ასტროლოგიური მაღაზია

სასწორი- 2013 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი

სასწორი_შასიყვარულო_პროგნოზი2013 წელს სასწორების სასიყვარულო ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი და შესაძლებელია ყველაფერი ისე მშვიდად და უპრობლემოდ არ განვითარდეს როგორც ეს მანამდე იყო. ყველა ვარიანტში, სრული მობილიზაცია გმართებთ.

გაითვალისწინეთ, თქვენი წარმატებული სიყვარული და ბედნიერი კავშირი მხოლოდ თქვენს ხელშია და არავის უნდა მისცეთ უფლება ზედმეტად შეეხოს თქვენს პირადს, ინტიმურ გრძნობებს და მისწრაფებებს.

გარკვეული სირთულეები ელით დაოჯახებულ სასწორებს, რომლებსაც პარტნიორთან თანაცხოვრების ავ-კარგიანობის აწონვის ეტაპი დაუდგებათ. თუ თქვენში ეჭვი ეპარებათ საკმაოდ რთული პროცესი იქნება სიმართლის დამტკიცება, მაგრამ მაინც არ დანებდეთ. სამართლიანობა წელს აუცილებლად გაიმარჯვებს და ცილისწამების შემთხვევაში კუთვნილ ბოდიშსაც მიიღებთ.

პარტნიორთან შექმნილმა სირთულეებმა შესაძლოა სასწორს გარეკავშირების ძიებისკენ უბიძგოს და ახალ ნაცნობებთან თავი ძალიან ბედნიერადაც აგრძნობინოს.
შეეცადეთ მოერიდოთ ღალატს და თუ მაინც გადაწყვეტთ თუნდაც დროებითი რომანი გააბათ აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ამჟამინდელ რჩეულს.
უსამართლო საქციელს და ტყუილს გველის წელი ვერ გაპატიებთ.

თუ ოჯახში ერთადერთი შემომტანი ხართ შეეცადეთ თავად უშოვოთ სამსახური მეორე ნახევარს. მარტო შრომა ნამდვილად არ არის სახალისო რამ და სავსებით გასაგებია, რომ ერთ დღესაც ეს რუტინა მომაბეზრებელი ხდება, როგორი ბედნიერი ზღაპრული დასაწყისითაც არ უნდა დაწყებულიყო თქვენი ოჯახი. უმუშევრობის პრობლემის გადაჭრისთვის გამოიყენეთ ზაფხულის პერიოდი. მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ კორექტული პარტნიორთან და არ აგრძნობინოთ თავი ზედმეტად თქვენს ერთობაში.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ამჟამინდელი კავშირი არც ერთისთვის არის სიკეთის მომტანი, მაშინ თებერვალ-მარტის პერიოდშივე დაელაპარაკეთ პარნიორს და ერთად მოიფიქრეთ როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას მომავალში. თუ დაშორებას გადაწყვეტთ ეს ნამდვილად არ იქნება ტრაგედია. ყოველ დაშორებას ახალი შეერთება, ახალი ენერგია და ახალი სიხარული მოაქვს. ეს არ დაგავიწყდეთ.

სასწორებისთვის, რომლებსაც სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება ხიბლავთ 2013 წელი ზედმეტი ღელვისა და პრობლემების გარეშე გაივლის. დატკბით ერთად ყოფნით და ყოველი დღე აავსეთ საოცარი ენერგიით, რომელიც პირადად თქვენ, თქვენი სიყვარულით და ჰარმონიულობით შეგიძლიათ გასცეთ.

სასწორებს, რომლებსაც მუდმივად უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და ერთგვარი მუხრუჭის ფუნქცია აქვთ ურთიერთობაში წელს გველი აუცილებლად დაეხმრება მეტი სითამამისა და მტკიცე ხასიათის გამოვლენაში. თუ ვერადა ვერ დგამთ ქორწინებისკენ ნახევარ ნაბიჯსაც კი, 2013 თავისთავად მიგიყვანთ საქორწინო განწყობამდე. რადგან ეს წელი საუკეთესოა მყარი და ძლიერი ოჯახების შექმნისთვის.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Naniko Sabiashvili

    momwons es 🙂

დატოვეთ კომენტარი