სასწორი – 2013 წლის ზოგადი პროგნოზი
,2013 წელი სასწორებისთვის რომანტიული, ემოციური და ჰარმონიული ურთიერთობების მომტანი იქნება. გააკეთებთ მნიშვნელოვან დასკვნებს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ და გაიხსნებით ახალი გამოცდილების მისაღებად.
ნუ შეგაშინებთ სირთულეები, ჩხუბი, კამათი, გაუგებრობა … წელს გადაწყვიტავთ რეალურად შეხედოთ ცხოვრებას თვალებში და გაერკვეთ გრძნობებში, რომლებიც ასე მოზღვავებული გაქვთ.
2013 ღრმა გაანალიზებისა და დაკვირვებების წელი იქნება თქვენთვის. თვითშემეცნებისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობების გადაფასების.
თუ გარკვეული სირთულეები წარმოგექმნებათ პირველ რიგში ჩაუღრმავდით მათი წარმოშობის მიზეზებს და შემდეგ შეუდექით სიტუაციის დალაგებას.
სამყარო თავად მიგანიშნებთ რა გაქვთ შესაცვლელი, რას აკეთებთ არასწორად და რა გიშლით სულიერ ზრდაში. მთავარია უსმინოთ მინიშნებებს და დაიწყოთ საპასუხო მოქმედება.
წელს საუკეთესო პერიოდია საკუთარ იღბალზე თუ უიღბლობაზე დაფიქრებისთვის.
სამსახურში შესაძლებელია ყველაფერი ისე არ წავიდეს როგორც თქვენ ისურვებდით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სხვებს უფლება წარმართონ სიტუაცია. წლის პირველ ნახევარში შესაძლებელია ნაკლები დრო დაგრჩეთ პირადი ცხოვრებისთვის, მაგრამ ნუ იზამთ ისე, რომ მხოლოდ სამსახურს გადაყვეთ და ამის ხარჯზე დააზიანოთ პარტნიორთან კავშირი.
ნებისმიერ დაძაბულ სიტუაციას ჩვეული ჰარმონიული განწყობითა და სიმსუბუქით მიუდექით. ყველაფერი გამოგივათ.
ეს კარგი პერიოდი იქნება ცოდნის გასაღრმავებლად ამა თუ იმ სფეროში, განსაკუთრებით გამოგივათ ენების შესწავლა და მცირეხნიანი კურსებიდან მაქსიმალური ცოდნის მიღება.
2013 წლის შემოდგომა საუკეთესო პერიოდი იქნება თქვენთვის რომ განიტვირთოთ, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და დაისვენოთ.
შეეცადეთ იყოთ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებისას და ძველებურად გაურკვეველ მდგომარეობაში არ ამყოფოთ არც საკუთარი თავი და არც გარშემო მყოფნი. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად განსაზღვროთ რა გსურთ და დასახოთ გეგმა სასურველის მისაღებად. ეს თქვენ შეგიძლიათ!
სიხარულით და ღიად შეხვდით ნებისმიერ სიახლეს თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერი აუცილებლად წარმატებული გზით წავა.
მიზნების დასახვისას წლის დასაწყისშივე დაისახეთ, რომ მხოლოდ წარმატებას და სიკეთეს მოგიტანთ ახალი წელი!
მხოლოდ თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული დადებითი, თუ უარყოფითი გზით წარიმართება ყოველდღიურობა მიმდინარე წელიწადს.
წარმატებულ, ბედნიერ, ხვავითა და ბარაქით სავსე ახალ 2013 წელს გისურვებთ, ჩვენო კარგებო ^_^ სამყაროს სიკეთე და კეთილგანწყობა არ მოგკლებოდეთ ახალ წელიწადში !: )