რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?
მამალს უყვარს ექსტრავაგანტობა და პეწი.
იმისთვის რომ თავი მოვაწონოთ მას სასურველია, ახალი წლის ღამეს ჩვენს ჩაცმულობაში ჭარბობდეს წლის მთავარი ფერი – წითელი, ფორთოხლისფერი, ნარინჯისფერი, შეიძლება ყვითელი, ოქროსფერი, შინდისფერი და სხვ.
ამ წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება მკაფიო ფერები.. მოდელებში ექსტრავაგანტულობა, ეფექტურობა. (მთავარია, ტანისამოსი არ უნდა იყოს კატისებრთა ოჯახის ცხოველების პრინტით).
შეგიძლიათ თავი შეიმკოთ ძვირფასეულობით, გაიკეთეთ უჩვეულო ვარცხნილობა, გამოიყენეთ მბზინავი თმის სამაგრები და ბიჟუტერია, ოქროულობა, მოკლედ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ბრწყინავდეთ.
მისასალმებელია მკაფიო მაკიაჟი და როგორც არასდროს აქტუალური და თემატურია ,,პეროები,,J)
შეიმკეთ თავსაბურავი ან სამოსი ბუმბულის დეკორატიული სამშვენისებით
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>