რეტროგრადული იუპიტერი მორიელში
2018 წლის 8 მარტიდან 10 ივლისამდე მორიელის 23-ე გრადუსიდან იუპიტერი ხდება რეტროგრადული (,,უკანმავალი,,).
8 მარტიდან იუპიტერის რეტროგრადულობა სამყაროში, დედამიწაზე დეტოქსიკაციური ენერგიის შემოსვლას გულისხმობს, რაც ნიშნავს უსარგებლო, ხელისშემშლელი ტოქსიკური მოვლენებისგან, საგნებისგან, ადამიანებისგან, სიტუაციებისგან გათავისუფლებას. ყველაფერი, რაც წამლავს და ზღუდავს თქვენს მსოფმხედველობრივ განვითარებას, რაც, ამავდროულად, თქვენს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება, უნდა მოიშოროთ. (უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად თქვენს ნატალურ რუკაში იუპიტერის ტრანზიტის ნახვაა საჭირო).
ზოგადად, რეტროგრადული იუპიტერი გულისხმობს ფილოსოფიური, სულიერი, მსოფმხედველობრივ ინტროსპექციას საკუთარ თავში ადამიანი საკუთარ შინაგან სამყაროსკენაა შებრუნებული და მთავარი კითხვებზე პასუხებს თავის თავში ეძებს. როგორც ნებისმიერი რეტრო პლანეტა, იუპიტერიც, ასახიერებს იმ ენერგიას, რომელიც შიგნით, საკუთარი თავისკენაა მიმართული, ამიტომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რეტრო იუპიტერი გვიბიძგებს ვიხელმძღვანელოთ არა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ნორმებით, არამედ ჩვენი შინაგანით, საკუთარი პრინციპებითა და სიბრძნით, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილებით შევიძინეთ.
იუპიტერი მორიელში რეტრომოძრაობისას ყურადღებას გაამახვილებს ფინანსებზე, ვინაიდან მორიელი დაკავშირებულია დიდძალ ფინანსებთან და ჩვენც, ამ პერიოდში, ჩვენი ფინანსური გეგმების გადაფასებასა და მიზანშეწონილობის ანალიზსს უნდა ჩავუღრმავდეთ.
რეტროგრადული იუპიტერს შეფერხება მოაქვს ნებისმიერ სფეროსა და საქმიანობაში, რომელიც სოციალურ სტატუსთანაა დაკავშირებული. რთულდება სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა, ასევე უცხოელებთან, უცხოურ ფირმებთან, იმპორტ-ექსპორტთან ასე თუ ისე დაკავშირებული საკითხებიც.
ვისაც რუკაზე იუპიტერი დირექტიული ჰყავს, სასურველი არაა ახალი საქმიანობის დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, ახლი იდეების რეალიზება, ახალი ბიზნეს პარტნიორების ძიება.
ამ ადამიანებმა უმჯობესია დრო დაუთმონ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოძველებული ღირებულებების გადაფასებას, ახლის შემეცნებას, იდეების, მოსაზრებების კარგად გადამუშავებას, დახვეწას. უმჯობესია დაელოდონ იმ პერიოდს, როდესაც იუპუტერი რეტროგრადულიდან კვლავ დირექტულ მოძრაობაში გადავა.
ასევე, სასურველი არ არის მოგზაურობა, ქორწინება, ნებისმიერი ახალი საზოგადოებრივი აქტივობების წამოწყება.
ამასთანავე, მორიელი მისტიკური ნიშანია. ამ პერიოდში გამოიღვიძებს ინტერესი საიდუმლო კვლევების მიმართ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება ოკულტური, სულიერი ძიებებითა და პრაქტიკით.
ეს პერიოდი კარგია სპირიტუალური, ფილოსოფიური, შემეცნებითი საქმიანობებისთვის.
ვინაიდან იუპიტერი სულიერების პლანეტაა ამ პერიოდში არაა სასურველი ისეთი საქმიანობის დაწყება, რომელიც მხოლოდ მატერიალურ მიზნებს ემსახურება. პირიქით…ამ დროს კარგია საქმიანობა, რომელიც ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, კულტურულ პროექტებს ეხება.
რეტროგრადული იუპიტერი მორიელში ასევე წინ წამოწევს ფილოსოფიურ და სულიერ თემებს. კარგი პერიოდია ფილოსოფიის შესასწავლად. ასევე, კარგია იმ სოციალური და ბიზნეს პროექტების განახლებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იუპიტერის თემატიკასთან : უმაღლესი განათლება, იურიდიული საკითხები, ქველმოქმედება, საერთაშორისო კავშირები, რელიგია, ფილოსოფია.
ამ დროს კარგია დავასრულოთ ადრე დაწყებული და შეწყვეტილი განათლება
ხელახლა დავიწყოთ შეწყვეტილი უცხოენების სწავლა
გავემგზავროთ იმ ქვეყნების მოსანახულებლად, სადაც სხვა და სხვა მიზეების გამო გადავდეთ გამგზავრება
აღვადგინოთ მეგობრული ან დაუმთავრებელი სასიყვარულო კავშირები
კარგი პერიოდია წამოვწიოთ სულიერ-ფილოსოფიური საკითხები, გამოვყოთ ცხვრებისეული პრიორიტეტები.
პერიოდი სასიკეთოა საკუთრებაზე უფლებების აღსადგენად, ან მსხვილი უძრავი ქონების კვლავ გადასაყიდად
დადებთ გამოვლენაში შესაძლოა მოგეცეთ ყოფილ კავშირებში გაუგებრობებისა და პრობლემების გადაჭრის ახალი შესაძლებლობები. უარყოფით გამოვლენაში – შესაძლოა ურთიერთობებში დაბრუნდეს ის პრობლემები, რაც თავის დროზე არ მოაგვარეთ.
იუპიტერის რეტროგრადულობის დროს ყურადღება მიაქციეთ შინაგანი ზრდის პროცესებს შესაძლოა საკუთარ თავსა და სხვებში აღმოაჩინოთ სიყალბე, იქნებ ღირდეს გადახედვა და თქვენთვის არაბუნებრივი, ხელოვნური როლების შესრულებაზე უარის თქმა?
მაგრამ რეტროგრადული იუპიტერის მქონეებს ძალიან გაუმართლათ!
ნახეთ თქვენს რუქაში, შემთხვევით რეტროგრადული იუპიტერი ხომ არ გყავთ? (იუპიტერს გვერდით პატარა R ასო უნდა ეწეროს)
მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ნებისმიერი რამ, რასაც ხელს მოკიდებთ წარმატებას მოგიტანთ. ახლა რეტროგრადული იუპიტერის მქონე ადამიანების საზოგადოებრივი აქტიურობის დროა!
წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას და ამ 5 თვიანი პერიოდის სასიკეთოდ გამოყენება!
ქეთი ვაწაძე