ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული ვენერა ქალწულში

ვენერაეს რეტროგრადული ვენერას ერთ–ერთი რთული მდებარეობაა, რადგან ასეთ დროს ამ ცხოვრებაში ინდივიდს თან მოაქვს სიყვარულის მაღალი იდეალი, რის გამოც იგი ბოლომდე ვერასდროს ვერ განიცდის ამ გრძნობას გარშემომყოფებთან, ვინაიდან ვერც ერთი მათგანი ვერ ამართლებს მის მოლოდინს ( ვერ შეესაბამება მის იდეალს). ის ქვეცნობიერად აფასებს იმ ნაკლოვანებებს, რომლებსაც გრძნობს და ხედავს სხვებში.
სწორედ ამიტომ მას უჭირს სიყვარულის შენარჩუნება და მაშინაც კი, როდესაც გრძნობს სიყვარულს ის აგრძელებს ამ გრძნობის დაქუცმაცებას. მე–3 ფაზაში გვევლინება ადამიანად, რომელიც ცხოვრობს მუდმივ შიშში. მას ეშინია, რომ სხვები ატკენენ. მუდმივად ორჭოფობს. ის ვალდებულია, რომ გაიგოს, ჩასწვდეს ადამიანურ სისუსტეებს.

სწორედ ამ პერიოდში იწყებს იმის გააზრებასა და გააანალიზებას, თუ რატომ ვერც ერთმა წარსულში დამყარებულმა ურთიერთობამ ვერ მოუტანა სისავსის გრძნობა. ამგვარი განცდა ” აიძულო სიყვარული, იუშაოს” აბრკოლებს – ხელს უშლის პიროვნებას გაიაზროს, თუ რას ნიშნავს რეალურად სიყვარულის განცდა. ის მუდმივად ცდილობს, რომ უკეთესი გამოჩნდეს სხვის თვალში. მუდმივად ეძებს ნაკლოვანებებს საკუთარ თავში. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი