როგორ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე 2017 წელს
ქეთი ვაწაძე
2017 წელს ბევრი შრომა მოგვიწევს, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ ამ წელს ორჯერ მაინც შეძლოთ გარემოს შეცვლა, მოგზაურობა, დასვენება, ან რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე, ბუნებაში, ვინაიდან მოვლენებით და საქმეებით დატვირთული წელი იქნება და დიდი სასიცოცხლო ენერგია გვჭირდება.
ბევრ ადამიანთან შესაძლოა თავი იჩინოს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და თეძოს ზონის პრობლემებმა. მეტი ყურადღება სჭირდება ელენთას, კუჭქვეშა ჯირკვალს.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
წლის მანძილზე შეზღუდეთ ბევრი ცხიმეულის და ხორცის პროდუქტის მიღება, ივარჯიშეთ, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემას. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად და ნაკლებად მარტოობაში.
იყავით აქტიური, მაგრამ არა აგრესიული (აგრესია მიტ უფრო ანგრევს ღვიძლს, რომელიც ამ წელს ისედაც სუსტ ადგილად ითვლება). ზედმეტად ნუ გადაიღლებით, ეს ცუდად აისახება ნერვულ სისტემაზე. გამოიჩინეთ დისციპლინა, ისწავლეთ დროის სწორი განაწილება და მოდუნება, ხშირად ისეირნეთ ჰაერზე, ბუნებაში.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>