როგორი იქნება 2017 წელი?
ქეთი ვაწაძე
ზოგადი ტენდენციები
ეს მოვლენებით დატვირთული წელი იქნება. ცეცხლის ენერგია მოიტანს ცვლილებებს, მოულოდნელობებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ, სოციალურ საკითხებში, ვინაიდან მამალი დაკავშირებულია გამბედაობასთან და რისკთან, ხოლო ცეცხლი აქტიურ ქმედებასთან, გარდაქმნასთან და ცვლილებებთან. 2017 წელი ნამდვილად იქნება დინამიური, აქტიური, ცვლილებებით გამორჩეული. ცეცხლის ნეგატიური გამოვლინება უკიდურესი აგრესიაა, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით მოზომილები, კონსტრუქციულები, დიპლომატიურები უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი წარმატებულად და სასიკეთოდ განვითარდეს ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ფრონტზე.
2017 არ იქნება მარტივი წელი მთელი პლანეტისთვის. მოსალოდნელია სხვა და სხვა სახის კონფლიქტები და გაუგებრობები სახელმწიფოებს და ხალხებს შორის. გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლოვანი მამლის წელი გამოირჩევა ზედმეტი ენერგიულობით და სიფიცხით, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
2017 წლის მფრაველი პლანეტა იქნება იუპიტერი, რომელიც 2017 წლის ოქტომბრამდე სასწორის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამ წელს აუცილებელი იქნება გამოვიჩინოთ ხასიათის სიმტკიცე, სიძლიერე, პრინციპულობა, შესაძლოა მოგვიწიოს ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ სასწორი იუპიტერი ითხოვს ჰარმონიულ ურთიერთობებს, კონფლიქტების დიალოგის გზით მოგვარებას. მნიშნელოვანი იქნება კანონებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
ვინაიდან მთავარი დამსჯელი და დამაბრკოლებელი პლანეტა, სატურნი, კვლავ მშვილდოსნის ნიშანში დგას უკვე 1,5 წელია (მშვილდოსანი – კანონი, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია და სხვ.), საზოგადოებაში მოსალოდნელია, გაღვივდეს პოლიტიკისა და იდეოლოგიის, რელიგიის სფეროსადმი კიდევ უფრო მეტი ინტერესი, კრიტიკული დამოკიდებულება, დღის წესრიგში დადგება ზოგიერთი კანონისა თუ იურიდიული დოკუმენტის შეცვლის ან გადახედვის აუცილებლობა.
ასევე, 2017 წლის თებერვალში ე.წ. ლილიტიც (მაცდუნებელი) ასევე გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში (რაც მშვილდოსნებისგან განსაკუთრებულ ყურადღეაბას და სიფრთხილეს ითხოვს). თემები, რომელიც იმართება ამ ნიშნით განსაკუთრებით აქცენტირებული იქნება, ეს ის სფეროებია, როგორებიცაა იურისპრუდენცია, სახელმწიფო მმართველობის სისტემები, საერთაშორისო, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, იდეოლოგიური, რელიგიური საკითხები. შეიძლება გაჩნდეს ცრუ პოლიტიკურ იდეოლოგიური ჯგუფები, რომლებიც ეცდებიან ქაოსის შემოტანას, შეიძლება გაძლიერდნენ ტერორისტული დაჯგუფებები, ან ფანატიკოსები გააქტიურდნენ. მშვილდოსანს ასევე მართავს რეტრო ნეპტუნი (ილუზიები, ფანტაზიები, წარმოსახვა), ამიტომ ამ მხრივ დაკვირვება და ყურადღებაა საჭირო, რათა ცრუ, ილუზორული შეხედულებების, იდეოლოგიის ან ანარქიის მსხვერპლი არ გახდეს ინდივიდი ან რომელიმე საზოგადოება/საზოგადოებრივი დაჯგუფება.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
2017 წლის 26 თებერვლის მზის დაბნელება გავლენას მოახდენს ცხოვრებისეული მიმართულებების ცვლილებებზე. ზოგიერთი ზოდიაქოს წარმომადგენელი (განსაკუთრებით, მუტაბელური ნიშნები – ტყუპები, მშვილდოსანი, ქალწული და თევზები) რადიკალურად შეიცვლიან ცხოვრებისეულ გეზს. კარდინალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია სასიკეთო და პროგრესული გზით, ამიტომ აქცენტი პოზიტიურზე გააკეთეთ.
2017 წლის 21 აგვისტოს მზის დაბნელება ასევე დიდ გავლენას მოახდენს ფიქსირებული ჯვრის ნიშნებზე (კურო, მორიელი, ლომი, მერწყული). მათთან შესაძლოა ცვლილებები ცხოვრების სხვა და სხვა მიმართულებით. აგვისტოს დაბნელების გავლენა პროცესებზე, ადამიანებსა და დედამიწაზე უფრო მასშტაბური იქნება.
