რა ზეგავლენას ახდენს ვერცხლი ადამიანზე
ვერცხლის ფარული ძალა
ვერცხლი ახდენს თავისი პატრონის ნებისნიერი ინფორმაციისა და ემოციის კონცენტრირებას, მუქდება, როცა გროვდება დიდი ოდენობით უარყოფითი ინფორმაცია და განცდა, ასევე, როდესაც ეხება ავადმყოფი ადამიანის კანს. სამაგიეროდ, გაშავებული ვერცხლი ყოველთვის გამოიყენებოდა თილისმად, მისგან აკეთებდნენ ასევე ყველანაირი ელექსირის შესანახ ჭურჭელს. ამალგამა, (ვერცხლის წყალი), რომლითაც ადრე აკეთებდნენ სარკეებს, საოცარ თვისებებს ფლობს, რისი მეშვეობითაც სარკე მაგიურ ძალას იძენდა. ძველ დროში ვერცხლისგან აკეთებდნენ სათითურებს, რომელშიც ძვირფას ქვებს დებდნენ ,,გასაცოცხლებლად,,.
ვერცხლის ენერგეტიკა.
სხვა და სხვა ადამიანებთან ვერცხლი სხვა და სხვა სიჩქარით შავდება. ეს დამოკიდებულია მეპატრონის ასტრალურ ბუნებაზე, მის სულიერ თვისებებზე. ეზოთერიული თვალსაზრისით ვერცხლი სულის სისუფთავის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ძალიან სანუკვართან.
ვერცხლის თვისებაა – შეინარჩუნოს ფაქიზი ასტრალური გამოსხივება გამოიყენება ასტრალურ ძალებთან კონტაქტისას. ეს კონტაქტი შეიძლება დამყარდეს ვერცხლის მეშვეობით. ვერცხლი დაკავშირებულია ლოცვასთანაც – აი ამიტომაა, რომ ხშირად ხატების ჩარჩოები სწორედ ვერცხლისგან კეთდება. გარდა ამისა, ვერცხლი ეხმარება ადამიანებს გარდაცვლილ სულებთან კავშირის დამყარებაში, ანუ აქვს სპირიტუალური თვისებები. ვერცხლის ჭურჭელში ინახავენ წმინდანთა ნეშთებსს. ითვლება, რომ ვერცხლის ზარები დევნიან დემონებს.
ვერცხლის სამკაულები
ვერცხლის სამკაული განსაკუთრებით სასიკეთოა ქალებისთვის.
ვერცხლის ჯაჭვი ეხმარება ადამიანს ორიენტირებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ვერცხლის ბეჭედი ეხმარება სიბრძნის მოპოვებაში.
ვერცხლის საყურე კი მაინცდამაინც სასიკეთო არ არის, ანუ რაღაცწილ დაბნეულობა შემოაQვს. სამაჯურში ვერცხლი ნაკლებად ავლენს თავს. მისი შეძენა უმჯობესია მთვარის მეთორმეტე დღეს. ამ დღესვე სასიკეთოა მისი ჩადება წყალში და შემდეგ, ამ წყლის დალევა.
საერთოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ვერცხლი ეჩვევა პატრონს, უყვარდება ის და არ უყვარს პატრონის ცვლა. ამიტომ ვერცხლის შეძენისას ამის გათვალისწინება კარგი იქნება.
ვერცხლის წმენდა
იმის გარდა, რომ ზოგადად სამკაულს ჭირდება დრო და დრო გაწმენდა და დასვენება, ვერცხლი ან ოქრო უნდა გაწმინდოთ მხოლოდ მაშინ,, როდესაც „სამკურნალო მიზნებისთვის“ იყენებთ, ოქროსა და ვერცხლის ,,დასვენების,, მეთოდი ერთნაირია – ჩადეთ სამკაული წყალში, შემდეგ კი საყინულეში, რომ გაიყინოს, შემდეგ გამოიღეთ და აცალეთ თავისით გადნეს – ასე იშლება სამკაულიდან ნეგატიური ინფორმაცია. ჩვეულებრივი ტარების დროს ამის გაკეთება საჭირო არაა.
მოამზადა მერო მერომ