სირიუსი – ეზოთერული მნიშვნელობა
თამარ გეგეშიძე
ვარსკვლავები მხოლოდ ცის ლამაზ მანათობლებს არ წარმოადგენენ. გარდა ასტროფიზიკური მონაცემებისა მათ სხვა დანიშნულებაც გააჩნიათ. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ დიდი ქოფაკის (ლათინურად Canis Major) თანავარსკვლავედის ვარასკვლავ სირიუს ალფაზე.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნაწილის თანავარსკლვავედია, რომელიც ჩვენთვის ხილულია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. მისი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია სირიუს ალფა, რომლის ვიზუალური მაგნიტუდა შეადგენს -1.46, რაც ასტრონომიულ ენაზე ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ღამის ცაზე. სახელწოდება „სირიუსი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან Σείριος (Seirios), რაც კაშკაშას, მბრწყინავს ნიშნავს. სირიუსი მზეზე ორჯერ დიდია და 25-ჯერ უფრო კაშკაშა. ძველ ეგვიპტეში მზისა და სირიუსის ერთდროულ ამოსვლას უკავშირდებოდა ნილოსის ადიდება, ხოლო ძველ საბერძნეთში ზაფხულის ამ მოვლენას „ძაღლის დღეებს“ ეძახდნენ.
სირიუსი ძველი ეგვპტელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარსკვლავი იყო, მას უწოდებნენ „სოპდეტს“ (ბერძნულად Σῶθις Sothis) და აღნიშნავდნენ ამ იეროგლიფით
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ძველი ცივილიზაციებისთვის სირიუსი იყო აღფრთოვანებისა და თაყვანისცემის საგანი. 70 დღის მანძილზე, როცა სამხრეთის ცაზე სირიუსი არ ჩანდა, ეგვიპტელები ამ მოვლენას უკავშირებდნენ ისიდასა და ოსირისის ამ სამყაროდან გასვლას (დუატის, ეგვიპტური ქვესკნელის გავლით). ამ დროს ეგვიპტელები უარს ამბობდნენ გარდაცვლილთა გვამების დაწვაზე. მათ სწამდათ, რომ სირიუსი იყო სიცოცხლის შემდგომი ცხოვრების გასასვლელი კარი, რომელიც 70 დღის მანძილზე დაკეტილად მიიჩნეოდა. ისინი ელოდებოდნენ ამ პერიოდის გავლას, რომ ე.წ. სიცოცხლის შემდგომი ცხოვრების კარი გახსნილიყო. მითოლოგიებში სირიუსი მოიაზრება, როგორც ცის ერთ-ერთი მაყურებელი, რომელიც იცავს ჩვენი გალაქტიკის (ირმის ნახტომის, იგივე რძანი გზის) უკიდურეს საზღვარს და არის ერთგვარი ხიდი სულის განსხეულებისთვის.
ქალდეველებში სირიუსი ცნობილი იყო სახელით „ძაღლი, რომელიც წინ მიუძღვის“, ასურეთში მას უწოდებდნენ „მზის ძაღლს“. თავდაპირველად სირიუსის განსახიერება იყო ქალღმერთი სოპდეტი, რომელიც ნაყოფიერებას, უხვმოსავლიანობას უკავშირდებოდა, მოგვიანებით კი ეგვიპტელებმა ის დაუკავშირეს ქალღმერთ ისიდას, ოსირისის მეუღლესა და ჰორუსის დედას.
დიდ ქოფაკის თანავარსკვლავედის ქვეშ არის არგოს თანავარსკვლავედი. ცის ეს რეგიონი ეზოთერულ ასტროლოგიაში მიიჩნევა ვარსკვლავების მდინარედ, რომელიც უმაღლესი ცნობიერების პორტალად ითვლება. ეზოთერული თვალსაზრისით, სულის მსგავსად, ვარსკვლავებსაც მიეწერება ღვთაებრივი თვისებები. ენერგია, რომელსაც ვარსკვლავები გამოყოფენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა ციურ სხეულებზე, მათ შორის, დედამიწასა და ადამიანებზე, ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთქმედებაშია.
ყოველი სული საჭიროებს სრულყოფას, რათა დაუბრუნდეს თავის პირველსაწყის სინათლეს, რისთვისაც მას მრავალი განსხეულება სჭირდება. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ სული სრულყოფას არ მიაღწევს. სულს სრულყოფამდე არ შეუძლია გვერდი აუაროს იმ პორტალს, რომელსაც იცავს სირიუსი. სირიუსი არის გზა, რისი საშუალებითაც სულები მზადდებიან განსხეულებისთვის. მხოლოდ ტრანსცედენცია და სრული გასხივოსნება არის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია გვერდი აუარო სირიუსს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
სირიუსი უკავშირდება ფემინურ ენერგიას, ამიტომ მას ძველ ეგვიპტეში ქალღმერთის სახით გამოსახავდნენ, რომელიც იყო ნაყოფიერების, ხვავის, ბარაქის, მოსავლიანობის სიმბოლო და ზოგჯერ ნილოსის ვარსკვლავსაც ეძახდნენ. სირიუსის ღვთაებრივი ინ ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია დედამიწის ინ ენერგიისთვის, რომელიც დედამიწას საშუალებას აძლევს უფრო მაღალ ცნობიერებაზე გადავიდეს სირიუსის ენერგეტიკული ვიბრაციების ზემოქმედების შედეგად.
ისიდა და სირიუსი დაკავშირებულნი არიან ალქიმიის წარმოშობასთან. ეზოთერულ ლიტერატურაში სირიუსი და სირიუსელები მიიჩნევიან ალქიმიისა და საკრალური გეომეტრიის ყველაზე ძლიერ სწავლულებად, რომლებმაც კრისტალების და მინერალების დახმარებით უმაღლეს განვითარებას მიაღწიეს. სწორედ ძველი ჰერმეტული ტექსტების მიხედვით ალქიმია ისიდას სახელს უკავშირდება.
ჰერმეს ტრისმეგისტუსის სახელთანაა დაკავშირებული დედამიწაზე ყველანაირი სულიერი, ფიზიკური და მორალური აღორძნების საიდუმლო ცოდნა. როგორც ძველი ტექსტები გვამცნობენ მან ეს ცოდნა ეგვიპტელებს გაანდო. ჰერმესის ზურმუხტის დაფებში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, რომ ოქროს მიღების ალქიმიური საიდუმლო ისიდას ციურმა არსებამ გაანდო. შემდგომ, ეს ცოდნა ისიდამ თავის შვილ ჰორუსს გადასცა, ვისი მეშვეობითაც ცოდნა, შემდგომ, უკვე ეგვიპტელ ქურუმებსა და ალქიმიკოსებში გავრცელდა. ეს საკრალური ცოდნა საგულდაგულოდ იმალებოდა და მხოლოდ ხელდადასმულთ ჰქონდათ უფლება ამ იდუმალ მისტერიასთან ზიარებისა. საიდუმლო დოქტრინის გასაღები ქალღმერთ ისიდაში არის სიმბოლიზებული. პლუტარქეს გადმოცემით ისიდა ჰერმეს ტრისმეგისტუსის ქალიშვილი იყო, ზოგიერთის ცნობით კი, პრომეთესი.
თეოსოფიაში მიიჩნევა, რომ პლეიადების 7 ვარსკვლავი გალაქტიკური ლოგოსის სპირიტუალური ენერგიის ტრანსმისიას დედამიწისკენ სწორედ სირიუსის გავლით ახდენს. სირიუსი ასოცირდება გათავისუფლებასთან, ტრანსცედენციასთან და ინკარნირების ნებელობასთან. ძველი ეგვიპტური და ძველი ცივილიზაციების სწავლებების მიხედვით თავისუფლების კონცეფცია, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში არსებობს, სწორედ სირისუსის ენერგიის გავლენითაა, ვინაიდან ის არის სულის გათავისუფლების სიმბოლო.
ყოველ წელს, როდესაც დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი/სირიუსი და ლომის თანავარსვლავედი/რეგულუსი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან (22 ივლისი – 23 აგვისტო), სამყაროში „ხელმისაწვდომი“ ხდება ის ენერგეტიკული ვიბრაციები, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გვაძლევენ სპირიტუალური განვითარების გზაზე. ამ დროს ძალიან სასარგებლოა მედიტაციები, ლოცვები, იოგით დაკავება და სხვა და სხვა სულიერი პრაქტიკები. საინტერესოა ამ მოვლენის ძველ ქართულ ცნობებთან დაკავშირება.
არსებობს მოსაზრება, რომ წარმართული ქართული მითოლოგიური ქალღმერთი ბარბალე, რომელსაც მეორენაირად მზის ქალღმერთსაც უწოდებენ, სწორედ სირიუსთან არის დაკავშირებული. სირიუსი, ასევე, მიიჩნევა მეორე მზედ, ღამის მზედ, რომელიც კავშირშია უხილავი სამყაროს ხილვასთან. შეიძლება ეს სწორედაც რომ მესამე თვალის სიმბოლოზე მიუთითებდეს. ბარბალეს კულტი ძველ ქართულ ცნობიერებასა და მითოლოგიაში მზერასთან იყო დაკავშირებული, მზე – რა. როდესაც ვინმეს მხევდელობასთან დაკავშირებული სენი სჭირდა, წმინდა ბარბალეს მიმართავდნენ და მის საკურთხეველთან ორი კაკალი მიჰქონდათ როგორც თვალების სიმბოლო, როგორც მზე და მთვარე.
ჩვენ ვიცით რომ მზე მარჯვენა თვალია, მარცხენა თვალის სიმბოლო კი არის მთვარე, ხოლო მესამე სარკმლის ცნება, რომელიც ქრისტიანულ მისტერიებში ჩნდება, სწორედ მესამე თვალის გახსნასთან და ხილვადობასთან არის დაკავშირებული, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ბარბალეს კულტი კავშირშია სირიუსთან, როგორც მეორე, ღამის მზესთან, მესამე თვალის გახსნასთან, უხილავის ხილვასთან და ღვთაებრივ სინათლესთან. საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება: „მზის ძველის-ძველი სახელის ნაშთი და კვალი სხვა და სხვა რთულ, ცის სფეროსთან დაკავშირებულ სიტყვებში უნდა ვეძებოთ. ამ მხრივ საყურადღებოა ტერმინი „არდადეგი“.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
არდადეგი ჩვეულებრივ ანტიკური „კანიკულების“ მნიშვნელობით იხმარება, ანუ იმ დროის აღსანიშნავად, როდესაც სირიუსი, ანუ ძაღლ-ვარსკვლავი მზესთან ამოდის და ჩადის, ე.ი. 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე; ხოლო საბა ორბელიანის ცნობით „არდადეგი – მზე რა ლომში შევა გასვლამდე“ – ასეთ მდგომარეობას ეწოდებოდა, ანუ მზის ლომის თანავრსკვლავედში დგომას ასახავდა, რაც ასევე ემთხვევა 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე პერიოდს. „არდადეგი“ ორნაწილიანი სიტყვაა, სადაც მეორე ნაწილი „დეგი“ თუ ლომზე დგომის გამომხატველია, მაშინ ამ ტერმინის პირველი ნაწილი „არდ“ უეჭველია მზის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო“.
ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სირიუსი და მზე უსწორდებიან ერთმანეთს ზაფხულის ცაზე, 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე (მზის ტრანზიტი ლომის თანავარსკლვედში). შეიძლება თუ არა სიტყვა „არდი“ სწორედ მზის კი არა, სირიუსის სახელწოდება იყო ძველ ქართულ მითოლოგიაში, ამის დაზუსტებით თქმა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.
ისიდა ჩვილი ბავშვით ხელში განასახიერებს სწორედ ახალი სიცოცხლის, იმედის, ხსნის შესაძლებლობას, რაც პირდაპირ კავშირშია სირიუსთან. სწორედ ისიდას შვილი ჰორუსი განასახიერებს ყველა სიძნელის დაძლევას, ნათელხილვის მდგომარეობის მიღწევას, მესამე თვალის გახსნასა და ხსნას.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>