საუკუნეების მიღმა
ცხოვრება, სასიყვარულო ურთიერთობები და სამყაროს კანონზომიერებანი არც მარტივია და არც რთული… ყველაფერი უბრალოდ არის და თანაარსებობს ჩვენში, ჩვენთან ერთად, ჩვენ ირგვლივ დროისა და სივრცის მიუხედავად… საუკუნეებისა და მატერიალური სამყაროს მიღმა…
არსებობს ერთი საინტერესო დაკვირვება იმისთვის, რომ მარტივად გაარკვიოთ, რამდენად შეთავსებადია თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ახალ პარტნიორთან.
მოდით, ერთად გავიხსენოთ და გავაანალიზოთ რა გაიფიქრეთ მისიდანახვისთანავე:
ბევრი არ იფიქროთ, ეს ემოცია, წესით, კარგად უნდა იყოს შემონახული თქვენს ქვეცნობიერში.
ვარიანტი 1.
თუ თქვენ მისი დანახვისთანავე გაიფიქრეთ რომ იცნობდით მას ადრე და სითბოთი სავსე გულით გაიწიეთ მისკენ – მაშინ ის თქვენი მონათესავე სულია, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ სიკეთესა კეთილდღეობას ურთიერთობაში.
ვარიანტი 2.
თუ თქვენ ვერაფერი იგრძენით ადამიანის მიმართ, პირველი ნახვის დროს და არც არანაირი განსაკუთრებული ემოცია არ წამოსულა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ ცხოვრებაში პირველად შეხვდით მის სულს და მომდევნო ურთიერთობა უდიდესი პროცენტით, დადებითი ასპექტების შემცველი იქნება ორივესთვის.
ვარიანტი 3.
თუ იცანით ადამიანი, მაგრამ თუნდაც გულის სიღრმეში გაგიელვათ აზრმა რომ „რაღაც“ არ მოგწონთ მასში, რაღაც არ არის რიგზე… მაშინ, უდიდესი ალბათობით, თქვენ ერთმანეთთან, ნეგატიური ვალები გაქვთ გასასტუმრებელი და დიდი შანსია ურთიერთობა დაძაბულობისა და რისკის ფონზე განვითარდეს.
რა თქმა უნდა, არ არსებობს ზუსტი რეცეპტები ადამიანების პირველსავე დანახვაზე ამოსაცნობად, მაგრამ ნამდვილად მარტივია მოუსმინოთ საკუთარ გულს და შინაგან ხმას, საკუთარი სულის მეხსიერებას… რომელიც არასოდეს ცდება …