როგორ და სად შევხვდეთ მამლის წელს?
ქეთი ვაწაძე
მამალს უყვარს ახლობლების და მეგობრების გარემოცვა, სადაც შეუძლია გაიბრწყინოს და თავი გამოიჩინოს, ამიტომ კარგი იქნება ახალ წელს შეხვდეთ სახლში ან სხვა გარემოში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
თუმცა ეს თავყრილობა არ უნდა იყოს ძალიან მასშტაბური, მამალს არ უყვარს ქაოსი, ხმაური და აურზაური, რამდენადაც უყვარს ახლობლების და მეგობრების წრე, იმდენად აღიზიანებს ღრეობა და ქაოსი. დღესასწაული უნდა იყოს გემოვნებიანი, ესთეტური და დახვეწილი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცეცხლოვან მამალს რთული ხასიათი აქვს, ამიტომ თავი შეიკავეთ ისეთი თავყრილობისგან, სადაც შეიძლება ვერ გაექცეთ კონფლიქტებს ზედმეტი თრობის გამო. ეცადეთ ჰარმონიული გარემო და ახლობელი ადამიანების გარემოცვა შეარჩიოთ.
მამალი არაა ჭირვეული, მაგრამ ვერ აიტანს მოწყენილობასა და უღიმღამობას. თავისი ღირსეულობის, ლოიალურობისა და ერთგულების გარდა ის მრავალი არტისტული ნიჭითაა დაჯილდოვებული და ყველაში შემოქმედებით უნარებს ეძებს.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ამიტომ, რომ მოვიგოთ ახალი წლის სიმბოლოს გული ახალი წლის დადგომისთანავე შეეცადეთ დაანახოთ მას თქვენი საუკეთესო მხარეები და შემოქმედებითი უნარები, ნუ იქნებით მორიდებული, ნუ იდგებით განზე, გაიზიარეთ საერთო მხიარულება, იხალისეთ, გამოიჩინეთ თავი და მიიღეთ დაუვიწყარი ემოციები.
სწორედ ამას ელოდება ახალი წლის მბრძანებელი ჩვენგან, ვინაიდან თვითონაც არ უყვარს ერთ ადგილას ყოფნა – ენერგიული და ეფექტური ყოველთვის ცდილობს დაწინაურებას, პირველობას, თავის გამოჩენას.
შემოსძახეთ ერთი ძლიერი და ხმამაღალი ,,ყიყლიყო!!!” – ასეთი მისალმება ნამდვილად მოეწონებოდა ჩვენს ექსცენტრულ სტუმარს და თქვენც მხიარულ განწყობას შეგიქმნით .
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>