როგორ გამოვჯანმრთელდეთ?
ადამიანი – ენერგეტიკულად ურთულესი ორგანიზმია, რომელიც შედგება არა მხოლოდ ფიზიკური, ასევე, რამდენიმე ნათიფი სხეულისგანაც.
ყველა სხეული ერთმანეთთან არის კავშირში და რა თქმა უნდა, კოსმოსთანაც.
თუ წარმოიქმნება პრობლემა (ავადმყოფობა), ის თავს თავდაპირველად პირდაპირ ფიზიკურ სხეულზე არ იჩენს, არამედ ჯერ ასტრალურ სხეულზე ცნდება. შური, ბრაზი და სხვა უარყოფითი ემოციები ქმნიან პროგრამებს , რომლებიც ილექებიან არაფიზიკურ, ასტრალურ სხეულზე და შემდეგ უკვე გადმოდიან ფიზიკურ სხეულზე როგორც დაავადება.
როგორ?
ასტრალური სხეული – ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენი უარყოფითი ემოციები ფორმირდება პროგრამებად. ისინი ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე – საწყის ეტაპზე ეთერული სხეულის დონეზე (იცით თუ არა, რომ ყველა ჩვენს ორგანოს აქვს „ორეული“ ეთერული სხეულის დონეზე? ) და აი ზუსტად აქ შეუძლიათ ექიმ-ჰომეოპათებს არსებული პრობლემების დაფიქსირება, რომლებიც „ფოლის“ მეთოდით მუშაობენ.
ისინი ცდილობენ ჰომეოპატიის მეშვეობით აღმოფხვრან არსებული პრობლემა , მაგრამ მიზეზი ხომ სულ სხვაა!? ეს არსი ნეგატიური აზრები, რომელთა შექმნასაც ჩვენ შევუწყეთ ხელი, ანდა უარყოფითი პროგრამები , რომლებიც გარეშე პიროვნებებისგან მივიღეთ ( მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც : გათვალვა, წყევლა, ჯადო) და თუ ჩვენ ამას არ ვაცნობიერებთ და არ ვცდილობთ ყოველივე ზემოაღნიშნულისგან გათავისუფლებას, ასეთ შემთხვევაში ეს პროგრამები გადმოდიან ეთერული სხეულიდან ფიზიკურ სხეულზე და ჩნდება დაავადება.
რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს?! რა თქმა უნდა მივდივართ ექიმთან … არსებული ჩივილებიდან გამომდინარე ვიკეთებთ შესაბამის ანალიზებს და ექიმები გვიდგენენ დაავადებას და რა თქმა უნდა , გვინიშნავენ წამლებს.
როგორ ფიქრობთ, წამლებს ძალუძთ თქვენი პრობლემის მოგვარება? არა, რა თქმა უნდა არა!
წამალი გვიმსუბუქებს ტკივილს, დროებით აქრობს დაავადების სიმპტომებს – რეალურად სულ ეს არის, რაც შეუძლიათ წამლებს, მეტი არაფერი … ჩვენ კი ვმკურნალობთ და ვმკურნალობთ, დავდივართ სხვა და სხვა ექიმებთან და ვხარჯავთ არც თუ ცოტა თანხას, პრობლემა კი ბლომდე არა და არ გვარდება.
ბევრად უფრო მარტივი არ არის მოვიცილოთ ჩვენი ავადმყოფობის სიღრმისეული მიზეზი? მაგრამ, როგორ? „ავადმყოფობა – ეს არის ჩვენივე ქმნილება, დალოცეთ ის და შეცვალეთ“ – ნილ დონალდ უოლშის წიგნში „საუბრები ღმერთთან“ საკმაოდ ბევრი რამ წერია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერს მაინც იქითკენ მივყავართ, რომ ადამიანი იმისთვის მოდის ამ ქვეყნად, რათა რაც შეიძლება მეტი რამ შექმნას და მიიღოს გამოცდილება…რასაც ვაკეთებთ კიდეც.
ჩვენ ვქმნით როგორც „კარგს“, ასევე „ცუდს“ (რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შედარებითია). სამყარო გვიწონებს ამას, რადგან ეს ჩვენი არჩევანია! თუ აღმოჩნდება, რომ შექმენით ის, რასაც არ მოაქვს სიამოვნება, არ განაწყენდეთ, მაინც დალოცეთ და შეძლებისგვარად შეცვალეთ! აირჩიეთ თავიდან , მოიხმეთ ახალი რეალობა, მოძებნეთ ახალი სიტყვები, გააკეთეთ რაიმე ახალი… გააკეთეთ ეს გულმოდგინედდა სამყაროც დაგთანხმდებათ, გამოგყვებათ, სთხოვეთ მას ეს, მოუხმეთ. თქვით: „ მე ვარ ცხოვრება და გზა, გამომყევი მე!“ – აი ასე უნდა გამოავლინოთ ნება უფლისა „ დედამიწაზე, ასევე ცაში“.
ამ წიგნებში ძალიან მომეწონა აზრი, რომ თვალყური უნდა ვადევნოთ ჩვენს აზრებს და თუ უარყოფითი ფიქრები გვაქვს,- „ გადავიფიქროთ თავიდან“ და ვითხოვოთ პატიება იმისთვის, რომ ეს ცუდი აზრი მოგვივიდა თავში… როგორი მარტივია ყველაფერი ! ))
მოდით განვიხილოთ სხვა ოსტატები.. ვალერი სინელნიკოვი. ის თავის წიგნში „შეიყვარე შენი ავადმყოფობა“ წერს, რომ ,,შური ეს არის მწუხარება სხვისი სიკეთის და კეთილდღეობის გამო,,.
სიხარბე და შური ყოველთვის ერთად დგანან, რადგან მათი ზრახვები ერთმანეთისას ემთხვევა : სურთ ნებისმიერ ფასად ფლობდნენ ან მიიღონ ის, რასაც საკუთარი თავისთვის უმნიშვნელოვანესად და აუცილებლად მიიჩნევენ.
აი რა რეცეპტებს გვთავაზობს სინელნიკოვო ამ თვისებების გასანეიტრალებლად: 1. გამოვიყენოთ ნაყოფიერების პრინციპი. სამყარო, ღმერთი ნაყოფიერია და თქვენც იმსახურებთ გქონდეთ ის, რაც გესაჭიროებათ და რამდენიც გჭირდებატ. გააცნობიერეთ ეს!
გიხაროდეთ და დატკბით ყოველივე სიკეთით და პოზიტიური აზრებით აკეთეთ ყველაფერი. 2. რაც შეიძლება ხშირად გულწრფელად უსურვეთ სხვა ადამიანებს ბედნიერება! ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის ეს არის მონანიება და ლოცვა. არატრადიციული მედიცინის ოსტატები სწორედ ასეთი პროგრამებით მუშაობენ. ასე რომ საკმაოდ ბევრი საშუალებაა. გამოიყენეთ ისინი, ისწავლეთ! გახდით უკეთესები ! და რათქმა უნდა, – აკეთეთ სიკეთე!!!
მოამზადა გიორგი გ.