სხეულს მიღმა – ანუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ
კაცობრიობა არსებობის მანძილზე ცდილობს საკუთარი არსებობის და საკუთარი არსების, როგორც ინდივიდის და ასევე როგორც სოციალური ფენომენის შესწავლას.
არის კოლექტიური მე და ინდივიდუალური, ასევე პირადი, მარტოსული ადამიანის მე-ც და მისი მარტოსულობა და ინდივიდუალიზმი ყველაზე მეტად სიკვდილის დროს ან სიკვდილთან მიახლოებისას იგრძნობა.
სიკვდილი არის ის ერთადერთი, სადაც მარტონი ვართ ჩვენს თავთან და მთელი სამყაროც განგვიდგება ამ დროს. ვერავინ გაიზიარებს მას და ვერავინ გაივლის ამ გზას ჩვენთან ერთად, ეს გზა მარტოებმა უნდა გავიაროთ და მარტოებმა განვიცადოთ ყველაფერი.
ფიზიკური სიკვდილის მერე კი სხეული როგორც არასაჭირო, ზედმეტი და უსარგებლო რამ მიწაში მიდის. და რა ხდება როდესაც ყველფერი ხილული მთავრდება და რა იწყება ინდივიდისთვის მას შემდეგ, როდესაც სხვებისთვის იმ ერთის ცხოვრებიდან ყველაფერი დამთავრებულია?
ადამიანთა ნაწილს გაცნობიერებულიც კი არ აქვს რეალურად სიკვდილის არსი. ზოგს ეშინია, ზოგს აინტერესებს, თუმცა მატერიარ ჭრილში უყურებს სასულეთის სამფლობელოს, რაც ნამდვილად ვერ აღწერს სინამდვილეს. ზოგი კი მუდმივად პასუხების ძიებაშია და ვერანაირი დოგმატური თუ რელიგიური შეხედულება ვერ გააჩერებს ამ ძიების გზაზე.
ქართულ ენაში ძალიან საყურადღებო და კოდირებული სიტყვა გაგვაჩნია „გარდაცვალება“ რაც დაკავშირებულია შეცვლასთან, გადასხვაფერებასთან, გარდასახვასთან და რაღაც ახალში გადასვლასთან. რელიგიაც სიკვდილს როგორც გარდასახვას და სხვა სამყაროში გარდასვლას ისე აღიქვამს, მაგრამ მოდით ცოტა სხვა კუთხითაც განვიხილოთ სიკვდილის ფენომენი.
რას წერენ ეზოთერული, ანტროფოსოფიული თუ სამედიცინო მოღვაწენი სიკვდილის ფენომენზე და რამდენად მოდის ეს ვერსიები ჩვენთან ახლოს ინტუიციურად ან ფილოსოფიურ და ლოგიკურ ჭრილში, რამდენად მისაღებია ეს თეორიები ჩვენთვის?
მთავრია ადამიანი ახალი ინფორმაციისთვის ყოველთვის მზად იყოს და გახსნილი, ახლის გაგება არ ნიშნავს მომენტალურ რწმენას, თუმცა განვითარებისთვის და კაცობრიობის წინსვლისთვის ახალი ინფორმაცია ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა და ვფიქრობ ახლაც ასე უნდა იყოს.
სიკვდილის ფენომენს საინტერესოდ აღწერს საკუთარ წიგნებში მეცნიერი, მკვლევარი და ექიმი რეიმონდ მოუდი სადაც პაციენტების მიერ კლინიკური სიკვდილის განცდები და მათი მონათხრობი აქვს აღწერილი და გამოკვლეული.
წიგნებში საუბარია სიკვდილის შემდგომ სამყაროზე, როგორც მრავალგანზომილებიან სამყაროზე და არა სამგანზომილებიან სამყაროზე, როგორც დედამიწაზე. ეზოთერულად ფიზიკური სამყაროს შემდგომ პირველ დონეს წარმოადგენს ასტრალური სამყარო, სადაც სული გარდაცვალების შემდეგ ხვდება.
ექიმის კვლევების მიხედვით ასტრალური სამყაროს წრმოდგენა და იქაური შეგრძნებების გადმოცემა თითქმის შეუძლებელია, რადგან მისი აღწერისთვის შესაფერისი სიტყვები უბრალოდ არ არსებობს.
წიგნებში უამრავი ფაქტია ასახული სიკვდილის პირველივე წუთებში, როგორ ხედავენ სულები თავის სხეულს და როგორ მშვიდად უყურებენ ექიმებს, რომლებიც ძალიან დამწუხრებულები არიან პაციენტის გარდაცვალების გამო. ყველა პაციენტს სხვადასხვა განცდები აქვს, ყველა თითქოს სხვადასხვა ემოციით აღიქვამს საკუთარ სხეულთან განშორებას, თუმცა ყველა მონაყოლი ძირითადში თითქმის ერთნაირია. არანაირი ტკივილის შეგრძნება, ან სხეულთან გაუცხოება, პირიქით, არამიწიერი სიმშვიდე და სიმსუბუქეა.
ასევე საინტერესოა ჩარლზ ლედბიტერის წიგნები სიკვდილის შესახებ. ლედბიტერი იყო ინგლისელი მღვდელი, ეპისკოპოსი და შემდგომ თეოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და თეოსოფიაში ცნობილი როგორც დიდი ნათელმხილველი და ამ სფეროს მკვლევარი. ძალიან საინტერესო წიგნები აქვს დაწერილი ასტრალური სამყაროს და მისი ბინადრების შესახებ, ასევე მენტლური (ასტრალურის შემდგომი სამყარო) სამყაროს და სხვა უფრო ზედა სამყაროების შესახებ.
თეოსოფიაში და ეზოთერულ მეცნიერებაში სიკვდილის ფენომენი განიხილება, როგორც სულის სხვადასხვა სხეულებსა და სხვადასხვა სამყაროებში ინკარნაციულ მოგზაურობა.
ამ სფეროში მოღვაწე ყველა მეცნიერი თუ მკვლევარი ინკარნაციული სისტემის ერთ მოდელს ხატავს და რამდენად სარწმუნოა ეს მოდელი ეს უკვე ინდივიდის არჩევანზეა, მის მსოფლმხედველობაზე და მის სულიერ რესურსზეა დამოკიდებული.
ლედბიტერი გატაცებით საუბრობს თავის წიგნებში სხვადასხვა ადამიანების სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე. არიან სულები, რომლებიც საშინლად განიცდიან გარდაცვალებას, ასეთი სულები უმეტესად ახალგაზრდები არიან, რომლებიც ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი გახდნენ. ზოგს შურისძიების სურვილი ამოძრავებს და ენერგეტიკულად თუ ფიზიკურ სამყაროში შემოჭრით ცდილობს მოძალადისთვის ზიანის მიყენებას.
არიან სულები, რომლებიც უმეტესად დიდგვაროვნები იყვნენ ცხოვრებაში, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ საკუთარი სხეულის დასაფლავების რიტუალები, რამდენად ღირსეულად დაასაფლავეს ნათესავებმა და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებენ მშვიდად მიწიერ სამყაროს. არიან მცირეწლოვან შვილებზე დადარდიანებული სულებიც, რომლებიც ვერ მიდიან სხვა განზომილებაში ან ზოგიერთი საყვარელ ადამიანს ვერ ტოვებს გარკვეული პერიოდის მანძილზე. და არიან ბედნიერი სულებიც, რომლებიც გარდაცვალებას როგორც განთავისუფლებას და როგორც ბედნიერებას ისე აღიქვამენ.
მის წიგნებში კიდევ არის საუბარი დამხმარე სულებზე, რომლებიც ზოგიერთ ადამიანს სიცოცხლეშივე საშიშ და კრიტიკულ მომენტებში უდგანან გვერდში. ძირითადად კი სიკვდილის დროს ადამიანებს გარდაცვალების გაცნობიერებაში ეხმარებიან. ძირითადად ასეთი ადამიანები მორწმუნენი არიან და სამოთხის მოლოდინი ჰქონდათ, ზოგიც კი ურწმუნო და ზედმეტად მატერიალისტი. სხვათაშორის სამოთხის მოლოდინში საგონებელში ჩავარდნილ სულებზე სერგეი ლაზარევსაც მრავალჯერ უწერია, რომლის უკმაყოფილებაც გაუცნობიერებლად მაგრამ მაინც, შემდეგ ინკარნაციებშიც კი შეიძლება გაჰყვეს სულებს.
ყურადღების ღირსია ლედბიტერის ნაშრომები „აზრის ფორმებზე“. აზრის ფორმა არის ცალკეული ადამიანის ან საზოგადოებრივი წარმოსახვის შედეგად წარმოქმნილი სუბსტანცია, რომელიც ასტრალურ სამყაროში იძენს ფორმას და წარმოსახვით, უსულო, მაგრამ ენერგეტიკულ ბინადრად იქცევა.
ძალიან მხატვრულად და საინტერესოდ აღწერს ასტრალურ სამყაროში არსებულ პოპულარული წიგნების გმირებს, რომლებიც კოლექტიურმა საზოგადოებრივმა წარმოსახვამ შექმნა. არის ასევე უარყოფითი ენერგეტიკისა და უსახური, საშინელი ფორმებიც, რომლებიც აწუხებენ ასტრალურ სულებს. აზრის ფორმები ხშირად ადამიანის არასწორი ცხოვრების შედეგად დაგროვილი ენერგეტიკის ძლიერი ფორმებია და როგორც სასჯელი ისე დასდევს ზოგიერ სულს.
წიგნებში კიდევ არის უსაშინლეს და ასევე ულამაზეს სამყაროებზე საუბარი, ასტრალური სამყარო ხომ დაყოფილია რამდენმე შრედ და ყველაზე დაბალი შრე არის დასახლებული ყველაზე მძიმე სულებით (ლოთები, ნარკომანები, მკვლელები, მეძავები და სხვა.) საქმე იმაშია, რომ ამ სულებს მძიმე ცოდვებისგან გააჩნიათ მძიმე მატერია, რომელიც ასტრალური სამყაროს ზედა ფენებში აღწევის საშუალებას დიდი დროის განმავლობაში არ აძლევთ. მძიმე მატერია იქმნება ძირითადად მიწიერი ჩვევებისგან: სიგარეტი, ნარკოტიკი, ინტიმური ურთიერთობისკენ სწრაფვა, სასმელი (ძალიან მარტივი უარყოფითი რომ ჩამოვთვალოთ) ეს ყველა მიწიერი ძლიერად გამოვლენილი ჩვევა სულის ირგვლივ ქმნის მძიმე მატერიას, ამიტომაც ახალგაზრდის სიკვდილი ოდითგანვე ითვლებოდა დიდ ტრაგედიად, რადგანაც სულს უჭირდა მიწიერ მიდრეკილებებთან, ჩვევებთან გამკლავება.
წიგნებში ასევე აღწერილია მძიმე სულების ცუდი ზეგავლენა ცოცხალ ადამიანებზე. საქმე იმაშია, რომ ლედბიტერის თქმით ასტრალური სამყაროს ყველაზე ქვედა შრე ახლოს არის ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან და ხშირად ეს სულები ადვილად შემოდიან ჩვენს მატერიალურ სამყაროში და ცდილობენ ენერგეტიკული კონტაქტის დამყარებას მსგავს სულებთან, შემდეგ კი მათ გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის ენერგეტიკულ ჭრილში. ამიტომაც ლედბიტერი სულის გამოძახების პრაქტიკას ძალიან საფრთხილოდ მიიჩნევს, რადგანაც ძირითადად მხოლოდ დაბალი და მძიმე სულები გამოდიან კონტაქტზე ასეთი სპირიტუალური ექსპერიმენტების დროს და ხშირია მავნე ზემოქმედებაც ამ სულებისგან.
ეზოთერულად ასტრალური სამყარო არის გამოსაცდელი სამყოფელი, ეს არის გრძნობადი და ულამაზესი სამყარო, სადაც მხოლოდ გრძნობების, ოცნებების, ფანტაზიების სამფლობელოა და ხშირად ლამაზი არსებები და კეთილი სულები ახალისებენ იქაურობას.
რაც უფრო სუფთაა სული, მით მეტად ზედა შრეებს უკავშირდება და მით მეტ სილამაზესაც ეზიარება ამით. ფიზიკური სიკვდილის შემდგომ სული ხვდება სწორედ ამ სამყაროში და დიდი ხნით სულისთვის განვითარების და შემდგომი ინკარნაციისთვის მომამზადებელი სახლი და სამყოფელია, სადაც ყველაფერი თითმქმის ისევეა, როგორც ჩვენთან – იქაც არიან მეცნიერები, რომლებიც ასტრალურ სამყაროს იკვლევენ, იქაც არიან ფერმწერები, რომლებიც ფიქრებითა და აზრებით ხატავენ გარემოს, იქაც არიან მუსიკოსები, რომლის მუსიკაც გაცილებით დიდებულია ვიდრე მიწიერ სამყაროში და იქაც არიან სხვადასხვა რელიგიური მიმართულების სოციალური ჯგუფები.
ეზოთერულად ჩვენი სულიერი ცხოვრება არის ერთი დიდი უსასრულობა. როდის მიაღწევს ადამიანი როგორც სულიერი და ღვთიური არსება საბოლოო მიზანს? როდის დასრულდება სიკვდილი და დაბადება მიწიერ სამყაროში ნამდვილად არავინ იცის.
რუდოლფ შტინერის ნაშრომებით თუ ვიმსჯელეთ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და მატერიალურ სამყაროებში სიკვდილის ფენომენის ძიება სამყაროს, საკუთარი თავის და ღმერთის, როგორც ჩვენი უმთავრესი მიზნის ძიების გზაზე ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი გზაა, რომელიც უნდა გავიაროთ. სიკვდილის ფენომენზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი და მსჯელობა, თუმცა სანამ თავად არ გავივლით ამ გზას, ყველაფერი მაინც თეორიის და ფანტასტიკის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
საბოლოოდ კი შევიტყობთ რა ხდება სხეულს მიღმა, მანამდე კი სიცოცხლე გვაქვს შესასწავლი და მხოლოდ სიკვდილის არსებობის გააზრებით და აღიარებით დავაფასებთ სიცოცხლეს და იმ დროს, რომელიც ვაი რომ ძალიან ცოტაა მცირედის შესასწავლადაც კი.
მოამზადა თამო აქუბარდიამ
8 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
sainteresoa:) me siberis meshinia sikvdilis ara:)
კარგი წერილია…ბევრს დააფიქრებს და ბევრს სულის მეცნიერებათთა შესწავლისაკენ უბიძგებს…მთავარი ხომ იმაზე ფიქრია:"ვინა ვარ,რა ვარ,საიდან მოველ და საით წავალ…".
არასოდეს მეშინოდა ამ პროცესის…..
ძალიან ღრმა ფიქრებში წამიყვანა ამ სტატიამ…
ძალიან მომეწონა ეს სტატია.. ხშირად ვფიქრობ, ხოლმე ამ თემაზე და ვფიქრობ კარგად არის გაანალიზებული.. ხშირად, ადმაიანები, მართლაც არ ფიქრობენ ამ ყველაფერზე და უაზროდ მიდიან წინ..
მშვენიერია…თუმცა ეს შესაძლოა უბრალოდ მოსაზრებები იყოს იმ დიდებული ადამიანების..ვისი სიტყვებიცაა მოყვანილი…თუმცა რადგან არსებობს სიტყვა "ასტრალი"ესეიგი მართლაც უნახიათ რა ხდება იქ 😉
<3 Tamo Akubardia
<3 Tamo Akubardia