როგორ მოვიშოროთ თავიდან პარტნიორი? (ან რა არ გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ)
აღარ გიყვართ თქვენი რჩეული და ვერაფრით აღწევთ მისგან თავს?
გაეცანით მისი ნიშნის ზოგად თავისებურებებს და იმოქმედეთ.
ვერძი
როცა გრძნობთ, რომ ურთიერთობა მთავრდება, სჯობს, ყველაფერი ისე დაასრულოთ, როგორც დაიწყეთ. გაიხსენეთ, როგორ შეხვდით თქვენს ვერძს? იყავით მის გვერდით ყველა შეხვედრაზე, საღამოზე, საქმიან თათბირებზე. იყავით მასთან ერთად იქ, სადაც ბევრი ხალხია და გვერდიდან დააკვირდით – ღამის პეპლები მაშინვე მომხიბვლელი ვერძის გარშემო აღმოჩნდებიან. დიდი შანსია, რომ პირველივე ასეთი კომპანიის შემდეგ თავისუფალი იყოთ. თუ ამ ხრიკმა არ გაჭრა, ლოგინისკენ გაემართეთ… წიგნით ხელში. ვერძი ნამდვილად უფრო საინტერესო ღამეს მოელის, ვიდრე წიგნის კითხვაა. გაუკეთეთ პრაქტიკული საჩუქრები. ვერძის მოთხოვნები უგულებელყავით და თქვენ თავისუფალი ხართ… და მარტოხელა.
კურო
რაც უფრო დიდხანს გრძელდება თქვენი ურთიერთობა კუროსთან, მით ძნელია
მასთან კავშირის გაწყვეტა. თუ მიხვდით, რომ არ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ კუროს სექსუალური მოთხოვნები, ესე იგი, მას მარტივად დაშორდებით. რაც შეეხება ქალ-კუროებს, თუ ის დაუკმაყოფილებელია, ამას ვერ შეეგუება. თუ თქვენ მამაკაც-კუროს ხშირად აგრძნობინებთ, რომ ხმაურიან საღამოებს გირჩევნიათ სახლში წყნარად იჯდეთ და სექსის ნაცვლად მოცარტს უსმინოთ, ის მალე სხვას მონახავს. მაგრამ თუ კურომ აღგიქვათ არა მარტო პარტნიორად, არამედ, კარგ მეგობრადაც, მისი მოშორება გაგიჭირდებათ. გახდით მოუწესრიგებელი, მოუმზადეთ უგემური, ცივი ბუტერბროდები, იარეთ დახეული და გაცვეთილი ტანსაცმლით, მიეცით უხეში, უტაქტო შენიშვნები, არ გაუწიოთ ანგარიში მის სურვილებს, კამათის დროს გამოიყენეთ ყველაზე საშინელი გამოთქმები, ეფლირტავეთ მისი თანდასწრებით სხვას, ხშირად დაპატიჟეთ სახლში ნათესავები… ამ ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ, გვერწმუნეთ, ამ შემთხვევაშიც შორი გზა უფრო სანდოა. ბოლოს და ბოლოს, კურო წავა და სხვის მინდორში დაიწყებს ძოვას.
ტყუპი
როგორ გავწყვიტოთ კავშირი? მარტივად. შედეგს შეიძლება მიაღწიოთ, თუ იქნებით მოსაწყენი, არაკონტაქტური, გამუდმებით მოყვებით მოსაბეზრებელ ისტორიებს დეტალებში. განიხილეთ საკამათო თემები: ტყუპს არ უყვარს დავა. არ მისცეთ ერთი სიტყვის ჩაგდების საშუალებაც. მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ, მოსაბეზრებელ დეტალებში. ტყუპებს აღიზიანებს
გაუთავებელი საუბრები სხვის გაჭირვებაზე. იყავით მოუთმენელი და
გამოაჩინეთ თქვენი ტემპერამენტი მაქსიმალურად. ისინი ამას ვერ იტანენ.
ყოველთვის ერთი და იგივე ადგილებს ეწვიეთ, შეხვდით ერთი და იგივე
ადამიანებს, იმეორეთ ერთი და იგივე ხუმრობები – ერთი სიტყვით, რაც შეიძლება
მეტი ერთფეროვნება! ტყუპი – უკიდურესად ოპტიმისტია. უკიჟინეთ, რომ რაც უნდა ცუდად იყოს ახლა საქმე, მომავალში კიდევ უფრო ცუდად იქნება. შეუზღუდეთ თავისუფლება. აიძულეთ, დაგეხმაროთ საშინაო საქმეებში. მოიპატიჟეთ ყველაზე მოსაწყენი მეგობრები სტუმრად და როცა ბოლო სტუმარიც წავა და დაგემშვიდობებათ, მას ტყუპიც სამუდამოდ გაჰყვება!
