ასტროლოგიური მაღაზია

რასაცა გასცემ შენია…

საჩუქარირამდენსაც გავცემთ იმდენივეს ვიღებთ. ამიტომაა ნათქვამი – ძუნწი ორჯერ იხდისო, და ზუსტად ამიტომ სჯობს უფრო მეტი გადაიხადო, ვიდრე დააკლო. სამყაროს ეს კანონზომიერება დღეს უკვე ბევრს ესმის და კარგი ხარისხისთვის მზად არიან მეტი გადაიხადონ.

ამ პრინციპს ბევრი დაეთანხმება, თუ საქმე საქონელს ან მომსახურებას ეხება. თუმცა, რისთვისაც ჯერ არ ვართ მზად გადავიხადოთ (განსაკუთრებით საქართველოში) – ეს ინფორმაციაა.

ფაქტია, რომ რამდენსაც ვიხდით, იმდენად კარგი და ღირებულია ჩვენი შენაძენი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც 2-3 ლარის დასაზოგად ნახევარ თბილისს ბოლოს კი ისევ 2 ლარის ხარჯით ბედნიერები ბრუნდებიან შინ. მსგავსი საქციელის ჩადენას იმ შემთხვევაშიც კი არ გირჩევთ, თუიგივე ხარისხის ნაწარმის შეძენა მართლა ნაკლებ ფასად შეგიძლიათ.

დაიმახსოვრეთ, ის ზედმეტი თანხა რასაც ერთ ადგილას „დათმობთ“ სხვაგან აუცილებლად დაგიბრუნდებათ!

ყოველთვის სიხარულით დატოვეთ ხურდა, იყიდეთ ძვირფასი, ხარისხიანი საქონელი, მომსახურება თუ ინფორმაცია – ყველაფერი რაც მოგწონთ!

არ დაკარგოთ დრო ორი ლარის დასაზოგად. არ შეგეშინდეთ, რომ გაწეულ შრომას არ აგინაზღაურებენ.

ვინც არ გადაგიხდით, ეს საქციელი სხვაგან აუცილებლად ორმაგი ან სამმაგი დაუჯდება, თქვენ კი გაცილებით მაღალ საფეხურზე აუცილებლად მოგებული დარჩებით.

იგივე მიზეზით ნუ შეგეშინდებათ გაძარცული ან მოტყუებული დარჩენა.

მსოფლიოში ცნობილმა ინგლისურმა კორპორაცია “მარს ენს სპენსერმა”, როგორც ჩანს, კარგად იცის ენერგიის შენარჩუნების ეს კანონი, რადგან მათი სამუშაო სლოგან გვამცნობს: – “ სჯობს ხელქვეითებს დადგენილზე მეტი მისცე, ვიდრე გაწერილი დააკლო”.

ყოველთვის სიხარულით გაუმასპინძლდით თქვენს მეგობრებს, სახლში თუ კაფეში. ბავშვის დაბადებისას ან ახალ ბინაში გადასვლისას სტუმრებს შემთხვევით არ ვპატიჟებთ. პირველი ხელფასის (რომ კარგად გადაიხადონ) და ძვირფასი ნივთის დასველებაც (რომ დიდხანს გაძლოს) ამავე საკითხს უკავშირდება.

აუცილებელი სულაც არ არის ნახევარი ქალაქის მოპატიჟება, ვიწრო წრე და სიმბოლური მაგიდაც სავსებით საკმარისია.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი