევზებში გადადიოდა. ქირონის მიერ ნიშნის შეცვლის მომენტი არის დროის ის მონაკვეთი, როდესაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება, ეს უცნაური, აუხსნელი ალქიმია ადამიანების ფსიქიკაზე და ცხოვრებაზეც უცნაურად აისახება.
ქირონი როდესაც თევზების ნიშანს გადიოდა ფოკუსირებული იყო სპირიტუალურ „ეგოზე“ და უფრო შინაგანი სამყაროსკენ იყო შებრუნებული. ქირონი გვაიძულებდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა ის კითხვები და გვეძებნა პასუხები, რომლებიც ემსახურებოდნენ ჩვენს სულიერ, ფისიქიკურ განკურნებს,
თუ ამ გამოწვევებს შევუშინდით, დიდი ალბათობით ვერ შევძელით ქვეცნობიერი პლასტების გასუფთავება და გათავისუფლება ილუზიებისგან. ქირონი თევზების ტრანზიტის მიზანი სწორედ ჩვენი ილუზიებისგან გათავისუფლება იყო. საინტერესო ის არის, რომ ამ ტრანზიტის დროს ბევრი ადამიანის სულიერი გამოღვიძება მოხდა, რომლებმაც საკუთარი ეგოისტური საზღვრები გააფართოვეს, ეს ის პერიოდია, როცა დაიწყო ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა, საერთო საკაცობრიო ღირებულებების წინ წამოწევა, სპირიტუალური მიმდინარეობებისა და იოგის საკითხების გააქტიურება.
ამჟამად ქირონი მართალია ვერძში გადავიდა, მაგრამ სექტემბრისთვის რეტროგრადულობის გამო კვლავ თევზებში დაბრუნდება და მხოლოდ ამის შემდეგ, 2019 წლის 18 თებერვალს, როდესაც რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს თევზებში საბოლოოდ დატოვებს ამ ნიშანს და ვერძში გადავა. მთელი ძალისხმევით ქირონი ვერძში სწორედ 2019 წელს ამოქმედდება.
ქირონი ცეცხლოვან ვერძში ეს არის ჩვენი ეგოს, უფრო მაღალ ოქტავაზე კი – ჩვენი ცნობიერების განკურნების შესაძლებლობა. როგორ აღიქვამ საკუთარ თავს, ვინ ხარ, როგორია შენი იდენტობა, როგორია საკუთარი ეგზისტენცია, როგორც მუშაობს ჩვენი ცნობიერება, რამდენად ფართოა მისი საზღვრები და საითკენაა მიმართული, რამდენად შეგვიძლია ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლა, რამდენად მიზანდასხულები ვართ, გაგვაჩნია მიზნები თუ არა, რისი მიღწევა გვსურს – ეს ის კითხვებია რომლებიც ყველაზე აქტიური იქნება ქირონის ვერძში ტრანზიტის დროს.
მაგრამ ყველაზე ფუნდამენტური კითხვა იქნება ჰამლეტისეული ფილოსოფიური ჩაღრმავება საკუთარი თავის გაცნობიერებისკენ: ვინ ვარ მე? ეს შეკითხვა იქნება ამ ტრანზიტის ლაიტმოტივი, რომლის პრიზმაში შეიძლება განისაზღვროს სხვა ცხოვრებისეული მოვლენები, ამიტომ მოულოდნელი არ უნდა იყოს თვითგამორკვევის და იდენტობის გამძაფრების საკითხები, როგორც ინდივიდუალურ, ისე საერთო დონეზე. მაგალითისთვის, შესაძლოა კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი კიდევ უფრო მძაფრად დადგეს დღის წესრიგში და პატარა ერებმა საბოლოოდ გადაწყვიტონ, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლონ დამოუკიდებლობისთვის.