კირჩხიბი
კირჩხიბისგან თავის დაღწევა რთულია. ის პარტნიორს ეწებება, როგორც საღეჭი რეზინი
ფეხსაცმლის ძირს. უხეში, უგულო დამოკიდებულება ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალს აიძულებს, უარი თქვას თქვენზე, მაგრამ თუ შეეცდებით აშკარად მის მოშორებას, ის ჯინაზე ჩაგეჭიდებათ და არსადაც აღარ წავა. უკეთესია, ყველაფერი ეს ნაკლებად შესამჩნევად გააკეთოთ. ქალი–კირჩხიბი თქვენგან სითბოსა და ალერსს ელის. თავი შეიკავეთ ამისგან. საშუალება არ მისცეთ, მონაწილეობა მიიღოს თქვენს ცხოვრებაში, პირიქით, მისი საქმე მხოლოდ თქვენთვის სამსახურია. თუ ეს მას გააღიზიანებს და ასეც იქნება, ნუ დააწყნარებთ მას. თქვენი ცუდი ხასიათი მის გრძნობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. მამაკაც–კირჩხიბთან ძლიერი და ლიდერი იყავით. მოუმზადეთ უგემური საჭმელები, თან იბუზღუნეთ, რომ კულინარია თქვენი საქმე არ არის. გააკრიტიკეთ მისი სექსუალური ტექნიკა. კირჩხიბს ქვეცნობიერად აქვს იმის კომპლექსი, რომ ამ საქმეში ძლიერი არ არის. მას სიყვარული სჭირდება – წაართვით მას ეს. კირჩხიბს ემოციურად გვერდში დგომა უნდა – იყავით მიუწვდომელი ან სულ დაკავებული მისთვის. მას მოსწონს რჩევების მიცემა –
არ მოუსმინოთ. იზიდავს რესპექტაბელური, დახვეწილი ადგილები – ეწვიეთ მდარე რესტორნებს და ამასთან – სულ აკრიტიკეთ. კირჩხიბები არაადეკვატურობის გრძნობით იტანჯებიან, კრიტიკა კი ამ სუსტ ადგილზე წიხლს დააჭერს. და ბოლოს, ყველაზე მთავარი – აკრიტიკეთ მისი ოჯახის წევრები და არ დაგავიწყდეთ დედამთილებზე (სიდედრებზე) ანეგდოტების მოყოლა.
ლომი
როგორ გავწყვიტოთ ლომთან კავშირი? უპრობლემოდ. ისაუბრეთ მხოლოდ საკუთარ
თავზე; როცა ის დაიწყებს საკუთარ სირთულეებზე ლაპარაკს ან აზრის გამოთქმას, ამთქნარეთ და მიიღეთ ისეთი სახე, რომ არც უსმენთ. დაივიწყეთ მისთვის დაბადების დღის მილოცვა, თქვენი პირველი შეხვედრის აღსანიშნავი წლისთავი და ასე შემდეგ. ან გაუგზავნეთ ამ შინაარსის მისალოცი: “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!” ნუ დაიხარჯებით იმის სათქმელად, რომ ის არაჩვეულებრივია. გააკრიტიკეთ მისი სამოსი, მეგობრები, სახლის დიზაინი. გამუდმებით აგრძნობინეთ, რომ თქვენი კარიერა, თქვენი ცხოვრების წესი და თქვენი სექსუალური მოთხოვნები პირველ ადგილზეა. ჩაიცვით მოუწესრიგებლად, სახლს ნუ დაალაგებთ. თუ კინოში გადაწყვეტთ წასვლას, შეარჩიეთ მდარე პორნოგრაფიული ფილმი. ხმამაღლა გაუკეთეთ კომენტარი სასიყვარულო სცენებს და მიანიშნეთ, რომ ლომს ბევრი აქვს კიდევ სასწავლი. აგრძნობინეთ, რომ მას არაფერი გაეგება სექსში. პროვოცირება გაუკეთეთ მის ეჭვიანობას. ყოველივე ამის შემდეგ ლომი მიგატოვებთ და გაეშურება მეფის (ან დედოფლის) როლის შესასრულებლად რომელიმე სხვა სამეფოში.
ქალწული
ქალწულს არ უყვარს ურთიერთობის დასრულება, თუმცა მასაც აქვს მოთმინების ფიალა. თუ თქვენ ამ რომანის დასრულება გსურთ, გამოიყენეთ გარანტირებული და მარტივი მეთოდები. ილაპარაკეთ ვულგარულად, უცენზურო სიტყვებით. იშვიათად დაიბანეთ, მოუწესრიგებლად ჩაიცვით. ჩაყარეთ სიგარეტის ნამწვავები ყავის ჭიქაში. არასოდეს მიხვიდეთ პაემანზე დროულად. ქალწული დაპატიჟეთ სტრიპტიზზე ან პორნოფილმის საყურებლად. ნუ იქნებით გამგებიანი. გაბრაზდით ყველა მის მიერ მოცემულ შენიშვნაზე. გამოაააშკარავეთ თქვენი ურთიერთობის დეტალები. გააპროტესტეთ ქალწულის ყოველი გადაწყვეტილება ან მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ისე, რომ არ ჰკითხოთ მას. მოყევით უხამსი ანეკდოტები და ისტორიები. ითამაშეთ ფულზე. კარის მიჯახუნება გაიგეთ? ეს ქალწულმა მიიხურა კარი საბოლოოდ!
სასწორი
ამ კავშირის გაწყვეტა იოლია, სასწორის წყობილებიდან გამოსაყვანად უამრავი მეთოდი არსებობს. ყურადღება არ მიაქციოთ თქვენს წონასა და ზოგადად, გარეგნობას. შეხვედრის ადგილად შეარჩიეთ ხმაურიანი ადგილები, ილაპარაკეთ უაზრო, არაფრისმთქმელ თემებზე, ჩაერთეთ კამათში. ეუხეშეთ. იწუწუნეთ, რომ ის უაზროდ ფლანგავს ფულს. დაჟინებით მოითხოვეთ, რომ გააკონტროლოთ მისი შემოსავალი. შეუმოწმეთ პირადი ფოსტა და ტელეფონი: სასწორებისთვის მსგავსი ჩარევა პირად ცხოვრებაში – უპატიებელი შეურაცხყოფაა. არ უთხრათ არანაირი კომპლიმენტი. მოუმზადეთ საჭმელი ნახევარფაბრიკატებისგან. იშვიათად გამოუცვალეთ თეთრეული. სექსის დროს დააჩქარეთ პროცესი. იყავით ზე-კრიტიკული. მიეცით შენიშვნა, როცა ის სადილს ამზადებს: სასწორები განსაკუთრებით ამაყობენ თავიანთი კულინარიული შესაძლებლობებით. და თუ დაშორების პროცესი მაინც გაიწელა, მაშინ აი, ყველაზე უტყუარი რეცეპტი: მორიგი ჩხუბის დროს გამოიყენეთ (მსუბუქი!) ფიზიკური მოძრაობა.
მორიელი
მორიელთან დაშორება გადაწყვიტეთ? ეს შესაძლოა სახიფათო იყოს. მას მძიმე ხასიათი აქვს და აშკარა კონფრონტაცია შესაძლოა, კატასტროფით დასრულდეს. უმჯობესია, შემოვლითი გზებით ისარგებლოთ. შეწყვიტეთ მორიელთან ემოციების გამოხატვა, რომელიც მას ძალიანი სჭირდება. ნუ დაიღლით თავს მისი მოფერებით, კოცნით და სიყვარულის მტკიცებით. საკუთარი ინტერესები მისაზე მაღლა დააყენეთ. იწუწუნეთ, რომ ნაკლებ ყურადღებას იჩენს თქვენს მიმართ. გაიბუტეთ. საუბრისას არავის მისცეთ სიტყვის ჩაგდების საშუალება,
ილაპარაკეთ მხოლოდ თქვენ, თუნდაც წარმოდგენაც არ გქონდეთ იმ თემის ირგვლივ. ლოგინში არ მისცეთ საშუალება გააკეთოს ის, რაც მას უნდა. არასოდეს შეაქოთ. თუ მამაკაც-მორიელთან დაშორება გადაწყვიტეთ, მაშინ ხელი აიღეთ სახლის საქმეებზე. მოაწყეთ ხმაურიანი საღამოები. თუ მამაკაცი ხართ, რომელსაც უნდა, რომ მორიელ-ქალს დაშორდეს, ყველგან დაყარეთ სიგარეტის ფერფლი, ტანსაცმელი, წინდები, დატოვეთ ჭუჭყიანი ხელის ანაბეჭდები შპალერზე. მორიელისთვის არეული სახლი კატასტროფის ტოლფასია. ასევე, უარი უთხარით სექსზე, თავი მოაჩვენეთ სუსტ, უძლურ ადამიანად. მორიელი თქვენს გვერდით ყოველივ ამის შემდეგ აღარ გაჩერდება. მაგრამ გახსოვდეთ: არასოდეს იჩხუბოთ მასთან! თორემ ბოლო რანდევუდან მოგიწევთ გაიქცეთ “სასწრაფო დახმარების” მანქანით!
