სასწორი მამაკაცი რომ მოხიბლოთ
სასწორი მამაკაცი რომ მოხიბლოთ
გირჩევთ:
– იყოთ უფრო გამბედავი, როდესაც დგება სიტუაცია, ან კითხვა: `ღირს თუ არ ღირს?~
– შექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენი რჩეული ყოველთვის გრძნობდეს, რომ არ მისი რჩევების გარეშე ცხოვრება შეგიძლიათ;
– დააინტერესოთ ხელოვნების მიმართ თქვენი ინტერესითა და ცოდნით;
– თვალის ჩინივით მოუფრთხილდეთ და `სული უბეროთ~ ყველა შესაძლო საშუალებებით;
– თავიდანვე გააგებინოთ, რომ თქვენც კამათის ისეთივე წინააღმდეგი ხართ, როგორიც თვითონ.
არ გირჩევთ:
– უთხრათ ამ ნიშნის მამაკაცს, რომ თავის ასაკთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურება, ვინაიდან ამ ნიშნის მამაკაცები ძალიან ამაყობენ თავისი ახალგაზრდული იერით;
– ძალა დაატანოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს მის სურვილს ეწინააღმდეგება;
– მისი კეთილგანწყობისათვის ბრძოლის გაგრძელება, როდესაც ხედავთ, რომ მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია არ არის. სჯობს დანებდეთ. მას უჭირს გითხრათ, რომ ტყუილად კარგავთ დროს.