საახალწლო სუფრა
ქეთი ვაწაძე
სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ მაგიდაზე გადააფარეთ წითელი ან მხიარული ფერის რაიმე სუფრა, დააწყეთ ასეთივე ხელსახოცები.
აუცილებლად მოამზადეთ შანდალი წითელი, ოქროსფერი ან ჩვეულებრივი, ეკლესიის სანთლით
იქიდან გამომდინარე, რომ მამალი მარცვლოვან და მცენარეულ საკვებს მიირთმევს, სასურველია საახალწლო სუფრაზე მეტ წილად ვეგეტარიანული საკვები იდოს, მაგალითად სხვა და სხვა სახის სალათები, ნიგვზიანი საჭმელი, აუცილებლად მწვანილი. სასურველია გვქონდეს ნატურალური წვენები.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
მამალს უყვარს მარცვლეული, ამიტომ არ დაიშუროთ მისთვის საკენკის, – ხორბლით სავსე ჯამის დადგმა. ასევე, აუცილებელია წყლის ჯამის დადებაც.
რაც ეხება ფრინველის ხორცს, ძნელად მოიპოვება საქართველოში ოჯახი, სადაც საახალწლოდ საცივი ან შემწვარი ქათამი არ ექნება მომზადებული. ვინაიდან ეს ჩვენი ტრადიციაა ბუნებრივია, ჩვენ უნდა მივსდიოთ ჩვენს ტრადიციებს, თუმცა მაინც, სასურველია თუ ფრინველის ხორცი არ იდება 12 საათზე სადღესასწაულო სუფრაზე…
რაც მეტი მრავალფეროვნება, სიუხვე იქნება სუფრაზე, მით მეტად ხვავიანი წელი გვექნება. თუ ამის საშუალება არ არის, არ დაგავიწყდეთ სუფრაზე თუნდაც მანდარინით სავსე ლარნაკის დადება, რაც ჩინეთში დოვლათის სიმბოლოდ მიიჩნევა. ესეც საკმარისი იქნება. (ჩინეთში არსებობს მანდარინების გაცვლის საინტერესო ტრადიცია: სტუმრებმა უნდა აჩუქონ მასპინძლებს ორი მანდარინი და მათგან ასევე ორი მანდარინი მიიღონ საჩუქრად. ჩინურად სიტყვათა შეთანხმება ,,წყვილი მანდარინი,, ჟღერადობით ჰგავს სიტყვა ,,ოქროს,,, ამიტომ ის ვინც სხვას ჩუქნის ორ მანდარინს, სიმბოლურად უსურვებს სიმდიდრესა და კეთილდღეობას).
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ასევე, ძველი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით თუ ახალი წლის ღამეს მაგიდაზე დავდებთ პატარა წითელ ტომსიკას, სადაც კენტი რაოდენობის ფულის მონეტა იქნება მოთავსებული – მაშინ მომავალი წელი უხვი და დოვლათიანი იქნება. ასევე, საახალწლო სუფრასთან როდესაც ისხდებით, კარგი იქნება თუ რაიმე სახის კუპიურა მაინც გედებათ ჯიბეში.
არ დაგავიწყდეთ ძველი წლის გაცილება. მადლობა გადაუხადეთ მას ყველაფრისთვის, კარგისთვისაც და ცუდისთვისაც რაც ამ წელს მოხდა.
როგორც კი ახალი წელი დაიწყება (ანუ პირველ წუთზე) ..აუცილებლად ჩაუთქვით სანუკვარი სურვილი, და შემდგომ, არათუ ვინმეს მოუყვეთ, საერთოდ დაივიწყეთ კიდეც! (უბრალოდ თავში ნუ ატრიალებთ და გამუდმებით ნუ გაიხსენებთ).
ასევე, წინასწარ მოამზადეთ და ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები, მიზნები, სურვილები ვადების მითითებით და ესეც დადეთ თქვენს საახალწლო სუფრაზე (კარგი იქნება თუ ეს ნუსხა ძალიან ბევრი პუნქტისგან არ იქნება შემდგარი და იქნება კონკრეტული და რეალური). სასურველია ახალი წლის დადგომისთანავე გადაავლოთ თვალი თქვენს ჩამონათვალს რწმენით, რომ ახალ წელში ეს ყველაფერი რეალურად ახდება! (ახალი წლის ღამის შემდეგ ეს ფურცელი საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ და დაივიწყოთ კიდეც შემდეგ წლამდე).
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
გულუხვად გაუმასპინძლდით წლის მთავარ სტუმარს და რაც მთავარია, გქონდეთ უკეთესი მომავლის რწმენა!
გისურვებთ, ახალი წლის განწყობა მთელი წელი თან გდევდეთ! გაბედნიერებდეთ! სტიმულსა და რწმენას გმატებდეთ!
მშვიდობისა და სიხარულის, ხვავისა და ბარაქის, ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თქვენთვის!
სიკეთე გქონოდეთ ! <3 <3 <3
მრავალჟამიერ! <3 <3 <3