ასტროლოგიური მაღაზია

სასწორი – ზოგადი დახასიათება

სასწორი24 სექტემბერი _ 23 ოქტომბერიასტროლოგიური სტიქია: ჰაერი

მმართველი პლანეტა: ვენერა

დევიზი: „მე ვაწონასწორებ!“

სიტყვა: წონასწორობა

სიმბოლო: სასწორი

თილისმა: წიგნი

ქვები: ფირუზი, საფირი, ოპალი, მარგალიტი, ბერილი, ლაზურიტი, მთვარის ქვა, ქრიზოპრაზი, ბროლი

ლითონი: ბრონზა

ბედნიერი კვირის დღე: პარასკევი

უიღბლო დღე: სამშაბათი, კვირა

ბედნიერი რიცხვი: 6 და ყველა რიცხვი, რომელიც 6-ზე იყოფა

ბედნიერი ფერები: მუქი ცისფერი, ზღვის ტალღის ფერი, მწვანე და პასტელური ტონები

ქვეყნები და ქალაქები: ავსტრია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ჰავაი, ბირმა, ვენა, საბერძნეთი (კუნძულები), იოხანენსბურგი, ქაბული, ლივია, ჩინეთი, კოპენგაგენი, მონაკო აშშ (სამხრეთი), იაპონია

ჯანმრთელობა

სასწორებისთვის დამახასიათებელია თირკმელების დაავადებები, რადიკულიტი, ნეფრიტი, ურემია.

პროფესიები

საპარფიუმერიო ბიზნესი, დიზაინერი, მოდისა და სილამაზის ინდრუსტრია (სილამაზის სალონი), ხელოვნების სფერო, საბანკო-ეკონომიკური სისტემა, ვაჭრობა (ძვირფასეულობის მაღაზია). სასწორებისგან გამოდიან კარგი მოსამართლეები, ადვოკატები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები, პედაგოგები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები.

დადებითი თვისებები

სამართლიანი, ესთეტიური, დიპლომატიური, ელეგანტური, დამთმობი, ბოჰემური, მშვიდი

უარყოფითი თვისებები

მეოცნებე, არასტაბილური, გადაუწყვეტელი, მერყევი, მფლანგველი, უნდობი, გაორებული, ჭორიკანა

სასწორი ძალიან ჰაეროვანი და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ადამიანებს უყვართ მასთან ურთიერთობა. ის ხშირად მშვიდობის მტრედის ფუნქციას ასრულებს. არ უყვარს ჩხუბი და აყალ-მაყალი, ყველგან და ყველაფერში ჰარმონიას, სილამაზეს ეძებს.

მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს, კომპლიმენტებს. ცდილობს არ ჩამორჩეს მოდას. ყურადღებას აქცევს გალანტურობას, კარგ მანერებს, რითიც შესაძლებელია მისი გულის მოგება.

უყვარს ბოჰემური ცხოვრება. ზოგჯერ უყვარს ზურგს უკან საუბარი, მაგრამ სხვებთან კომფლიქტში არ შედის და ყველაფერში ეთანხმება მოკამათეს. საათობით შეუძლია საუბარი, თუმცა ამავდროულად, კარგი მსმენელიცაა.

სასწორებს ვენერასეული ღიმილი აქვთ, რომელიც მომაჯადოებლად მოქმედებს ირგვლივმყოფებზე. ყველას უჩნდება მათთან დაახლოების და ურთიერთობის სურვილი.

როგორც წესი, სასწორები სასიამოვნო ადამიანები არიან, თუმცა შეუძლიათ მოღუშვა, ძალიან არ უყვართ, როდესაც მათზე მბრძანებლობენ. ეს ძალიან ინტელექტუალური ნიშანია და ამავდროულად საოცარი მიამიტობით გამოირჩევა.

მათთვის ხასიათცვალებადობა ჩვეული მომენტია. მათი ხასიათი ერთდროულად შედგება სიკეთის, სიფაქიზის, სამართლიანობის, მკაფიო არგუმენტაციის, ფილოსოფიური ლოგიკისა და გადაუწყვეტელობისგან.

სასწორის სიმბოლო – ოქროს თასია და ამიტომ ცხოვრებაში მათი უმთავრესი მიზანი წონასწორობის მიღწევაა. როდესაც ეს არ გამოსდით, დეპრესიული, აფორიაქებული, გაღიზიანებული არიან, თუმცა გარეგნულად შვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ისინი აქტიური ადამიანები არიან, მაგრამ იშვიათად აკეთებენ რამეს აჩქარებით.