2017 წელს მთვარის დაბნელებებიც არანაკლები მნიშვნელობისაა. 11 თებერვალს იქნება მთვარის სრული დაბნელება, ხოლო 7 აგვისტოს მთვარის ნაწილობრივი დაბნელება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ 2017 წლის მმართველია იუპიტერი, რომელიც ეგზალტირებულია მთვარით მართულ ნიშანში, კირჩხიბში, ამიტომ მთვარით მართული სფეროები ასევე ხაზგასმულად მნიშვნელოვანი იქნება მთელი წლის მანძილზე. შესაძლოა სავსემთვარეობის დროს ადგილი ჰქოდნეს ოჯახურ კონფლიქტებს (ვინაიდან ცეცხლოვანი მამლის წელი ატარებს მარსიანულ ენერგიას, რომელიც კონფლიქტშია მთვარესთან). ამიტომ, გამოიჩინეთ ყურადღება, იყავით მშვიდი და გაწონასწორებულნი, ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს, იყავით მომართული ჰარმონიაზე და სიმშვიდეზე.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
2017 წელს არ უნდა დაგვავიწყდეს მერკურის რეტროგრადული ფაზაც, რომელიც 9 აპრილიდან 3 მაისამდე გასტანს. ვინაიდან ამ წლის მმართველი, იუპიტერია, რომელიც მერკურისთან კონფლიქტშია, შესაძლოა მერკურის რეტრო ფაზის დროს კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება მოხდეს.
ეს დრო არ არის კარგი ქორწინებისთვის, საქმიანი კონტრაქტებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის, ამიტომ 9 აპრილიდან 3 მაისამდე თავი შეიკავეთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
პერიოდი 12 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გამორჩეული იქნება პარადოქსალურობით, მაგრამ არა მაინც და მაინც ნეგატიურობი ხასიათის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად გააკონტროლეთ ემოციები და აგრესიულობა. ჩაუღრმავდით საკუთრ ნაკლოვანებებს, გაანალიზეთ და მოიშორეთ ისინი.
3 დან 22 დეკემბრამდე პერიოდი კი უფრო ნეიტრალური ხასიათის იქნება.
ეს რაც ეხებოდა მერკურის რეტროგრადულ ფაზებს. შეგახსენებთ, რომ მერკურის რეტროგრადულ ფაზაში თავი უნდა შევიკავოთ მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებებისგან, ასევე სიფრთხილე გვმართებს იურიდულ დოკუმენტაციასთანაც. არ უნდა წამოვიწყოთ ახალი საქმეები. ეს დრო უნდა დავუთმოთ ძველის დასრულებას, თვითჩაღრმავებას, თვითშემეცნების პროცესს.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი კარგი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გრანდიოზული გეგმები კი უფრო ნელი ტემპით დაიწყებენ განვითარებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლოვანი მამლის წელი მარსიანულ და იუპიტერიანულ ენერგიას ატარებს, ამიტომ უნდა ვიყოთ გამბედავი, რისკიანი, მაგრამ ვინაიდან იუპიტერი მოძრაობს სასწორის ზოდიაქოში, ეს ყველაფერი ჰარმონიული, დიალოგის გზით უნდა განვახორციელოთ და მოვუსმინოთ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებს. შევიტანოთ მეტი სიყვარული, ჰარმონია, რომანტიულობა და ესთეტიზმი ურთიერთობაში.
მამალი ვერ იტანს ინტრიგებს, მახეებს, ფინანსურ მაქინაციებს და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებულ კარიერულ წარმატებას, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც შრომისმოყვარეობით, პატიოსნებით, დისციპლინით და ერთგულებით გამოირჩევა.
ის ფიცხია, მაგრამ იმპულსური არ არის და გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის, დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ იღებს. ამიტომ ამ წელს რეკომენდირებული არაა ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, გარდა ამისა, რადგან წლის პირველ ნახევარში იუპიტერი სასწორში იქნება და სასარგებლო იქნება სწორედ სასწორისეული თვისებების გამომუშავება როგორც პირად ურთიერთობაში, ისე საქმიანობაში, რაც თავისთავად ხელს არ უშლის რისკიანობს და ახლის დაწყებასაც, უბრალოდ ნებისმიერი პრობლემა დიპლომატიურად, კომპრომისებით უნდა მოვაგვაროთ და არავითარ შემთხვევაში – აგრესიით.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამალი ბუნებით კონსერვატორია და პატივს სცემს უკვე გაკვალულ გზებს. არ უყვარს ექსპერიმენტები. ამიტომ ამ წელს ეცადეთ დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე.
მამალი ბუნებით ესთეტია. ამიტომ 2017 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნების დარგებს, გამოფენებს, თეატრს, მოდას, ყველა არტისტულ გამოვლინებას.
პატივმოყვარეა, ამიტომ ამ წელს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჯილდოებს, კარიერულ დაწინაურებას.
რაც შეეხება საფინანსო სფეროს და მათ შორის ვალუტის კურსის ვარდნას, მით უფრო წლის პირველ ნახევარში ამის ალბათობა ნაკლებია და არამარტო საქართველოში.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
ყველა წელს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი ტენდენციები, მთავარია აქცენტი გავაკეთოთ პოზიტივზე.
ვეცადოთ საკუთარ თავში წინ წამოვწიოთ მამლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები: სიმამაცე, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა, მიზანსწრაფულობა, დისციპლინა და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.
საერთო ჯამში კარგი წელია ამბიციური გეგმებისა და მაღალი მწვერვალების დაპყრობისთვის, ოღონდ კეთილსინდისიერი გზით.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>