სატურნის ტრანზიტი თხის რქაში
ქეთი ვაწაძე
სატურნი 2017 წლის 20 დეკემბრიდან უკვე თხის რქის ნიშანშია. ბოლოს, ის თხის რქაში 1988-1991 წლებში იმყოფებოდა. 29-30 წლის შემდეგ სატურნი ისევ თავის მმართველობის ნიშანს დაუბრუნდა, სადც 2020 წლის 22 მარტამდე დარჩება.
როგორც იცით სატურნი თხის რქის მმართველი პლანეტაა, რომელიც ყველაზე ძლიერად სწორედ თხის რქის ნიშანში, თავის დომიცილში ვლინდება. მის შესახებ ბევრი ცნობებია, როგორც მითოლოგიაში, ასევე ასტრონომიაში ჯერ კიდევ ბაბილონელებიდან მოყოლებული.
სატურნი, ეს იგივეა, რაც კრონოსი – ბერძნულად, ძველ ქართულად – ზუალი, ღმერთების მშობელი მამა და დროის გამგებელი, რომელიც შეზღუდვებს და კანონებს აწესებს. მას მეორენაირდ კარმულ მოსამართლესაც ეძახიან. ის განეკუთვნება ე.წ. ,,ბოროტ,, პლანეტათა რიგს, რაც გულისხმობს მის პირქუშ, მკაცრ და დამსჯელ ბუნებას, რომელიც ვერ ეგუება მცირე გადაცდენასაც კი.
სატურნი ეზოთერულად მეშვიდე განზომილების პლანეტად ითვლება. მზის სისტემაში გამორჩეულად ლამაზია. ის ერთადერთია, რომელსაც ე.წ. რგოლი აქვს და თანამგზავრ კასინის დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სატურნი საკმაოდ ფერადი პლანეტაა. მას 62 მთვარე აქვს, აქედან ყველაზე დიდი – ტიტანია. ასტრონომთა დაკვირვებით სატრუნის რგოლზე ახალი მთავრე ყალიბდება, რიგით 63-ე, რომელსაც მოფერებით პეგი დაარქვეს. სატურნი გაზის გიგანტია და სიდიდით მზის სისტემის მეორე პლანეტაა იუპიტერის შემდეგ. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია – ♄. სატურნის ატმოსფეროს
შემადგენლობა:
~96%წყალბადი
~3%ჰელიუმი
~0,4%მეთანი
~0,01%ამიაკი
~0,01%წყალბადისდეიტერიუმი
– 0,000 7 % ეთანი
სატურნი მართავს საჯარო სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, პოლიტიკას, საზოგადობრივ საჯარო საქმიანობას, მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს, დიდ კორპორაციებს, არქიტეტქტურას, მშენებლობას, უფროსი ასაკის ადამიანებს (69 წლის ზემოთ), მამას; ასევე ძვლოვან სისტემას, კანს; ბუნებაში მთებს, კლდეებს და ყველაზე მაღალ ხეებს.
რაზე გააკეთებს სატურნი აქცენტს სამი წლის მანძილზე?
სატურნის თხის რქაში ტრანზიტის დროს ცვლილებები მოსალოდნელია ყველა სატურნისეული გავლენის სფეროში. შესაძლოა ვიხილოთ ხმაურიანი გადადგომები, სამთავრობო ცვლილებები, შესაძლოა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ხელისფლება სრულიად შეიცვალოს, განსაკუთრებით ის ხელისუფლებები, რომლებიც სტაგნაციას განიცდიან, ან კორუფციაში არიან გახვეულები. შეიძლება სულაც ზოგიერთი დიდ კორპორაცია გაკოტრდეს, ან ახალი კორპორაციები წარმოიქმნას, უუნარობა და კორპორატიული მაქინაციები ძალიან გააღიზიანებს სატურნ თხის რქას. ლილიტი თხის რქამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზებული დანაშაულებები ბიზნესში, ან ფინანსური მაქინაციები, სადაც საუბარია დიდ თანხებზე, ამიტომ ფრთხილად იყავით, რათა რაიმე ტიპის აფიორაში არ გაეხვეთ.
ვინაიდან თითქმის 1 წელი იუპიტერი იმოძრავებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში სატურნი თხის რქასთან დადებით ასპექტებს შექმნის, ამიტომ ამ ორი სოციალური პლანეტის ურთიერთქმედება უფრო შედარებით შერბილებულ ფორმებში გამოჩნდება, მაგრამ 9 თვის მანძილზე ლილიტის ტრანზიტი თხის რქაში გაამწავვებს სატურნიანულ თემებს სწორედ თხის რქით მართულ სფეროებში.
2018 წლის მაისიდან ურანი გადადის კუროს ნიშანში, რომელიც ფინანსებს მართავს და ცხადია, სატურნის ტრანზიტთან ერთად თხის რქაში და იუპიტერის მორიელში, უფრო აქცენტირებული გახდება ფინანსების თემა. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალსიწინებს ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სენსიტიურ საკითხს და თავიდან აირიდებს ლარის დევალვაციას. ურანი არაპროგნოზირებადი პლანეტაა და არ არის გამორიცხული,რომ ზოგიერთი ბიზნესი სწრაფად გაკოტრდეს ან ზოგჯერ პირიქითაც, გამდიდრდეს კიდეც, იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო ბიუჯეტზე, ამიტომ ეკონომიური და გონივრული მიდგომა ფინანსებთან აუცილებელია პირობაა მთელი 3 წლის მანძილზე.
2017 – 2020 წლები ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველა ადამიანი სატურნისეულად უნდა მიუდგეს ცხოვრებას, საქმეებს და მყარი საფუძველი ჩაუყაროს მომავალ 3 წელს. ამ პერიოდში ძალიან სასარგებლოა:
• სახელმწიფო, საჯარო სექტორში რეორგანიზაციების გატარება და უკეთესი, უფრო ეფქტური, ქმედითი სტრუქტურების ჩამოყალიბება;
• ნებისმიერი კარიერული ზრდა, წინსვლა (მხოლოდ კეთილსინდისიერი გზით) და ადეკვატური ამბიციების საფუძველზე;
• სახლის ყიდვა ან აშენება;
• სტომატოლოგიური, კანთან ან ხერხემალთან დაკავშირებული გამაჯანსაღებელი პროცედურები, მკურნალობა;
• იოგა, ან ასკეზის სხვა ფორმები;
• სხვა სატურნიანული საქმიანობა.
მაგრამ გაითვალისიწნეთ, სანამ ლილიტი თხის რქის ნიშანშია (07.08.2018-მდე), ყოველი შემთხვევისთვის, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ სფეროებში შეცდომების თავიდან ასარიდებლად.
ვის შეეხება ეს ტანზიტი?
სატურნის გადასვლას თხის რქის ზოდიაქოში თავის თავზე შეიგრძნობს ყველა თხის რქა, აქცენტირებული თხის რქის ნიშნიანი და სატურნი თხის რქა ინდივიდები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი პერიოდი, ე.წ. სატურნის მობრუნება ექნებათ.
რა თქმა უნდა, ამ მოვლენას, პირველ რიგში, ყველაზე მძაფრად იგრძნობს თვითონ თხის რქა, მით უფრო ისინი, ვინც ჯერ არ არიან 30 წლის. (ზოგადად, თხის რქისთვის ყველაზე რთული პერიოდი 30 წლამდეა, 30-დან 41,5 – მდე – ბევრად მსუბუქი, აი 41,5 – დან კი მათი ცხოვრება ბევრად ლაღდება, მსუბუქდება, სწორედ სატურნისთვის კარგად ჩაბარებული გამოცდების და მიღებული ფრიადების ხარჯზე).
დააკვირდით, რომელ სახლში გექნებათ სატურნის ტრანზიტი, რადგან სწორედ იმ სფეროში დაიწყებს ის რეორგანიზაციას, მოწესრიგებას და დალაგებას. იმ სახლის სფეროებში ან სტაბილურობას მოგცემთ, ან რაც ზედმეტია, იმას მოგაშორებთ, შეიძლება შეგღზუდოთ კიდეც გარკვეული თვალსაზრისით.
ვისაც რუკაზე დაზიანებული სატურნი ყავს, ის შეეცდება იმის წაღებას, რაც ზედმეტია და რაც ადამიანს განვითარებაში უშლის ხელს.
ვისაც პირადი, სოციალური ან უმაღლესი პლანეტები ჰყავთ თხის რქაში, სატურნი აქცენტს გააკეთებს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც პასუხს აგებენ ეს პლანეტები.
თხის რქების გარდა სატურნის შეზღუდვას რაღაც დოზით იგრძნობენ ასევე ვერძები, სასწორები და კირჩხიბები, ანუ კარდინალური ნიშნები, რადგან სატურნი მათ პლანეტებთან დრო და დრო დაძაბულ ასპექტებს გააკეთებს. კარდინალური ნიშნებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ზედმეტი ხმაურის გარეშე მუხლჩაუხრელი შრომა, გეგმების დაზუსტება, შედგენა, ზედმეტი ხარჯების გამორიცხვა, ენერგიის დაზოგვა.
პატივი ეცით თქვენს და სხვის დროს (!), დაიცავით რეჟიმი და არ იწუწუნოთ, სატურნს ყველაზე მეტად არ უყვარს მოწუწუნე ადამიანები.
გაითვალისწინეთ, თუ თხის რქები, სატურნი თხის რქები, დომინანტი, აქცენტირებული თხის რქები, ვერძები, კირჩხიბები და სასწორები გადაწყვეტთ ფლანგოთ თქვენი ენერგია, დრო, მხოლოდ გართობასა და უმოქმედებაზე ხარჯოთ, სატურნი აუცილებლად მოგთხოვთ დისციპლინას, საკუთარ თავზე მუშაობას და რათა თავი დავიცვათ მისი მრისხანებისგან, სჯობს ჩვენ თვითონვე დაუწესოთ საკუთარ თავს გარკვეული შეზღუდვები, გავამკაცროთ დისციპლინა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა მაინც ისე, როგორც მას სურს, მაგრამ ბევრად მტკინვეულად, ამიტომ, სჯობს ჩვენ – თვი – თონ!
ამავდროულად, მინდა შეგახსენოთ, რომ სატურნი საკმაოდ სამართლიანია, და ხშირად დასაჩუქრებაც შეუძლია, ოღონდ სატურნის საჩუქრები დამსახურებისამებრ მოდის.
რაც შეეხება კუროს, ქალწულს, მორიელს და თევზებს სატურნი ამ ნიშნებში არსებულ პლანეტებს დადებით ასპექტებს გაუკეთებს და მათთვის სატურნის მარწუხები დიდად საგრძნობი არ იქნება, პიქითით, შესაძლოა ძალზე პოზიტიურიც კი აღმოჩნდეს მათი ცხოვრებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნიშნები ყველაფერს უშრომელად მიიღებენ. სატურნის ტრანზიტები დიდი გამოწვევაა, ის ითხოვს დისციპლინას, შრომას და თავდადებას.
ცეცხლის ნიშნებიდან მშვილდოსნები იგრძნობენ სრულ თავისუფლებას, მაგრამ კარგი იქნებოდა არ დაევიწყებინათ წინა წლებში საუტურნისგან მიღებული გაკვეთილები, რადგან მომავალში სწორედ ეს გაკვეთილები წაადგებათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სატურნი თევზებში ტრანზიტის დროს ეს პლანეტა მათ მზეს დაუკვადრატებს.
ლომებისთვის თხის რქა მეექვსე სახლია და ტრანზიტული სატურნი მათ მეექვსე სახლს გადის, რაც გულისხმობს, რომ ისინი ქალწულური პედანტიზმით უნდა მიუდგნენ საკუთარ ჯანმრთელობას და საქმიანობას. გართობა, ფუქსავატოაბში დახარჯული ფუჭი დრო მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ ამ სფეროებისადმი.
მერწყულებს და ტყუპებს მოუწევთ მკაცრად გაწერონ საკუთარი გეგმები და გრაფიკები, ამრეზით არ უყურონ რუტინულ საქმე. თუ ისინი სატურნის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ (განსაკუთრებით ტყუპები) მაღალი, სტაბილური ფინანსური შემოსავლები ელით, შესაძლოა ეს იყოს ახალი ბიზნესი, ან რაიმე სამეცნიერო პროექტი. ამასთან, მერწყულები, ბრწყინვალედ მომზადებულები დახვდებიან სატურნის ტრანზიტს 2020 წლიდან.
რა უნდა გავაკეთოთ, როგორ დავხვდეთ სატურნის თხის რქაში ტრანზიტს:
– დაისახეთ მიზნები და გაწერეთ კონკრეტული გეგმა.
– გაამკაცრეთ დისციპლინა, დღის რეჟიმი
– გამოიმუშავეთ პუნქტუალობა
– აღიჭურვეთ მოთმინებით, გააძლიერეთ ამტანიანობა
– ჩაატარეთ გენერალური წმენდა საკუთარ სახლში და მაქსიმალურად მოიშორეთ ზედმეტი ნივთები;
– შესანიშნავ შედეგს გამოიღებს ორგანიზმის გაწმენდა და გარკევული ასკეტური მიდგომები კვების მიმართ;
– ეცადეთ დღეში 1-2 საათი მაინც საკუთარ თავთან მარტო გაატაროთ;
– დაიწყეთ ვარჯიში, იოგა, იზრუნეთ ძვლოვანი სისტემის, ხერხემლის გაჯანსაღებაზე;
გაითვალისწინეთ სატურნის ძირითადი პრინციპები:
– შრომისმოყვარეობა
– კეთილსიდისისერება
– პროფესიონალიზმი
– დროის გონივრული ხარჯვა
– საქმიანი და სერიოზული მიდგომა
– იერარქიული პრინციპების დაცვა
– სახელმწიფოებრივი აზროვნება
– წესრიგი
– თადარიგის დაჭერა
– სხეულის და სულის მოთხოვნილებების ჯანსაღი ბალანსი
უარი თქვით ქაოსზე, ფუქსავატობაზე და ნებისმერი სახის აფიორაზე. ურთიერთობებს მიუდექით საფუძვლიანად და სერიოზულად, ნუ იჩქარებთ, არ ეცადოთ წარსულის დაბრუნება, უარი უთხარით ყველა წარსულ ურთიერთობას, ძველ, მავნე ჩვევებს, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში.
კი…სატურნი ბარიერებს, წინაღობებს, სირთულეებს უქმნის ზოგჯერ ადამიანს, მაგრამ მას აინტერესებს რამდენად უმკლავდება ადამიანი მათ. რამდენად უძლებს, რამდენად შეუძლია სწორედ ამ სფეროებში მცირედით დაკმაყოფილება, უძლებს, იტანს, ჯიუტად წინ მიდის თუ მოწუწუნე მსხვერპლის როლს ირგებს? და თუ ადამიანი ყველაფრის მიუხედავად მაინც არ ნებდება, მაშინ ისევ სატურნისგან ღებულობს იმდენ სიკეთეს, რასაც ზოგჯერ გამარჯვების პლანეტა, იუპიტერიც, კი ვერ დაიკვეხნის.
სატურნისეული გაკვეთილების და მოთხოვნების გათვალისწინებისას, სატურნი, ადმაიანებს ასაჩუქრებს სტაბილური წარმატებით, მატერიალური კეთილდღეობითა და სულიერი სიმშვიდით. ..ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა!
თხის რქებო…ნუ შეგეშინდებათ ამ ტრანზიტის! თხის რქა ისედაც მიჩვეულია ამ პლანეტის ვიბრაციებს. მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს სატურნისეული მოთხოვნების შესრულება, ის უკვე გამოიბრძმედა წლების მანძილზე და ბევრი თხის რქისთვის ეს პირიქით, შესაძლოა ძალიანაც კარგი, წარმატების მომტანი პერიოდიც შეიძლება აღმოჩნდეს! სატურნი არ დაუკარგავს მათ წლებით ნაგროვებ გამოცდილებას, მოთმენის უნარსა და თხის რქისეული პრინციპების დაცვას!
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, იყავით მომთმენნი, პოზიტიურად უყურეთ ყველაფერს და ყველაფერიც კარგად იქნება!
წარმატებები თქვენ! <3 <3 <3
ქეთი ვაწაძე