ყოველთვის ჭეშმარიტებისკენ, ერთაზროვანი პასუხისკენ ისწრაფვიან. სასწორი არასდროს იღებს ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს. ხშირად იმყოფება გადაუწყვეტელობის მდგომარეობაში. უჭირს არჩევანის გაკეთება. დიდხანს ყოყმანობს, მაგრამ თუ ერთი გადაწყვიტა, მაშინ აღარ ცვლის მას.

ამ ნიშანს დიდხანს დაუღალავად მუშაობა შეუძლია, თუმცა, რაღაც მომენტიდან სრულიად ეშვება, ძალები ეცლება და სიზარმაცის ხანგრძლივ პერიოდში ვარდება.

ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან ძალების მოკრება ესაჭიროება, რა დროსაც მისი დათანხმება რაიმე სამუშაოს შესრულებაზე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალების აღდგენის შემდეგ ის ისევ მზად იქნება მუშაობისთვის.

სასწორი არ არის ტყუპებივით გაორებული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მასში ერთდროულად ორი ადამიანია. ის ინსტიქტურად გრძნობს აქტიური და პასიური პერიოდების ჩანაცვლების აუცილებლობას.

მას ძალიან ძლიერი ემოციები აქვს. უსიამოვნებებისა და სიხარულისადმი ფილოსოფიური მიდგომის წყალობით კარგად გამოსდის საკუთარ პრობლემებთან გამკლავება.

როგორც წესი, სასწორები, ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელი ადამიანები არიან, მაგრამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად არასდროს უნდა დაავიწყდეთ დროული დასვენება.

მათი წყენინება ადვილია. ადამიანები, რომლებიც ხშირად აღიზიანებენ და უხეშად ექცევიან მათ, კარგი იქნება თუ არ იქნებიან გამუდმებით მათ გვერდით, რათა ზიანი არ მიადგეს მათ ჯანმრთელობას.

ზოგიერთი სასწორი გადამეტებულ ინტერესს იჩენს საჭმლის, აკლოჰოლისა და სიყვარულის მიმართ, რითიც ზიანს აყენებს არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც.

საერთოდ, სასწორები იშვიათად არიან ექსცენტრულები.

პასუხისმგებლობა და ღირსება _ მათთვის წმიდათაწმინდაა. ყველაფერს სრულყოფილად აკეთებენ, რათა შემდგომა არ მოუწიოთ რაიმეს გადაკეთება.

არ უყვართ უკიდურესობები, სიბრაზის გამოვლენა. აქვთ კონცენტრირებისა და სიღრმისეულ არსში წვდომის უნდარი.

ეს ნიშანი ყოველთვის ჰარმონიისკენ ისწრაფვის.

მას ყველაფერი ლამაზი, მშვენიერი ხიბლავს. შინაგანად არისტოკრატული სულის პატრონია. ადვილად შედის ნებისმიერ საზოგადოებაში.

სასწორისთვის აუცილებელია ჰარმონიის მიღწევა, წონასწორობის დაცვა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩინების საშუალება.
გაითვალისწინეთ, რომ დახასიათება ეხება კუროს ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ქალი
კაცი
ბავშვი
ორსული სასწორში
ჯანმრთელობა
ბიზნესი
თავის მოვლა
ზოგადი შეთავსება
სასიყვარულო შეთავსება
სექსუალური შეთავსება
ეროგენული ზონები
დიეტა
სწორი კვება
პლანეტები სასწორში
კვანძები სასწორში
ლილიტი სასწორში
სელენა სასწორში

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Tamuna Lashqarashvili

    sascorebi magrebi vart….

  2. Goga Shishniashvili

    kii

  3. Li Zi

    sasworebi dzaan magrebi vartt

  4. QeTii GiorGishvili

    ^_^

  5. Dea Chogovadze

    99% ემთხვევა. ჩემს შემთხვევაში , შეიძლება ითქვას რომ ძალიან, ძალიან ზუსტია !!! wow

  6. Melano Pisadze

    zuuuustiaa <3

  7. Salome Badashvili

    ჩემი ზუსტი დახასიათება :)))

  8. მე არ ვყოფილვარ ტიპიური,ლომი 🙂

  9. Salome Badashvili

    linda gudmanis daxasiateba waikitxe iq ufro zusti iyo 🙂 ai detalurad daemtxva 🙂

  10. Salome Badashvili

    pirvelad axsenes chemi meore pinis mxare 🙂

  11. Mai Mes

    (y) 100%

დატოვეთ კომენტარი