ასტროლოგიური მაღაზია

სასწორი – ანტი-ჰოროსკოპი

სასწორი_ანტი-ჰოროსკოპიესთეტები, უქნარა , ზარმაცები, ამავე დროს ცხოვრების რეალობასთან აბსოლუტურად არაადაპტირებულები არიან. აიდეალებენ სამყაროს და ისეთ ფერებში ხედავენ , როგორიც მოსწონთ, როგორიც აწყობთ, რაც ხშირად რეალობას მოკლებულია. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ადამიანების მიმართ – სწორად შეფასება არ შეუძლიათ , ვინაიდან ძირითად ყურადღებას გარეგნულ მხარეს და მანერებს აქცევენ. სურთ ყველას აამონ და შესაბამისად უარის თქმა უჭირთ. სასწორებისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება – პრობლემატურია . ხშირ შემთხვევაში საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, ამიტომ ყოველთვის მზად არიან სხვისი იდეების ასატაცებლად. მოთხოვნილება აქვთ სამყაროსთან ჰარმონიული დამოკიდებულება ჰქონდეთ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ქვეცნობიერად სხვისი მხრიდან მხარდაჭერას, დასტურს ელიან, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რაც გარშემომყოფთ ესიამოვნებათ და არა იმას, რაც საჭიროა.

სასწორები ცდილობენ მნიშვნელოვანი საკითხების სხვა დროისთვის გადადებას, იმის იმედად, რომ მათ პრობლემებს ვინმე სხვა მოაგვარებს. იმდენად უჭინაურდებათ და უძნელდებათ გადაწყვეტილების მიღება , რომ საბოლოო ჯამში არასწორ არჩევანს აკეთებენ. ეს ნიშანი, ზოგადად, ნებისყოფით არ გამოირჩევა.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს ზედმეტი ქალურობა ახასიათებთ. მანდილოსნები – ქარაფშუტა და ზომიერების გრძნობას მოკლებულნი არიან, მაგალითად კოსმეტიკის გამოყენებაში და შესაბამისად არასასურველ შედეგებს იღებენ.

ძირითადი უარყოფითი თვისებები – არაპრაქტიკული, მეოცნებე, არასტაბილური, გადაუწყვეტელი, მერყევი, მფლანგველი, უნდობი, გაორებული, ჭორიკანა.

მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი