როგორი იქნება 2017 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
გაითვალისწინეთ: ეს არის მხოლოდ ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი. კონკრეტულად ვის ცხოვრებაში რა ტენდენციებია მოსალოდნელი 2017 წელს, ამის გაგება მხოლოდ ინდივიდუალური, პირადი რუქის მეშვეობითაა შესაძლებელი.
ვერძი
2017 წელს ვერძი წინა წლებთან შედარებით მეტ სიმსუბუქეს იგრძნობს, მაგრამ წლის პირველ ნახევარში იუპიტერი მის საპირისპირო ნიშანში სასწორში მოძრაობს და საქმიანობის თვალსაზრისით ვერძებს გამოწვევების წელი ექნებათ, პარტნიორულ ურთიერთობებში შედარებით გაუმართლებთ. ამ წელს მათი დევიზი უნდა იყოს: მეტი დიპლომატიურობა, კოლეგიალობა და დაკვირვებულობა
პირადი რუკის შესადგენად ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge
კურო
2017 წელი კუროსთვის კარგი ტენდენციებით გამორჩეული წელი იქნება. მათ მიეცემათ წინსვლის და განვითარების ბევრი შესაძლებლობა. მაგრამ ვინაიდან კურო სიზარმაცისკენ მიდრეკილი ნიშანია, ამ მხრივ შეიძლება პრობლემები შეექმნას, მამალი შრომისმოყვარეა და მათ შორის კუროსგანაც ითხოვს აქტიურობას, დინამიურობას და შრომისმოყვარეობას.
ტყუპები
2017 წელი ტყუპებისთვის გამორჩეულად კარგი შესაძლებლობების წელი იქნება, განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი, ვინაიდან სასწორში მოძრავი იუპიტერი ტყუპების მზესთან ჰარმონიულ ასპექტს აკეთებს და ბევრ კარს გაუხსნის საქმიან ასპარეზზე, პირად ურთიერთობაშიც იგივე ტენდენციაა, უბრალოდ, ვინაიდან სატურნი მშვილდოსანში მოძრაობს, ტყუპებისთვის მეშვიდე სახლში, განსაკუთრებით მოითხოვს ამ ნიშნისგან სერიოზულობას, სიდინჯეს, ერთგულებას დასაფუძვლიანობას პირად ურთიერთობებში.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით კარგი ტენდენციები დაიწყება 2017 წლის მეორე ნახევარში, მანამდე ცოტა მოთმენა მოუწევთ ვინაიდან, 2017 კარდინალური ნიშნებისთვის ცოტა სირთულეებთან, უფრო კირჩხიბებისთვის იქნება დაკავშირებული, სანამ იუპიტერი მორიელში არ გადაინაცვლებს. კირჩხიბებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციონ.
პირადი რუკის შესადგენად ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge
ლომი
ლომებისთვის როგორც ტყუპებისთვის გამორჩეული წელი იქნება, მათ შეიძლიათ ახალ პროექტებს მოკიდონ ხელი, ახალ ჩანაფიქრებზე იმუშაონ. გამოიჩინონ კეთილგონიერება, შეიძინონ ახალი მეგობრები და სულაც საქმიანი მიმართულებაც შეიცვალონ. 2017 წელს ლომის ზოდიაქოს მთვარის აღმავალი კვანძი ესტუმრება, რაც ახალი ეტაპის დასაწყისად უნდა იქცეს მათ ცხოვრებაში, ეს კი თავად ლომებზეა დამოკიდებული, მთავარია არ იზარმაცონ.
ქალწული
ქალწულისთვის 2017 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება სახლის საქმეები, შეუძლაით სახლში რემონტი წამოიწყონ, ან მშენებლობა, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ დანახარჯებს. 2016 წელი განსაკუთრებულად გამორჩეული წელი იყო ქალწულებისთვის, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა საფუძველი ჩაეყარათ ბევრი კარგი სიახლისთვის. ამ წელს კი უნდა გააგრძელონ ჩვეულ რიტმში მუშაობა და განვითარება, ვინიანდან ჯერ ჯერობით ამ ნიშნაში ტრანზიტი აქვს მთვარის აღმავალ კვანძს, რაქუს.
სასწორი
2017 წლის ფავორიტი არის სასწორი, ვინაიდან იუპიტერი წლის პირველ ნახევარში ამ ნიშანში იმოძრავებს. ეს ნიშნავს სასწორებს შეუძლიათ ახალი საქმეების წამოწყება წარმატებით, ახალი იდეების განხორციელება, საინტერესო, შემეცნებითი მოგზაურობის ბევრი შესაძლებლობა მიეცემათ, შეიძლება ახალი სიყვარული იპოვონ, ხოლო ვისაც ნაპოვნი აქვს დატკბეს პარტნიორული ურთიერთობებით და ჰარმონიით.
პირადი რუკის შესადგენად ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge
მორიელი
2017 წელი მორიელებისთვის თებერვლის შემდეგ უკვე ხელ-ფეხის ახსნის და თავისუფლების წელი იქნება. ისინი იგრძნობენ შვებას, ვინიადან შავი მთვარე ლილიტი 2017 წელს დატოვებს მორიელის ზოდიაქოს. ხოლო წლის მეორე ნახევარში მათ იუპიტერი ესტუმრება, რაც მორიელებისთვის ნიშნავს იღბალს და ახალი გამარჯვებების შესაძლებლობას.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ზოდიაქოში 2015 წლიდან სატურნი მოძრაობს, რაც ნიშნავს, რომ მშვილდოსნების ზრდის, წვრთნის, სულიერი ზრდასრულობის, განვითარების, გაკვეთილების სწავლის, გამოცდების პერიოდია. მათ ბევრისამუშაო ექნებათ როგორც სამსახურში, ისე საკუთარ თავზე, გარდა ამისა, თებევრლიდან შავი მთვარე ესტუმრება, რაც ნიშნავს, რომ მშვილდოსანი კიდევ უფრო დაკვირვებული, მოზომილი იყოს, გამოიჩინიოს გონიერება, პასუხისმგებლობა, როგორც საქმის, ისე სხვების მიმართ.
თხის რქა
თხის რქისთვის 2017 წლის ტენდენციები სავსებით პოზიტიური და დამაკმაყოფილებელია. მამალი შრომისმოყვარეობის, კეთილგონიერების, დისციპლინის სიმბოლოა და დასავლურ ზოდიაქოში თხის რქას შეესაბამება, შეიძლება ითქვას ეს წელი თხის რქისთვის ზედგამოჭრილი წელია. შეუძლიათ თამამად ხელი მოკიდონ ახალ საქმეს, ახალ პროექტებს და საკუთარი მონდომების, დისციპლინის ხარჯზე ისინი დასახულ მიზნებს განახორციელებენ.
მერწყული
მერწყულისთვის, როგორც ტყუპებისთვის და სასწორისთვის გამორჩეულად კარგი წელია, განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი. ამ წელს მერწყულმა შეიძლება ახალი სიყვარული იპოვოს ან ახალ პროექტებს მოკიდოს ხელი, ეცადოს ახალი საქმიანობა წლის პირველ ნახევარში წამოიწყოს, სანამ იუპიტერი მორიელში გადავა. იუპიტერის ტრანზიტი სასწორში მერწყულს პერსსპექტიულ შესაძლებობებს სთავაზობს.
თევზები
თევზებისთვსი 2017 წელი საკუთარ თავში ჩაღრმავების და გადაფასებების წელი იქნება. თევზების წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი, ის რაც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო მისი განვითარებისთის საბოლოოდ მოიშორონ და წინ წავიდნენ. 2017 წელს მათსაბოლოოდ უარი უნდა თქვან სიზარმაცეზე და უმოქმედობაზე, ასეთ შემთხვევაში მათთვის ბევრი კარი გაიხსენება, რაც არა მარტო მათ, არამედ მათ ახლობლებსაც მოუტანს ბედნიერებას. ვინაიდან მთვარის დაღმავალი კვანძი თევზების ნიშანში მოძრაობს, ეს მათ საშუალებას აძლევს საკუთარ თავში რაც არ მოსწონთ სამუდამოდ მოიშორონ და წინ წავიდნენ.
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე
პირადი რუკის შესადგენად ვიზიტისთვის მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge