ასტროლოგიური მაღაზია

სასწორი – სასიყვარულო შეთავსება

სასწორისასწორი – ვერძი

ვერც ერთი ნიშანი შეძლებს მიამიტი, იმპულსური ვერძისთვის თავბრუს დახვევას ისე, როგორც მისი საწინააღმდეგო – თავშეკავებული, მომხიბლავი და საღად მოაზროვნე სასწორი. სასწორს აქვს ზომიერების გრძნობა და ჰარმონიის მოთხოვნილება, ვერძს კი არც ერთი არ გააჩნია. ამ ორ პარტნიორს შორის ძლიერი მიზიდულობაა, რომელსაც საწინააღმდეგო სქესისადმი მიზიდულობის გარდა, საწინააღმდეგო ნიშნისადმი მიზიდულობის გრძნობაც მოიცავს. თუმცა ასეთ კავშირს წარუმატებელი დასასრული ელის, თუ ვერძს კაცს ქალურ პირობებს დაუდებენ. მაგალითად: სიგარეტზე თავის დანებებას, ან ნივთების პედანტურად ლამაზად დალაგებას და სხვ….

სასწორი – კურო

ორივე ნიშანს ვენერა მართავს. წესით, ბევრი საერთო უნდა ჰქონდეთ. მართლაც, მათ საერთო ინტერესები იზიდავთ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თავიდან – გადის დრო და პირვანდელი ურთიერთლტოლვა გაუგებრობით და გაღიზიანებით იცვლება. კუროს არ მოსწონს სასწორის ზედაპირულობა, მანერულობა, სასწორს კი ზედმეტად სერიოზულად და მიწიერად ეჩვენება კურო. მათ ოჯახში გროვდება წყენა, ურთიერთბრალდებები… ეს ორი ნიშანი ერთად შეიძლება მხოლოდ მაღალ წრეში ტრიალმა ან საერთო სამსახურში ყოფნამ დააკავოს.

სასწორი – ტყუპები

სასწორი ტყუპებს ჰარმონიასა და წესიერ ურთიერთობას სთავაზობს. თუ ორივე ერთ სფეროში მუშაობს, ამასთან საერთო ინტერესებიც აქვთ, მაშინ ეს წყვილი განუყოფელია. სასწორი შეუმჩნევლად, ისე ტაქტიანად ავითარებს ურთიერთობას, როგორც საჭიროა – თავისუფლების ილუზიას უქმნის ტყუპებს, ამავდროულად, კი უჩუმრად მის მართვას ცდილობს. ქალი სასწორი კარგი დედაა, კარგი აღმზრდელი. მისი სახლი ყოველთვის გემოვნებითაა მოწყობილი, ტყუპებს კი ძალიან სიამოვნებს ჰარმონიისა და წონასწორობის ოაზისად ქცეულ სახლში დაბრუნება.

სასწორი – კირჩხიბი

ამ კავშირში სასწორი უნდა იყოს ძალიან მომთმენი და საკუთარ თავზე უნდა ჰქონდეს აღებული დედა-დიასახლისის როლი, კირჩხიბი კი მამობას უნდა ირგებდეს. ხშირად, ასეთ ქორწინებას ფინანსური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის ხათრით ინარჩუნებენ. ამ ორ ადამიანს შორის ყოველთვის არსებობს ფარული დისტანცია. მე _ მე ვარ, და შენ _ შენ!

სასწორი – ლომი

მეფე ლომი და ჰარმონიული, გაწონასწორებული სასწორი – ეს ბრწყინვალე ქორწინებაა! ჰარმონიული და მუდმივი. სასწორი საუკეთესო პარტნიორია ლომისთვის, სადაც მას თავისი მეფური ბუნების დემონსტრირების საშუალება ეძლევა. სასწორი კი აღფრთოვანებულია ლომის მანერებით, მისი ხელგაშლილობით, ბოჰემური ცხოვრებისკენ მიდრეკილებით, რაც თავად მასაც ძალიან ხიბლავს. მათ მშვენივრად ესმით ერთმანეთის და ერთნაირად უყურებენ სამყაროს.