ამ ტრანზიტის გასაღები სიტყვები იქნება: მე ვარ, მე ასე მსურს, მე დამოუკიდებელი ვარ, მე ვიბრძოლებ ჩემი მიზნებისთვის, მე არ დავნებდები. ვერძი, როგორც ვიცით, სასწორი ოპოზიციაა, რომელიც განაგებს ქორწინებას, საქმიან პარტნიორობას და ზოგადად პარტნიორობის საკითხებს.
ქირონი ვერძის ტრანზიტი საქორწინო ურთიერთობებში მოითხოვს მეტ გულწრფელობასა და ჭეშმარიტების პატივისცემას ორივე მხრიდან. ამ ტრანზიტის დროს შეიძლება ბევრი საქორწინო კავშირის ანულირება მოხდეს თუ პარტნიორები არ ეცდებიან რეალობას გაუსწორონ თვალი. გარდა ამისა, ვერძი რომელიც მართავს პირველ სახლს, არის ჩვენი სხეული და იმიჯი, ამ ტრანზიტის დროს საჭიროა განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას, სხეულის მოვლას, აუცილებელია ფიზიკური აქტივობები და ენერგიის მიზანმიმართული, გონივრული ხარჯვა.
ქირონი ვერძის ტრანზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მართებს მათ ვისაც ნატალური ქირონი ჰყავს ვერძში, კირჩხიბში, სასწორსა და თხის რქაში, ასევე, ვისაც მზე ჰყავს ვერძში, კირჩხიბში, სასწორსა და თხის რქაში და ვისაც ლილიტი ყავს ვერძში, კირჩხიბში, სასწორსა და თხის რქაში
როგორც ვხედავთ კარდინალურ ნიშნებმა გაორმაგებულად უნდა მიაქციონ ყურადღება ამ ტრანზიტს და დააკვირდნენ ამ პერიოდის მოვლენებს, საიდანაც სასარგებლო გაკვეთილები უნდა აიღონ.
თუ ქირონი თევზების ენერგია შედარებით რბილი იყო, ვერძის ენერგია უფრო აგრესიული, სწრაფია და ამასთანავე, ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი სახის გამოცდილება ნაყოფს მალე გამოიღებს. ქირონი ვერძი ითხოვს სწრაფ რეაგირებას, ეფექტურობასა და ენერგიის სწორად მიმართვას, დაუშვებელია უმიზნობა, იდეის არ ქონა, არაპროგრეუსლობა, საქმის ბოლომდე არ მიყვანა, გაფანტულობა და ენერგიის ფლანგვა.
ეს ის პერიოდია, როდესაც მთელი სისავსით უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი არსებობის მისია, ადეკვატურად შევაფასოთ საკუთარი თავი, ღირსეულობა/უღირსობა, საკუთარი შესაძლებლობები, მიზანი და ამ გაცნობიერებით ენერგიის სწორი ხარჯვით ვემსახუროთ როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს განვითარებას.
ქირონი ვერძი ეს არის ძალაუფლების მოყვარული, ლიდერული ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც უნდა ემსაუხრებოდეს ჩვენი ცნობიერების განვითარებას, აზრების სისუფთავეს, გულღიობასა და გონივრულ ამბიციებს, რომელიც დაგვემხარება როგორც საკუთარი, ისე გარემოს სრულყოფაში. დაუშვებელია უსამართლობა, აგრესიულობა და სხვების საზიანო ეგოიზმი, რაც აზარალებს არა მხოლოდ ადამიანს, არამედ გარშემომყოფებსაც.
საერთაშორისო დონეზე შესაძლოა მოიმატოს აგრესიულობამ ქვეყნებს შორის, ომისკენ მოწოდებებმა და მილიტარისტულმა გამოსვლებმა. მსოფლიო ლიდერებსა და ქვეყნის მმართველებს, რომელთაც მეტად საპასუხისმგებლო საქმეები აბარიათ, მართებთ მაქსიმალურად გონივრულობისა და თავშეკავებულობის გამოვლენა, რათა უფსკურილსკენ მიმავალ გზას არ დააყენონ ქვეყნები და კაცობირობა.
გისურვეთ ქირონი ვერძის მშვიდობიან და სიკეთისმომტან ტრანზიტს