სიყვარულის ცხრა საიდუმლო
პირველი საიდუმლო – ფიქრის ძალა:
სიყვარული იწყება ფიქრით, ჩვენ ვხდებით ისეთები რაზეც ვფიქრობთ, სავსე სიყვარული ქმნის სავსე ცხოვრებას და სავსე ურთიერთობას!
მეორე საიდუმლო – დაფასების ძალა:
იმისთვის რომ ვინმე გვიყვარდეს, თავიდანვე ვისწავლოთ მისი დაფასება. უპირველეს ყოვლისა კი დავაფასოთ საკუთარი თავი!
მესამე საიდუმლო – ნდობის ძალა:
თუ გვინდა სიყვარულის მიღება, უნდა ვაჩუქოთ ეს გრძნობა მას ვინც ძვირფასია. რაც მეტ სიყვარულს გავცემთ, მით მეტი დაგვიბრუნდება! გიყვარდეს ნიშნავს, გასცე შენი ნაწილი საფასურის გარეშე, დროა ვისწავლოთ სიკეთის კეთება უბრალოდ ისე, უანგაროდ. საიდუმლო სიყვარულის ფორმულა გულისხმობს უნარს დავფიქრდეთ იმაზე თუ რისი მიცემა შეგვიძლია საყვარელი ადამიანისთვის, ნაცვლად იმისა რომ გვადარდებდეს მხოლოდ ის რას მივიღებთ მისგან.
მეოთხე საიდუმლო – მეგობრობის ძალა:
თუ გვინდა ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული, თავიდან ნამდვილი მეგობრის პოვნაა საჭირო. სიყვარული არა ერთმანეთის ყურებას, არამედ ერთი მიმართულებით ყურებას ნიშნავს …
მეხუთე საიდუმლო – შეხების ძალა:
ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოვლენაა სიყვარულში, რომელიც ანგრევს ბარიერებს და ამყარებს ურთიერთობას. შეხებას შეუძლია განკურნოს სული და გული, როცა იხუტებ მუხტავ ენერგიით და ხსნი გულს!
მეექვსე საიდუმლო – თავისუფლების მიცემის ძალა:
როდესაც გვუყვარს, ღირს ვცადოთ და მივცეთ მას თავისუფლება. გავუშვათ… მისი დაბრუნებით მარტივად მივხვდებით რომ ჩვენი ადამიანი ჩვენგან არ წავა… თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ადამიანისთვის და მესაკუთრეობას ჭეშმარიტ სიყვარულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მეშვიდე საიდუმლო – საუბრის ძალა:
როდესაც ვსწავლობთ ღიად საუბარს – ცხოვრება იცვლება. გვიყვარდეს ნიშნავს ღიად და თავისუფლად შეგვეძლოს საუბარი მასთან ვინც ძვირფასია. თუმცა, სჯობს მხოლოდ საუბარს არ დავჯერდეთ და უფრო ხშირად, საკუთარი საქციელით ვაჩვენოთ ადამიანს რამდენად მნიშნელოვანი და ბედნიერებისმომტანია ჩვენთვის ეს ერთად ყოფნა.
მერვე საიდუმლო – ერთგულების და ნდობის ძალა:
სიყვარულში ერთგულება და ნდობა ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, საკუთარ ეგოზე მაღლა დადგომა და ადამიანისთვის თავისუფლების მიცემა ხშირად, საუკეთესო გზაა იმისთვის რომ ვაჩვენოთ რამდენად გვიყვარს, ვენდობით მის გადაწყვეტილებებს და გვჯერა ერთგულების, რომელიც აუცილებლად ორმხრივია.
მეცხრე საიდუმლო – ვნების ძალა:
ვნება ინარჩუნებს ცეცხლოვან ენერგიას სიყვარულში და არ აძლევს გრძნობას განელების საშუალებას. არასოდეს შეეგუოთ ერთფეროვნებას და შეეცადეთ თვეში რამდენჯერმე, აუცილებლად განაახლოთ გარემო, სადაც სიყვარულს ეძლევით. საყვარელ ადამიანთან ღირს ყველაზე ფარული სურვილების გამჟღავნება და განხორციელებაც…
მოამზადა ნინი სალუქვაძემ