სასწორი – ქალწული

ხშირი და ძალიან წარმატებული კავშირია. მათ კომფორტის, სიმყუდროვის, კეთილდღეობისა და წონასწორობისკენ სწრაფვა აერთიანებთ. სასწორმა ყველაფრის შესახებ ცოტ-ცოტა იცის, ქალწული კი სიღრმისეულად შეისწავლის და ანალიზს უკეთებს პრობლემას. ისინი ისეთი თვისებებით ავსებენ ერთმანეთს, რომლებიც თავად არ გააჩნიათ.

სასწორი – სასწორი

ეს სათუო კავშირია. სასწორებს უყვართ ლამაზი, კომფორტული, ბოჰემური ცხოვრება. არიან მფლანგველები, არაპრაქტიკულები. და როდესაც ოჯახში ორივე მეუღლე სასწორის ნიშანს განეკუთვნება, ვინღა უნდა უზრუნველყოს მათი მოთხოვნები? მართალია, მათ კარგად ესმით ერთმანეთის, არიან დელიკატურები, მაგრამ ხშირად, ეს საკმარისი არ არის. სასურველია, რომ მეუღლეებისგან ერთ-ერთი არ იყოს სასწორის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი

სასწორი – მორიელი

სასწორს მორიელში ჰარმონია შეაქვს, ეხმარება რთულ სიტუაციებში ორიენაციაში. მათი ინტიმური ცხოვრება ძალიან ბობოქარი, ღრმა და ვნებიანია, თუმცა ყოველდღიურობაში, შესაძლოა პრობლემებს ჰქონდეს ადგილი. სასურველია, რომ ამ კავშირში სასწორი ქალი იყოს, მორიელი კი – კაცი, რომელიც მეტ ენერგიას და სიძლიერეს შეიტანს სასწორის ცხოვრებაში.

სასწორი – მშვილდოსანი

არაჩვეულებრივი კავშირია, რომელსაც სიყვარულისა და მეგობრობის გარდა საერთო მსოფლმხედველობაც ახლავს. ორივე აქტიური ქმედებისკენ იღწვის, როგორც წესი, საკმაოდ კარგ საზოგადოებრივ მდგომარეობას აღწევენ. ეს ხანგრძლივი, საინტერესო კავშირია.

სასწორი – თხის რქა

თხის რქა აღფრთოვანებულია პედანტი სასწორის ზომიერებითა და გონიერებით. სასწორისთვის კი თხის რქა სიმყარისა და სიძლიერის გამოხატულებააა. ხშირად, თხის რქა სასწორს მიმართულებას აძლევს და მასწავლებლად ევლინება. მიუხედავად ამდენი თანხვედრისა, ერთ დღეს შეიძლება ყოველგვარი გულდაწყვეტის გარეშე, ერთმანეთის ლანძღვით დაშორდნენ, ვინაიდან საერთოდ განსხვავებული ტიპაჟები არიან, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად ქმნის ურთიერთგაგებიაში პრობლემებს.

სასწორი – მერწყული

წარმატებული, ბარაქიანი კავშირია. აქვთ ერთობლივი შემოქმედებითი მიზნები, საერთო ორიგინალური იდეები, ორივეს უყვარს მოგზაურობა, მხიარულ წრეში ტრიალი, მეგობრები. როგორც წესი, ეს წყვილი ერთი საქმითაა დაკავებული და ავსებს ერთმანეთს.

სასწორი – თევზები

თევზებისთვის ეს საბედისწერო კავშირია. სასწორს ურთიერთობის მკაცრი ფორმა უყვარს. ყველაფერში მკაცრად რეგლამენტირებული ჩარჩო აქვს. ყველგან და მითუფრო სიყვარულში ხშირად ავლებს საზღვარს: „მე მე ვარ, შენ – შენ!~ თევზები კი გრძნობებში ხშირად გადადის საზღვრებს, რითიც სასწორის გულისწყრომას იწვევს. ის პარტნიორში ერთობასა და დასაყრდენს ეძებს. მოკლედ, ამ ნიშნებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. ძალიან განსხვავებულნი არიან.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი