როგორ მოვრთოთ სახლი 2017 წლისთვის
ქეთი ვაწაძე
2017 წლის მთავარი სტუმრის, მამლის კეთილგანწყობა რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს, აუცილებელია სწორად შევხვდეთ მას, ასე ვთქვათ მისი გული მოვიგოთ. ხომ ამბობენ, ,,როგორც შეხვდები ახალ წელს, ისევე იქნები მთელი წლის მანძილზეო”
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სტიქია ცეცხლია, ამიტომ სახლში ყველაფერი უნდა ანათებდეს, ბრწყინავდეს, ბზინავდეს – დაანთეთ ბევრი ლამაზ-ლამაზი სურნელოვანი სანთელი (თუმცა გახსოვდეთ, რომ ცეცხლთან უყურადღებობა არ შეიძლება, ასე რომ, უყურადრებოდ ნუ დატოვებთ სანთლებს და საერთოდაც, 2017 წელს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ცეცხლის სტიქიის მიმართ).
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
სასურველია სპეციალური სადღესასწაულო სანათებით ნაძვის ხის განათებაც.
თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, – მორთეთ ის ცოცხალი ნაძვის რამდენიმე პატარა ტოტით, რომელიც დოვლათისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა
შეეცადეთ ბევრი წითელი ელემენტი გამოიყენოთ დეკორში.. მთავარია, მდიდრული, სადღესასწაულო განწყობის შექმნა
კარგი იქნება თუ ნაძვის ხეზე წითელ ლენტში გადახვეულ ფულის კუპიურებსაც ჩამოკიდებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, რამდენიც შეგიძლიათ იმდენი იყოს (დოვლათი დაგვეკვებოს 😉
ასევე, თუ ოჯახის შექმნა გსურთ, დაკიდეთ ნაძვის ხეზე ოქროს ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე წამოიცვით ის მარჯვენა ხელის არათითზე.
ხოლო ვინც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობთ – ჩამოკიდეთ ნაძვის ხის ტოტზე ახალშობილის გამოსახულება, ან ანგელოზის ფიგურა.
ოთახებში გამოაწყვეთ ამ წლის სიმბოლოს, მამლის ფიგურები – იქნება ეს ნაჭრის, შუშის თუ ხის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მას ჰქონდეს მომღიმარი სახე. კარგია, თუ წითელი, ყვითელი ან ალისფერი იქნება.
სასურველია, ფიგურა განათავსოთ, ან ჩამოკიდოთ გამოსაჩენ ადგილას, სადმე, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში და მთელი წლის მანძილზე არ ჩამოხსნათ.
რამდენჯერაც შეხედავთ მას, იმდენჯერ უნდა გაგახსენდეთ, რომ ეს – თქვენი წელია!
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>