ქართული ეზოთერიკის მკლვევარის ოთარ ქვრივიშვილის წიგნების შესახებ
ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ ერთი ჩვენი საკმაოდ საინტერესო ეზოთერიკოსის, სულიერი მკვლევარის ოთარ ქვრივიშვილის შესახებ. ნამდვილად უცნაურია ჩემთვის პირადად ასეთი სერიოზული წიგნების და მსოფლიო დონის ნაშრომების ავტორს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად რომ იცნობენ.
ალბათ ბევრმა არ იცის ამ ადამიანის არსებობის შესახებ, რომელმაც უკვე საკმაოდ მნიშნველოვანი ინტელექტუალური მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. მისი კვლევები და ახლებურად დანახული ეზოთერული ფილოსოფიური ნაშრომები ნამდვილად მნიშნველოვანია მოაზროვნე საზოგადოებისთვის.
ქვრივიშვილის წიგნები მსოფლიო წამყვანი ეზოთერიკოსებისა და ფილოსოფოსების მარადსაკაცცობრიო თემების ირგვლივ ტრიალებს და მათ მოსაზრებებზე და ცოდნაზეა დაფუძნებული, მაგრამ მე პირადად დამაინტერესა ასევე იმან, რომ ოთარ ქვრივიშვილმა მსოფლიო ეზოთერულ ფილოსოფიაში ქართული ეთნოსური ინდივიდუალიზმი ეზოთერულ სიბრტყეში განიხილა, ქართული ეზოთერიზმის მიმართულება დაამკვიდრა და მის ნაშრომებში ქართული მისტიციზმის კვლევის განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნა.
ადრე იყო მცდელობები მსოფლიო ეზოთერული ფილოსოფიური მემკვიდრეობის გააზრებისა და იყვნენ ჩვენთან ამ სფეროთი დაინტერესებული მწერლები და საზოგადო მოღვაწენი. თუნდაც შტაინერის ნაშრომები აქვს მერაბ კოსტავას გადათარგმნილი და ინტელექტუალთა ვიწრო წრეში ყოველთვის იხდებოდა მსოფლიოს სულიერი მეცნიერების გაანალიზება და განხილვა, თუმცა ახალი და ქართული ეთნოსის ნაწილის კვლევა ამ სიბრტყეში არავის გამოუქვეყნებია.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ოთარ ქვრივიშვილის ნაშრომების მოკლე დახასიათებას, რადგან ვფიქრობ ბევრ ჩვენს თანამემამულეს და ეზოთერული ფისოლოფიით დაინტერესებულ ადამიანს ნამდვილად დაეხმარება კაცობრიობის ისტორიაში ჩვენი ერის სულიერი როლის ახლებური ხედვით დანახვაში. მისი უმთავრესი წიგნი ჩემის აზრით რათქმაუნდა არის „სვეტიცხოვლის მისტერიები“. ნაშრომში საუბარია ქართულ მითოსზე და მისი მისტერიის რეალურ მნიშნველობაზე.
პირველად შევხედე მითოსს ასე სერიოზულად სიმართე გითხრათ. რუდოლფ შტაინერს კი საინტერესოდ ჰქონდა ნაშრომი მითოლოგიის შესახებ, თუ რა სულიერ პროცესებსს აღწერდა მითოლოგია, თუმცა ქართული არგონავტების შესახებ აბსოლუტურად ახლებური ხედვა ნამდვილად ფასდაუდებელი იყო ჩემთვის. არამხოლოდ მითოსის, არამედ მითოსის ქრისტიანულ ხატებაში გარდასვლის მისტიური არსია აღწერილი ამ წიგნში.
წიგნში ასევე საუბარია თუ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში რომელ კულტს რა რეალური როლი ჰქონდა ენერგეტიკულად და სინამდვილეში რას უკავშირდებოდა ქრისტიანული მისტერია სამყაროსეული გაგებით. ასევე წმინდა ნინოს მისტიური არსია განხილული. თან საოცრად საინტერესოა, რომ ეს ფაქტები კონკრეტული ციფრებით და გამოთვლით, მეცნიერულად აქვს დამტკიცებული ავტორს.
წმინდა ნინოს მისტერია და შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობის სულიერ-მისტიური არსი ეზოთერული კუთხით აქვს დანახული ავტორს. ესეიგი ამ წიგნში საუბარია (თან უამრავი მეცნიერის თუ მოაზროვნის ნაშრომების ანალიზზეა დაფუძნებული) ქართველი ერის ეპოქალურ მისტერიებზე და მომავალ ჩვენს მისიაზე, თუ რა როლი უნდა შევასრულოთ კაცობრიობის ეზოთერული განვითარების ჭრილში მომავალში და ერის შინაგან ქვეცნობიერ სიღრმეებში რა პროცესები გვექნება გასავლელი უახლოეს პერიოდში.
ასევე გრაალის შესახებ ქართულ მისტიურ როლზე საუბრობს ქვრივიშვილი და გრაალის ეთერულ მდებარეობად სვეტიცხოველს ასახელებს. აქ ეზოთერულ სამყაროში ცნობილი თემა, „ვარდისა და ჯვრის საიდუმლოების“ საკითხებიც არის განხილული, რომელიც ასევე ქართული მისტერიის სიბრტყეშია წარმოდგენილი.
შემდეგი საინტერესო ნაშრომი ეხება წიგნს “ქალ-ვაჟის ურთიერთობა“ ამ წიგნში საუბარია სქესთა მისტიურ არსზე. სხვათაშორის ადრე გავეცანი რუდოლფ შტაინერის და ნიკოლოზ ბერდიაევის ნაშრომებს ეროსის თემებზე და ქვრივიშვილს მათ შეხედულებებზე აქვს დაფუძნებული ეს ნაშრომი. სქესთა ურთიერთობები და პრობლემები საკმაოდ საინტერესო კუთხით არის გადმოცემული, რადგანაც აქაც ჩვენი ქვეყნის ტრადიციები თუ ინდივიდუალურ ქართული ურთერთობებია აღწერილი. წიგნში საუბარია სქესთა ტრადიციულ და პრობლემურ ურთიერთობებზე, ოღონდ სიღრმისეულად, ენერგეტიკულ დონეზე და ეზოთერული ხედვით. აქ საუბარია ასევე ქართულ რეგიონებში ქორწინების და ურთიერთობების შესახებ მითოსის გავლენაზე, რომელიც წეს-ჩვეულებებშია ჩაქსოვილი და რომელ რიტუალს რა ეზოთერული არსი გააჩნია სინამდვილეში.
შემდეგი წიგნი ეხება „ენის არქაული ძირები“. სამეტყველო ენის წარმოშობის საკითხის შესახებ მნიშნველოვან ეზოთერულ ინფორმაციას ნახავთ. „ძველი რელიგიური გაერთიანების მისტიური გამოცდილება ბგერათა სულიერი მნიშნველობის შესახებ“
მისი შემდეგი წიგნებია „კოლხური რუნები“ და „ადამიანით გაზომილი სამყარო“. პირველი წიგნი ეხება ძველი კოლხეთის რუნების განვითარებულ სისტემას. სადაც მაგიურ-ეზოთერული მნიშნველობის გამოსახულებებზეა საუბარი. ავტორი ამტკიცებს, რომ ძველ კოლხებს სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის გარკვეულ ფორმას იყენებდნენ და ეს ცოდნა არგონავტიკის პერიოდში სწორედ კოლხეთიდან გავრცელდა დასავლეთში და ეს მაგიური ნიშნები დაედო საფუძვლად ევროპულ რუნულ დამწერლობის ჩამოყალიბებას.
მეორე წიგნს რაც შეეხება, აქ აღწერილია მათემატიკის ფუნდამენტურ კანონზომიერებებსა და წმინდა წერილის რიცხვთა სიმბოლიკის ურთიერთკავშირზე. ასევე საუბარია წიგნში, კოსმიურ რითმებზე და ვარსკვლავურ სამყაროს რიცხვთა სტრუქტურაზე, მნიშნველოვანი ადგილი ეთმობა წიგნში კვლევას „განზომილებების ანთროპომეტრული სისტემა საქართველოში“. რომელის იკვლევს საქართველოში არსებულ საზომთა სისტემის თავისებურებებს.
რაც ყველაზე საინტერესოა ამ ადამიანის ნაშრომები აბსოლუტურად ქართული ძირების კვლევისკენ არის მიმართული და ჩვენი დიდი როლი კაცობრიობის ეზოთერულ სისტემაში საკმაოდ ორიგინალური კუთხით აქვს წარმოჩენილი. ვფიქრობ ჩემი სტატიის მცირედი მონახაზი ამ საკმაოდ საინტერესო ადამიანის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდიდა ეზოთერული ლიტერატურით და თემებით დაინტერესებულ საზოგადოებას.
ეზოთერული ლიტერატურის თარგმანის სიმცირეს ხომ განვიცდით და ქართული ეზოთერიზმის მკვლევარებით ხომ საერთოდ არ ვართ განებივრებულნი. ერთი ორი დიდი ინტელექტუალი გვყავს და სამწუხაროდ მათ შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით.
თამო აქუბარდია