როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი მისი ხასიათის მიხედვით
ამ თვისებებით თავისუფლად ამოიცნობთ თქვენი ნაცნობის ზოდიაქოს ნიშანს 🙂
ვერძი
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ხმამაღალი, ხმაურიანი და ამავდროულად სიმღერის მოყვარულია.
არ გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვარს საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენა (განსაკუთრებით მამრებს), ძლიერი და თავდაჯერებულია. გამოირჩევა სიფიცხით, ტემპერამენტით, ძალიან ადვილად ბრაზდება და ადვილად ავიწყდება წყენა. ისინი ბავშვურები და ეგოისტები არიან.
კურო
ლამაზი ნივთების მოტრფიალე მატერიალისტია, ფულის უბადლო განმკარგველი ცხოვრებას ყველაზე საუკეთესო კუთხით აფასებს.
ნელა ირჯება, არის დინჯი და სტაბილური. უყვარს მიწა, ფერმერობა და მებაღეობა. პრაქტიკული ჩვევებითა და განსაკუთრებული გურმანობით გამოირჩევა.
ტყუპები
ინტელექტუალი პერფექციონისტი. იცის, ყველაფერი და ბოლომდე არაფერი. ჰაერში იჭერს ინფორმაციას და შეუძლიათ რეცენზია დაწერონ წიგნზე, რომელიც არ აქვთ წაკითხული.
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს კამათის დროს ადვილად ამოიცნობთ, აქვს კარგი იუმორი და დიდებული ფლირტავშიკია.
მათთან ურთიერთობა და მათი გახარება ძალიან ადვილია.
კირჩხიბი
ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზედმეტად რომანტიკული და ამავე დროს ბუტია. აფასებს სახლში მომზადებულ საკვებსა და ოჯახურ გარემოს, რადგან ბუნებით დიდი კონსერვატორია. უყვარს სამშობლო და ტრადიციები. როცა ცუდ ხასიათზეა, სჯობს არ გაეკაროთ, კარგ ხასიათზე მყოფს კი გადამდები სიცილი აქვთ. ისინი ან მთელი გულით გლოვობენ ან მთელი გულით მხიარულობენ.
ლომი
თუ თქვენს სანაცნობო წრეში ვინმე ცდილობს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჩათავლეთ რომ ის ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული.
ამაყსა და თავდაჯერებულს მოულოდნელი ცვალებადობა ახასიათებს.
საზრიანი შოუმენი ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში;
მიმზიდველია და ბევრის ყურადღებას იპყრობს, ამასთანავე საოცრად ერთგული და მგრძნობიარეა პირად ურთიერთობებში.
ქალწული
მეთოდურად უდგება ყველა საქმეს. იზიდავს დრამა და ჭორები, ინტელექტუალი, სამართლიანი, გარკვეულწილად გულგრილი, შინაგანად კი საკმაოდ მორცხვი ტიპაჟია.
მოწესრიგებული, შრომისა და სისუფთავის მოყვარული მაქსიმალისტი ის ადამიანია, რომელსაც ყველგან უყვარს შედარებების გაკეთება და საკუთარი მოსაზრების დასაბუთება. უყვარს კრიტიკა, ოღონდ სხვების. თქვენი შენიშვნა დიდად არ ესიამოვნება.
სასწორი
სამართლიანობისა მოყვარული „მშვიდობისმყოფელია“. მერყევი ხასიათი ამ ელეგანტურ ტიპაჟს ხელს სრულებითაც არ უშლის ფლირტის გაბმაში. ესთეტია და თავად თუ არ ქმნის რამეს, სხვისი შემოქმედების ექსპერტად მაინც გამოდგება. ადვილად გამოარჩევთ დახვეწილი მანერებითა და პატარა, ლამაზი ნაკვთებით.
ღრიანკალი
საიდუმლოების მოყვარული ღრიანკალი ადვილად ამოიცნობა იდუმალი, ცნობისმოყვარე გამოხედვით.
მგზნებარე და თავდაჯერებული მეამბოხე სექსუალობით გამოირჩევა და ადვილად შიფრავს ადამიანების ფარულ ზრახვებს.
მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე ტიპაჟი მუდმივად ახერხებს ყურადღების ქვეშ ყოფნას და თავადაც საკმაოდ ყურადღებიანია სხვების მიმართ.
მშვილდოსანი
თავგადასავლების მოყვარული, დამოუკიდებელი და მამაცი ფილოსოფოსია. უყვარს მოგზაურობა და რელიგიური თემების განხილვა.
ქარიზმატული, მეამბოხე სულის თავისუფლების მაძიებელი ბუნებრივი არტისტიზმით არის დაჯილდოვებული.
თხის რქა
ჯიუტი და თავდაჭერილი თხის რქა ძალაუფლების მოყვარულია და მუდმივად უსვამს ხაზს იმას რომ ყველაფერი მისი გასაკეთებელია ამქვეყნად. მათ შორის ბევრია წარმატებული პროფესიონალი, ბევრს იღბლიანებად ეჩვენებიან, თუმცა რეალურად ბევრს შრომობენ ყოველი საფეხურით წინსვლისთვის.მისი გამოცნობა მარტივი არ არის, თუმცა ყველა თხის რქა კარიერისტია და სამსახურში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე სახლში.
მერწყული
ექსცენტრიული მეამბოხე ერთი შეხედვით გულგრილობითა და ინდიფერენტულობით გამოირჩევა, თუმცა გამოუსწორებელ ოპტიმისტს სხვების დახმარება ძალიან უყვარს. არ ცდილობს ყურადღების მიქცევას, მაგრამ უყვარს საზოგადოების შოკირება.
თუ სადმე გადაეყრებით შთაგონებითა და იდეებით აღსავსე ქარიზმატულ მეამბოხეს, არ გაგიკვირდეთ თუ ის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს ატარებს.
თევზები
მგრძნობიარე, მეოცნებე და რომანტიკოსია, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლიე მოგისმინოთ და განიცადოს თქვენთან ერთად. თუმცა საქმეში ხშირად უკან იხევს.
მის განწყობაზე საოცრად მოქმედებს გარემო და ეგებ ამიტომაც მუდმივად მერყევი ხასიათის ადამიანად რჩება.
მოამზადა სალი მოდებაძემ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ra sisuleleebs wert am tevzebze blin ! 😀
😀 mal