როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან და დავიბრუნოთ დადებითი განწყობა? რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს!
თანამედროვე სამყაროს ტემპისთვის ფეხის აწყობა რთულია. მას თან ახლავს უამრავი პრობლემა, სტრესი, რომელიც თითოეულ ადამიანზე თავისებურად ახდენს გავლენას, მაგრამ ყოველ ინდივიდს შეუძლია იპოვოს გზა, რათა ნეგატიური ჩაანაცვლოს პოზიტივით. შესაძლოა გარკვეულ სიტუაციებში რჩევა წამალი ვერ აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს პატარა გამოსავალი შევთავაზოთ, რომელსაც კარგი იქნება თუ რთული დღის შემდგომ გაითვალისწინებს.
ვერძი: თქვენ დიდძალ ენერგიას ფლობთ, რომელიც სრულიად შესაძლებელია მძიმე დღისა და დატვირთული გრაფიკის შემდეგ გაორმაგებული ოდენობით გამოგივლინდეთ. გირჩევთ ეს ენერგია თქვენს საყვარელ სპორტს დაუთმოთ, ირბინოთ, ივარჯიშოთ და ნეგატიური ენერგიისგან ფიზიკური აქტივობით გათავისუფლდეთ. ის ძალა და ენერგია, რაც ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლებს უხვად აქვთ, აუცილებლად მიმართულების მიცემას საჭიროებს.
კურო: ამ საქმიან ნიშანს ხშირად უდგას ცხოვრებაში დაღლილობის პერიოდი, რაც შეიძლება ხასიათის ცვალებადობის ერთგვარი მიზეზიც გახდეს. რა მოქმედებს მათზე დადებითად? თბილი აბაზანა, სრული კომფორტი და გემრიელი საკვები ზუსტადაც, რომ კუროების ნეგატიურ განწყობას პოზიტიურით ჩაანაცვლებს.
ტყუპებს: მათ აქტიურ გონებას ხშირად სჭირდება გადართვა რაიმე პოზიტიურისკენ. გირჩევთ, წაიკითხოთ საიტერესო წიგნი, უყუროთ სასიამოვნო ფილმს, მოძებნოთ საინტერესო მოსაუბრე, დატკბეთ სილამაზით და აუცილებლად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. მენტალური ენერგიის ფოკუსირება პოზიტივისადმი აუცილებლად განტირთავს და სასიამოვნო განწყობილებას შეუქმნის მათ.
კირჩხიბი: ოჯახურ გარემოში რელაქსაცია ზუსტად ისაა, რაც კირჩხიბებს სჭირდებათ. ისინი ისვენებენ სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად. შეიქმენით სიმყუდროვე და მშვიდი გარემო, მოიმარაგეთ საკვები და სახლის პირობებში ნებისმიერი რესურსი მოსინჯეთ, რაც წყლის სტიქიის ამ წარმომადგენლებს პოზიტივით ავსებთ, თუნდაც ჩაუჯექით ტელევიზორს.
ლომი: რთულ სიტუაციებში ლომებმა თვითგამოხატვის სხვადასხვა მეთოდებს უნდა მიმართონ. ახალ საქმიანობაზე ხელის მოკიდება და კრეატივის გამოვლენა მათ გააძლიერებს და დადებით განწყობას შეუქმნის. დამღლელი დღის შემდეგ დადებითად მოქმედებს მათზე გართობა. სასიამოვნო საზოგადოებაში ტრიალი, ცეკვა, სიმღერა, სიცილი, მისთვის საუკეთესო თერაპიაა.
ქალწული: რთული დღის შემდეგ შეუძლიათ საკუთარ თავს განსხვავებული და სასიამოვნო დავალებები შესთავაზონ. მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, სასმელის ზომიერად მიღება და ამ ყველაფრის გააანალიზება მათ დაეხმარებათ, რომ ყველაფერი ნეგატიური პოზიტიურით გადაფარონ.
სასწორი: ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებმა რთული დღე სასიამოვნო და ეფექტური გარემოებებით უნდა ჩაანაცვლონ. საკუთარ თავზე ზრუნვა მათ ამ დროს ძალიან დაეხმარებათ. შოპინგი, მასაჟი, ცურვა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მათ პოზიტიურ განწყობაზე დააყენებს.
მორიელი: სანამ მორიელი ნეგატიური დღის პოზიტიურით ჩანაცვლებას გადაწყვეტს, მათ ჯერ რელაქსაციამდელი განტვირთვა უნდა შეძლონ და საკუთარ თავს მოერიონ. საკუთარ თავში ჩაღრმავება და ნეგატიური განწყობის მიზეზების იდენტიფიკაცია, არავის ისე კარგად არ გამოსდის და არ ეხმარება როგორც მორიელს. სეირნობა და განმარტოება მათ დაეხმარებათ ამაში. მთავარია, გადაწყვიტონ რომ კარგად ყოფნა სურთ. შემდგომ, კი სხვა საშუალებებსაც შეუძლიათ მიმართონ. ერთი ჭიქა ღვინო და საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა ძალზედ ეფექტური იქნება მათთვის.
მშვილდოსანი: სოციალური და ფიზიკური აქტივობები მათ რთული დღის შემდგომ ძალიან დაეხმარებათ. მათ საკმარისი ოპტიმიზმი აქვთ, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ და ცუდი ჩაანაცვლონ დადებითით. ასეთ, დროს მათ ასევე დაეხმარებათ მეგობრების გარემოცვაში ყოფნა და გეგმების დალაგება.
თხის რქა: მათაც, სხვა ნიშნების მსგავსად, შეუძლიათ ყველა ის საშუალება მოსინჯონ, რაც მათზე სასიკეთოდ აისახება. ეს შეიძლება იყოს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა საშუალებებით თავის განებივრება. გამომდინარე იქიდან, რომ თხის რქები დეპრესიისკენ მიდრეკილნი არიან, მათი ანტიდეპრესიული რაციონი სრულიად მრავალფეროვნად უნდა გამოიყურებოდეს.
მერწყული: რა თქმაუნდა, მეგობრების გარემოცვა ეს ისაა, რაც მერწყულებს ყველაზე მეტად ეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლისას. ეს ადამიანები ხალხის გარემოცვაში საუკეთესოდ გრძნობენ თავს. მათი წამალი მეგობარია და საკუთარი თავის რეალიზებას ყველაზე საუკეთესოდ სოციუმში ახდენენ.
თევზები: პირველ რიგში გათიშეთ ტელეფონები და განმარტოვდით. სიმშვიდე ასეთ დროს თევზებს ძალიან სჭირდებათ. რელაქსაცია, ფინჯანი ცხელი ჩაი, ცხელი აბაზანა, მედიტაცია, სასიამონო მუსიკის მოსმენა და აზრების ფურცელზე გადმოტანა, თევზების ნიშნებს ძალიან დაეხმარებათ და მათ სასიამოვნო ენერგიით აღავსებს.
მოამზადა ლეო ფროიდმა