რეტროგრადული ვენერა სასწორში
აქ ვენერა შედარებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ინდივიდი ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლის დროს, ადამიანებთან ურთიერთობისას გრძნობს საკუთარ სარგებელს, აუცილებლობას.
მასში სასიყვარულო კონცეფცია ძალზე რომანტიულია და უფრო დამოკიდებულია იდეაზე ან საგნებზე, რომლებსაც წარმოადგენენ ადამიანები, ვიდრე საკუთარი ფიზიკური სურვილების –მოთხოვნილებებისა და გემოვნების დაკმაყოფილებაზე. ასეთი პიროვნება ძალიან ჯიუტი და თავნებაა. ( არსებობს ჰომოსექსუალიზმისაკენ მიდრეკილების ალბათობაც).
ამ დროს ინდივიდი ვერ ეგუება ძალადობას, სხვათა გავლენასა და მოთხოვნებს, პირადი თავისუფლების შეზღუდვას. მისი ბუნებრივი ინდივიდუალიზმი მდგომარეობს ადამიანთა მოთხოვნილებების გარკვევაში და მათთვის მაქსიმალურ სარგებლიანობაში–მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაში (აღსრულებაში).
ხშირად ასეთმა პიროვნებამ არ იცის თუ რა სჭირდება პირადად მას, თუ რა უნდა, რას ითხოვს რეალურად. იგი განიცდის მუდმივ ცალებადობას. ხშირად ცდილობს, დაარწმუნოს საკუთარი თავი იმაში, რომ ზოგიერთებს მის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, მაშინ, როდესაც, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. უარყოფითი თვისებებია: ეგოიზმი, ძალაუფლების მოყვარეობა, მოუთმენლობა და ნარცისიზმი. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