მშვილდოსანი
მშვილდოსანთან დაშორებისას დიდი მონდომება არ დაგჭირდებათ. ეს ერთადერთი კავშირია, რომელსაც თქვენ ყველაზე უხმაუროდ გაწყვეტთ. თუ დასასრულის დაჩქარება გინდათ – შეგიძლიათ მშვილდოსანთან იყოთ მბრძანებელი, გაუკონტროლოთ მას სამოსი, საქციელი, სიტყვა–პასუხი. მშვილდოსანი ოპტიმისტია, რომელიც თვლის, რომ ყოველ ნაბიჯზე წარმატება ელის. გაუცრუეთ მას ეს იმედი. თუ ქალი-მშვილდოსნისგან გინდათ თავის დაღწევა, იყავით მოღუშული, მუდო, იჯექით სულ სახლში. მოითხოვეთ, რომ შეიცვალოს გარეგნობა ან სამსახური. უარი უთხარით 2 კილომეტრის გავლაზე “მხოლოდ იმიტომ, რომ უყუროთ ფილმს”. ეფლირტავეთ სხვა ქალებს. მოაწყეთ ხმაურიანი საღამო და დაპატიჟეთ თქვენი ნათესავები. თუ მამაკაცი-მშვილდოსნის მოშორება განიზრახეთ, იწუწუნეთ ყველაფერზე – მისი ძაღლის ბეწვიდან დაწყებული, მისი მშობლებით დამთავრებული. უთხარით, რომ მისი ახალი იდეეები, პროექტები ან “გიჟური” გეგმები არაპრაქტიკულია. ღამით ფანჯრები ჩარაზეთ, არ აღირსოთ სუფთა ჰაერი. შეზღუდეთ თქვენი სექსუალური შესაძლებლობები. და ერთ დილითაც თქვენ გაიღვიძებთ და ბალიშზე წერილი დაგხვდებათ, რომელიც შეგატყობინებთ, რომ თქვენ, ისევე, როგორც ის, თავისუფალი ხართ.
თხის რქა
როცა თხის რქა ჩათვლის, რომ საკმარისია, ის წავა. ყოველგვარი ხმამაღალი სიტყვის, ფიზიკური ძალისხმევის გარეშე თხის რქა, უბრალოდ, წავა. ამ წერტილამდე მისი მიყვანა ძნელი არ არის. იხუმრეთ მის უძლურებაზე, იმაზე, რომ არ შეუძლია იყოს გამორჩეული. შეადარეთ ის წხვებს, წარმატებულ ადამიანებს. უთხარით, რომ მისი სული დაბინძურებულ ნიჟარას ჰგავს. ჰკითხეთ მამაკაც–თხის რქას, შთამომავლობით ხომ არ ერგო მას, იყოს ასეთი მოსაწყენი. თხის რქა ვერ იტანს, როცა მას დასცინიან. განუწყვეტლივ აკრიტიკეთ. მისთვის
აუტანელია ყოველგვარი კრიტიკა. ქალი-თხის რქა განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას გრძნობს ნათესავების მიმართ. შეურაცხყოფა მიაყენეთ მის დედას, საცინლად აიგდეთ მამამისი, გაკიცხეთ მისი უმცროსი ძმა. ხარჯეთ ფული უმისამართოდ. გაითამაშეთ ეჭვიანობის სცენები. თხის რქას აღაშფოთებს მესაკუთრისა და ცილისწამების ნებისმიერი გამოვლინება. უარი თქვით ყოველგვარ განრიგსა და წინასწარ დასახულ გეგმებზე. მიირთვით მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ გშიათ; დაიძინეთ, როცა დაღლილი ხართ და დაკავდით სექსით მხოლოდ მაშინ, როცა ეს თქვენ გინდათ. თხის რქა საუკეთესო და ხმაურიან ელიტურ წვეულებაზეც კი უბედურია. იმღერეთ რაც შეიძლება ხშირად, თუნდაც ამისთვის არც სმენა გაგაჩნდეთ და არც სინდისი, ხშირად გამოართვით ფული, შეპირდით, მაგრამ და არ დაუბრუნოთ: აი ნახავთ, თქვენი თხის რქა უკანმოუხედავად გაიქცევა – მას თქვენ ვეღარასდროს ნახავთ.
მერწყული
გინდათ დაასრულოთ? არ ინერვიულოთ. იქნებ მერწყულმა ეს პირველმა გააკეთოს. მას ინტუიციამ უკარნახა თქვენი გადაწყვეტილება იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე თქვენ საკუთარ თავში საბოლოოდ ჩამოყალიბდით. იმ დროს, როცა თქვენ ჯერ კიდევ ორკესტრის მუსიკას უსმენდით, მან უკვე იცოდა, რომ მეჯლისი დამთავრებულია. თუმცა, თუ თქვენი მერწყული სულ სხვა შემთხვევაა, აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გააგებინოთ მას, რომ ზღაპარი დასრულდა: გახდით მეოჯახე. დარჩით სახლში იმისათვის, რომ უყუროთ
ტელევიზორს, იმის მაგივრად, რომ შეხვდეთ მეგობრებს და გაერთოთ. გახდით ძუნწი. იწუწუნეთ და არ მიიღოთ რჩევა. არ გათქვათ საიდუმლოებები: მერწყული ვერ იტანს, როცა რაიმეს მალავენ. დასცინეთ ყველას, ვინც თვლის, რომ ადამიანები ეგოისტები არ არიან. მასხრად აიგდეთ მერწყულის საქველმოქმედო საქმიანობა. მერწყულის ნებისმიერი შეცდომა უპატიებლად მიიჩნიეთ. იყავით ძველმოდური და კონსერვატორი. მოითხოვეთ, რომ მისთვის სამოსი თქვენ უნდა შეარჩიოთ. შეეცადეთ, ჩამოაშოროთ ძველი მეგობრები, აუკრძალეთ მეგობრებთან ურთიერთობა და მალე ნანატრ თავისუფლებას მიიღებთ. თქვენი მერწყული გაქრება და მისგან არც ბროლის ქოში დარჩება ზღაპრიდან და არც ძველებური ყალიონი გარდასულ, ბედნიერ დროთა მოსაგონრად.
თევზები
თუ დრო მოვიდა, რომ შეწყვიტოთ ურთიერთობა, იცოდეთ, რომ პრობლემების გარეშე ეს ვერ მოხდება: თევზები ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ნატურები არიან. მაგრამ თუ მთელ ვაჟკაცობასა და ძალისხმევას მოიშველიებთ, მაშინ საქმეს დასასრულისკენ უმტკივნეულოდ მიიყვანთ. აი, რამდენიმე რჩევა: საზოგადოებაში ყოფნისას დატოვეთ უყურადღებოდ, შეაწყვეტინეთ საუბარი ან დასცინეთ მას სხვისი თანდასწრებით. მოეშვით მის ქება-დიდებას და განუწყვეტლივ უმეორეთ, რომ მას სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა იმისათვის, რომ დაიხვეწოს. მაგალითად, უთხარით, რომ შიცვალოს თმის ფერი. დაუწუნეთ ყველა საჩუქარი. იყავით ძუნწი. მოუწესრიგებლად ჩაიცვით და ყველაფერზე იჩხუბეთ. არ აპატიოთ არცერთი შეცდომა. უარყავით მისი მოძველებული ფასეულობები. აბუჩად აიგდეთ მისი განცდები. უჩიჩინეთ, რომ უსუსურია. მალე თქვენ ხელში მოღუშული, საკუთარ თავში ჩაკეტილი თევზი შეგრჩებათ და მას აღარაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ სხვაგან მოიოხოს გული.
მაგრამ, თუ თვლით, რომ თქვენი ურთიერთობა ჯერ არ ამოწურულა – გაითვალისწინეთ და საპირისპიროდ გააკეთეთ ყველაფერი! ნუ დაუშვებთ ზემოთმოყვანილ შეცდომებს!
მოიძია თამთა გელაშვილმა
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
mtlad masec ar aris 😀 (kirchxibi)
ai uxashobas ver vitan ragac katastrofulad 😀 😀 da kidev chems telefonshi roca iqeqebian da socze fostebs mimowmeben an parols mtxoven 😀 😀 😀 😀 ise samzareulozec martliaa rac weria 😀 😀 ( saswori )