როგორ ვიცნოთ ჩვენი სულის ტყუპის ცალი
მაშინ, როდესაც საკუთარ ტყუპისცალ სულს ხვდები, თითქოს მიწა ირყევა ფეხქვეშ.
მომწონს იმაზე ფიქრი, თუ როგორ ხვდებიან ტყუპისცალი სულები, რომლებიც სარკესავით ირეკლავენ ერთმანეთს. ეს მომენტი ერთგვარ მიწისძვრას ჰგავს: მაშინვე გრძნობ შენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი შემოდის და იწყება ისეთი ინტენსივობის ცვლილებები, რომ ცხადად ჯერ ვერაფერს აცნობიერებ. მიუხედავად ამისა, გრძნობ ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება, წარმოუდგენლად სუნთქვისშემკვრელი.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ეს ყველაფერი ვიცი, რადგან მქონდა ბედნიერება, რამდენიმე წლის წინ შევხვედროდი საკუთარ ტყუპისცალ სულს და განმეცადა ცეცხლოვანი, ინტენსიური, ტრანსფორმაციული პროცესი ჩემში.
უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ შეხვედრის გამო და სიხარულით უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი წყალობა ყველასთვისაა. თუმცა მსგავს საჩუქარს ღიად და გაცნობიერებულად ბევრი არ იღებს. ზოგჯერ ცხოვრების და ცნობიერების ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ვერ აღვიქვამთ შევხვდით თუ არა ტყუპისცალ სულს სტრესის, გადაჭარბებულად მძიმე სამუშაო რეჟიმის, ცხოვრების ცუდი წესის ან ნეგატიური აზროვნებისადმი მიდრეკილების გამო, რომელსაც დაბალ თვითშეფასებამდე მივყავართ.
მოდით, განვსაზღვროთ ის ნიშან-თვისებები, რომელიც მიგვახვედრებს, რომ ჩვენ უკვე შევხვდით საკუთარ ტყუპისცალს ან შესაძლოა შევხვდეთ. ჩვენს ცხოვრებაში ტყუპისცალი სულის გამოჩენა ყოველთვის მისტერიაა, იდუმალი და იშვიათად არის შესაძლებელი მისი პროგნოზირება.
ვინ არის შენი ტყუპისცალი სული?
ტყუპისცალი სული როგორც სარკე ირეკლავს ჩვენს სიღრმისეულ საჭიროებებს, სურვილებს, ოცნებებს, მოთხოვნილებებს და ჩვენის სულის ჩრდილოვან ნაწილებსაც. ამას მოგვიანებით შევეხებით.
იქამდე უნდა აღვნიშნო, რომ ტყუპისცალ სულთან შეხვედრა ყოველთვის რომანტიული ხასიათის არ არის და როგორც გავრცელებულია ხოლმე, არც გადაჭრით ჰეტეროსექსუალური კავშირია. ზოგადად, ჩვენი ტყუპისცალი სული დიდი ალბათობით რომანტიული პარტნიორია, შესაძლოა როგორც განსხვავებული, ისე ერთი სქესის და ზოგჯერ შეიძლება იყოს პლატონური ხასიათის მეგობრობა ან ოჯახის წევრი/დედა/მამა/და/ძმა/შვილი, რომელსაც ჩვენი სული დიდი ხანია იცნობს.
მოუხედავად ამისა, ტყუპისცალი სული ძირითადად, უმეტეს შემთხვევაში, რომანტიული ხასიათისაა თავისი ბუნებით და თავისთავად გულისხმობს იმ ადამიანს, რომელთანაც გვაქვს ყველა დონეზე ვნებიანი, სულიერ-ემოციონალურად და ფიზიკურად ძლიერი, ინტენსიური კავშირი.
მიჩნეულია, რომ ტყუპისცალი სულები მუდამ ერთად რჩებიან ცხოვრების ბოლომდე. ზოგიერთ შემთხვევაში ასე არ ხდება. ღრმა კავშირი არ არის იმის გარანტია, რომ სამუდამოდ იქნები ტყუპისცალ სულთან, ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ განვითარების რა დონეზე იმყოფება ჩვენი და ჩვენი ტყუპისცალის ცნობიერება და რამდენად არის ამის მზაობა, რომ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და მუდამ ერთად იყვნენ.
თუ ორივეს გაცნობიერებული აქვთ სიყვარული და ამ საოცრად მისტიური კავშირის მნიშვნელოვნობა, როგორც წესი, ცხოვრების ბოლომდე ერთად არიან. სულიერად, ფსიქიკურად, მენტალურად განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადადიან. სპირიტუალისტები ფიქრობენ, რომ ტყუპისცალი სული არ შეიძლება იყოს ბევრი, ის არის ერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ ცხოვრების მანძილზე.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ზოგადად ტყუპისცალი სულის კონცეფცია მომდინარეობს პლატონის დიალოგიდან „ნადიმი“, სადაც ის საუბრობს სიყვარულის არსის შესახებ. მითის თანახმად, ადამიანი იყო სრულყოფილი არსება, ანდროგინი, რომელიც აერთიანებდა ორ სულს და სხეულს, ეს შეიძლება ყოფილიყო ერთი სქესის ან/და საწინააღმდეგო სქესის. ანდროგინი ადამიანი იმდენად სრულყოფილი და ძლიერი იყო უტოლდებოდა ღმერთებს. რის გამოც ზევსი გაბრაზდა და გახლიჩა ნახევრებად. ამის შემდეგ ეს ნახევრები ისწრაფვიან ერთამანეთისკენ, რომ შეერწყან ერთმანეთს და გამთლიანდნენ.
სულის ტყუპისცალთან შეხვედრის დღესასწაულის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანია მეტისმეტად არ გავაიდეალოთ ადამიანი იმისთვის რომ იმედგაცრუებამდე არ მივიდეთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ვიტანჯებით დაბალი თვითშეფასებით და არ გვიყვარს საკუთარი თავი, ბუნებრივია, ტყუპისცალი სულის იდეალიზება მარტივად ხდება. ამიტომ გვმართებს სიფრთხილე, რომ არ შევქმნთ კერპი რომანტიული ტყუპისცალი პარტნიორისგან. შენი ტყუპისცალი სული სულაც არ არის სრულყოფილი ადამიანი და როგორც შენ ხარ არაიდეალური, ისეა ისიც. თქვენ ირეკლავთ ერთმანეთის როგორც ნათელ, ისე ჩრდილოვან მხარეებსაც.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
20 ნიშან-თვისება, რომელიც ტყუპისცალ სულების შეხვედრას ახასიათებს
ჩვენ ყოველთვის არ ვართ გახსნილები ტყუპისცალი სულის მისაღებად. შეიძლება გულგატეხილები ვიყოთ რაღაცის ან ვიღაცის გამო, სტრესის ქვეშ, დაღლილები, გაქანცულები და ვერც კი შევამჩნიოთ როგორ მოვიდა ტყუპისცალი სული ან მოვიდა თუ არა. შეიძლება ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენს ტყუპისცალს ან ვერ შევამჩნიეთ ის ან სულაც მივიღეთ თავისთავად უბრალო მოცემულობად და ვერც დავაფასეთ.
ცნობიერების და ფსიქოლოგიური სიმწიფის რა დონეზეც არ უნდა იყოთ, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია აცნობიერებდეთ ვის და როგორ ადამიანებს ხვდებით ცხოვრების მანძილზე. ის ნიშან-თვისებები, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ დიდი ალბათობით დაგეხმარებათ გახსნათ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებობები ტყუპისცალი სულის დასანახად, საპოვნელად ან სრულფასოვნად აღსაქმელად, რაც ხელს შეუწყობს კავშირის უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას:
- როცა ხვდები საკუთარ ტყუპისცალ სულს გრძნობ უცნაურ, აუხსნელ ემოციას და ხედავ, ცნობ მას – ეს შეიძლება იყოს déjà vu -ს განცდა ან იმის შეგრძნება, რომ ამ ადამიანს დიდი ხანია იცნობ ან/და ეძებდი ზუსტად ასეთს. შინაგანად მოდის ისეთი ემოცია, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები;
- გაქვს იმის განცდა, რომ ეს ადამიანი უდიდეს როლს შეასრულებს შენს განვითარებაში ან ახალ საფეხურზე გადასვლაში, ისე, რომ წინასწარ არ იცი ეს როდის და რა გზით, როგორ მოხდება;
- თქვენ შორის იქმნება მოულოდნელი ინტენსიური კავშირი, რომელიც სიცოცხლის ხალის გმატებს და ამავე დროს შოკში გაგდებს;
- ამ ადამიანთან გრძნობ მშობლიურობას, როგორც იქნა იპოვე „სახლი“ და უსაფრთხო ადგილი მასთან ერთად;
- შეგიძლია მასთან ერთად იყო ის ვინც ხარ, ნამდვილი მე, ყველა თვისებასთან ერთად, იმ შიშის გარეშე, რომ ვერ მიგიღებს, განგსჯის ან გაგკიცხავს;
- ორივე თქვენგანი ასახიერებს ინ და იან ენერგიას. აბალანსებთ ერთმანეთს, შენი ჩრდილოვანი მხარე დაბალანსებულია მისი ნათელი მხარით და პირიქით;
- მასთან ერთად გრძნობ ექსპანსიურობას, თითქოს უფრო დიდი და მასშტაბური ხარ ვიდრე შენი შემოსაზღვრული იდენტობა;
- ერთმანეთს უკეთეს ადამიანებად გარდაქმნით;
- როდესაც ერთად ხართ, ერთმანეთს არ სცილდებით, მაგრამ, ამავე დროს, არ იბოჭებით, ხართ მიჯაჭვული მასზე, მაგრამ ამასთან თავისუფალი, მაშინ როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლიათ. არ ზღუდავთ ერთმანეთს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენი თავისუფლება არ იზღუდება მისი არსებობით და მასთან ურთიერთობაში ხართ არა შებოჭილი, შეკრული ხელფეხით, არამედ გახსნილები და ლაღები;
- ერთმანეთის ენერგოველზე ხართ მომართულები. ეს ნიშნავს, რომ მძაფრად გრძნობთ ერთმანეთის განწყობებს, როცა ხართ ბედნიერები, მოწყენილები და ა.შ. ორივე ძალიან ემპათიურები ხართ ერთმანეთის მიმართ, ეს არ ხდება შეთანხმებით, ეს ხდება თავისთავად;
- გაქვს იმის განცდა, რომ ამ და ასეთ ადამიანს ელოდი მთელი ცხოვრება;
- ორივე შიგნიდან ხედავთ ერთმანეთის სულს, ღირებულებებს და ცხოვრებისეულ მისწრაფებებს, ზედაპირული მოცემულობების მიღმა;
- შენი ტყუპისცალი სული არის შენი სარკე. მაგალითად, თუ შენ ხარ ზედმეტად მოუსვენარი ადამიანი, შენი ტყუპისცალი უფრო მშვიდი და წყნარია. თუ შენი ტყუპისცალი სული ძალიან მგრძნობიარეა და ემოციურად აღიქვამს ყველაფერს, შენ უფრო რაციონალური ხარ. თუ შენ ნაკლებად გამომხატველი ხარ ემოციური კუთხით, შენი ტყუპისცალი სული უფრო აქტიური და გამომხატველია. თუ შენ არ გაქვს მიდრეკილება ხელოვნებისადმი, შენი ტყუპისცალი სული უფრო კრეატიულია ან/და აქვს ბევრი ჰობი. თუ შენ ნაკლებად ინტუიტიური ხართ, უფრო ლოგიკური და ეყრდნობით ფაქტებს, შენი ტყუპისცალი ინტუიტიური პერსონაა და შეგრძნებებით იღებს ინფორმაციას. ტყუპისცალი სული დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და ის შეგვაცნობინებს ცხოვრების, ჩვენი სულის იმ მხარეებს, რომლის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით;
- არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ აარიდე თავი შენს ტყუპისცალთ სულთან ღრმა ემოციური კავშირის დამყარებას, მაინც მაგნიტური მიზიდულობით ისწრაფვით ერთმანეთისკენ, რასაც თავად ვერ აცნობიერებთ და აუცილებლად გადაიკვეთებით, ოღონდ ამას ნუ აურევთ დაძაბულ, რთულ ურთიერთობებში, რომელიც სავსეა შინაგანი დაძაბულობით, კონფლიქტებით ან/და სხვადასხვა სახის გაუგებრობებით, რაც ხელს უშლის წინსვლას და განვითარებას. ტყუპისცალ სულთან შეხვედრა გამორიცხავს რაიმე სახის ძალდატანებას, ძალადობას, ურთიერთკონფლიქტს, ტყუილებს, ღალატს, მძიმე კარმულ ურთიერთობას; ტყუპისცალ სულთან ურთიერთობაში ნებისმიერი სახის გაუგებრობა ადვილად მოგვარებადია, რადგან ისინი კარგად „ხედავენ“ ერთმანეთის სულს;
- შეიძლება რომელიმე თქვენგანი უფრო მეტად განვითარებულია სულიერად და კარმულად წინ იდგეს, მაგრამ ეს გამორიცხავს არათანსწორ ურთიერთობას;
- ტყუპისცალთან სწავლობ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილებს, მადლიერებას, მიტევებას, ემპათიას და გონება გახსნილობას;
- თქვენი ურთიერთობა მრავალსახოვანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტყუპისცალი სული თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი, მესაიდუმლე, შენი ვნებიანი საყვარელი, მასწავლებელი, მზრუნველი და, ამავე დროს, შთაგონების წყაროა;
- ტყუპისცალი სული არ ცდილობს უხეშად შეგცვალოთ, ის გიღებთ ისეთს როგორიც ხართ. უბრალოდ, ერთმანეთს მხარს უჭერთ, გულშემაგტკივრობთ, ზრუნავთ, ეხმარებით წინსვლაში და განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით;
- ერთმანეთის მიმართ ხართ ნდობით აღჭურვილი;
- ორივე ერთად სახავთ და ისწრაფვით უფრო მაღალი მიზნებისკენ, ეს იქნება, სპირიტუალური, სოციალური თუ სხვა ხასიათის.
ჩვენი ტყუპისცალი სული შეიძლება იყოს ჩვენი საყვარელი ადამიანი, და, ძმა, მეგობარი, ბიძაშვილი, დედა, მამა. ზოგიერთის ცხოვრებაში ტყუპისცალი სული მოდის აღმასვლის პერიოდში, ზოგის ცხოვრებაში რთულ პერიოდში. ზოგიერთის ცხოვრებაში ტყუპისცალი სული არ მოდის რეალურ ცხოვრებაში ან არ დაბადებულა, მაგრამ სინამდვილეში ისინი მუდამ არიან ჩვენს სულში და გულის სიღრმეში ყოველთვის ველით მას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ტყუპისცალი სული კი არ გვავსებს როგორც ნახევრად ცარიელს ან ნახევრად სავსეს, , არამედ განგაცდევინებს მთლიანობას კიდევ უფრო სიღრმისეულ, სულიერ დონეზე იმისთვის რომ დაგვეხმაროს სულიერ, მენტალურ და ფსიქიკურ ევოლუციაში.
ავტორი: ალეთეია
თარგმანი: Ave Solaris
სამი სამაჯური ორის ფასად
პირადი რუკით დამზადებული შედგენილი მინერალების სამაჯური საჭირო, სასარგებლო, ორიგინალური, პრაქტიკული და გამორჩეულად დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარია.
თითეული სამაჯური მომავალი მფლობელის დაბადების ადგილის, თარიღის, დროისა და მის რუკაში აქცენტირებული გამარჯვების, სიყვარულის, მფარველი პლანეტებისა და აღმავალი ცხოვრებისეული მისიის გათვალისწინებით მზადდება.
შესაკვეთად მოგვწერეთ ფეისბუქის ინბოქსში >> მოგვწერეთ <3
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>