ნიშნების უმოკლესი დახასიათება
მიუხედავად იმისა, რომ ვერძი წინ თავდაჯერებით მიიწევს, ოდნავ თუ ადარდებს სხვების გრძნობები და მისი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, „პირველ რიგში, მეა“, შეუძლია ყველა ზოდიაქოს ნიშანს შორის უთბილესი და ყველაზე გულუხვი იყოს. ბოროტი არაა.
უბრალოდ, მართლა გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება ნებისმიერ სხვა ადამიანზე უკეთესად ძალუძს და ფსიქოლოგიურად არ შეუძლია უმოქმედოდ იდგეს, როცა სხვები უნიათოდ მოქმედებენ და მარცხდებიან. წამოუყენეთ არჩევანი ფულსა და დიდებას შორის და ნებისმიერ დროს დიდებას აირჩევს.
მას ისევე უყვარს ფული, როგორც ყოველ მორიგ ადამიანს, მაგრამ სულ ოდნავ მეტად ხოტბა და სახელი ურჩევნია. ვაცს ახასიათებს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება მასზე ზემდგომების რწმუნებულების გარეშე. მისი მეტყველება შესაძლოა სატირული იყოს და ლანძღვა-გინებასაც მოიცავდეს.
ვერძის ბრაზი ბგერის სიჩქარით მიელავს წინ, მაგრამ, ჩვეულებრივ, უკვე გადავლილია, სანამ მსხვერპლი გაერკვევა, საერთოდ, რისთვის მოხდა ეს და ბედნიერი, ბავშვური ღიმილიც სწრაფად უბრუნდება. არ შეიძლება, არ გაგახსენდეს, ერთი კონკრეტული იმპულსური ვერძი – ნიკიტა ხრუშოვი, რომელმაც ერთხელ, თავისი ფეხსაცმელი, ბავშვური მრისხანებით გაკაპრიზებულმა, მაგიდაზე აბრახუნა გაეროში, ტელევიზიის მაყურებელთათვის სრულიად დასანახად და შეწყალებას არც მოელოდეთ. მას ყურადღებას არ აქცევდნენ და რომელი ვერძი დაგიდევთ ტაქტს, როდესაც ყურადღებას არ აქცევენ? სამაგიეროდ, სწორედ ამ ვერძს, მართლა გული დაწყდა, როდესაც დისნეილენდის ჯადოსნური სანახაობებით სიამოვნების მიღებას ასცდა.
რიგით ხარს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს, ძლიერი აგებულებით. ბევრი რამაა საჭირო, რომ ზურგზე დასცე, მაგრამ რაკიღა ერთხელ დაეცემა, გამოჯანსაღების პროცესი ნელა მიმდინარეობს, ნაწილობრივ, მისი ექიმისადმი ჯიუტად დაუმორჩილებლობის გამო.
არც მისი ბუნებრივი მიდრეკილება ოპტიმიზმის მიმართ უნდობლობისაკენ უწყობს ხელს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ასევე. საშიში შემთხვევებისა და ინფექციებისათვის მგრძნობიარე ადგილი კისერი, ფეხები, კოჭები, რეპროდუქციული ორგანოები, უკანა და ზურგის ზონაა. გაციებები ხშირად გადასდით ანგინაში და ჭარბწონიანობამ, გამოწვეულმა კუროსეული ლეგენდარული სიყვარულისაგან ჭამისა და სმისადმი, უმეტესად ჭამისადმი, შესაძლოა გულს შეუქმნას საფრთხე და საბრალო კურო სისხლის ცუდი მიმოქცევით, სუსტი კოჭებით, ვარიკოზული ვენებითა და სხვა ქრონიკული ჩივილებით დააავადოს.
ნიკრისის ქარები მორიგი შესაძლებლობაა. მაისის ადამიანების უმეტესობას, თუმცაღა, შეუძლია ყველა დანარჩენ ჩვენგანზე უფრო ჯანმრთელი დარჩეს, თუ თავიდან აირიდებენ სიმსუქნეს, მოდუნებულობას (ძილიანობას) და თირკმლების ინფექციებს.
თავდაპირველად, შესაძლოა შეუსაბამობადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მიზეზი ნათელი გახდება, როცა მერკურიანელების თვისებას – თავი აარიდონ აზრთან მიჯაჭვულობას, გაიხსენებთ. ყოყმანობენ, გადაიტანონ თუ არა თავიანთი ნააზრევი ქაღალდზე, რადგანაც ინსტინქტურად იციან, რომ ის რაც დღეს სწამთ, შესაძლოა ხვალ აღარ სწამდეთ – და შესაბამისად, არ სურთ, ნაწერს მიანდონ.
ცოტა ტყუპს თუ დასჭირდება მსგავსი გაფრთხილება თავის ადვოკატებისაგან – „თქვი, არ დაწერო.“ ისინი დაცვითი მექანიზმით დაიბადნენ. ტყუპები მწერლების გასაოცარი რიცხვი არსებობს, რომლებიც ფსევდონიმის გამოყენებას არჩევენ – და რიგითი ტყუპიც კი იპოვნის რაიმე მიზეზს მოგონილი სახელის არჩევისთვის – ან სრულიად შეცვლილს, სხვანაირად დაწერილს, ან ბოლოს და ბოლოს, ზედმეტსახელს. ეს წესი იმდენად საერთოა ყველასათვის, რომ შეგიძლიათ სანაძლეოც მოიგოთ, რამდენ ტყუპსაც იცნობთ, ყველა მათგანსაც რომ დაენიძლავოთ.
როცა კირჩხიბი მოქმედებას იწყებს, აუცილებლად ენდომება თავისი მიღწეული წარმატებებისა და წარუმატებლობების ნუსხის მსგავსი რამ – ან თქვენი. კიბორჩხალა ფრთხილად გათვლის თავის მოქმედებებს გამოცდილებებზე დაყრდნობით, იქნება ეს საკუთარი თუ ვინმე სხვის.
მას არსებული წინა შემთხვევის სიძლიერე ან ფინანსური უსაფრთხოება სჭირდება საფუძვლად. ეშინია მარტომ იაროს ასეთი სადაზღვევო პოლიტიკის გარეშე, რის გამოცაა, რომ მისი რისკების უმეტესობა წარმატებით მთავრდება და ყოველი საბოლოო ნაბიჯი საბედისწეროა, მოხერხებულად შესრულებული.
ჩვეულებრივ, კირჩხიბები იშვიათად ჩავარდებიან ღრმა ორმოებში სიბნელეში. ცეცხლოვანი მთვარის ნიშნით, ან ასცენდენტზე ცეცხლის ნიშნით, შესაძლოა აზარტულად ითამაშოს და შემთხვევით მანევრზე დადოს, მაგრამ თუ წააგებს, უბედური იქნება თავის უკეთესი შინაგანი განსჯის წინააღმდეგ რომ წავიდა. ლომის ან მშვილდოსნის გავლენა შეიძლება მოქმედებისაკენ უბიძგებდეს, მაგრამ როდესაც მარცხის შემდგომ საკუთარ მზის ნიშანს უბრუნდება, იტანჯება. კიბო მიდრეკილია შეცდომებზე დიდ ხანს ფიქრისაკენ, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება არ მიაქციოს უიღბლობას და კიდევ სცადოს და გარკვეული ხანი გავა, რაც მორიგ შესაძლებლობას მოსინჯავს.
ეს ქალები თუ კაცები არასდროს ეყრდნობიან სხვებს. პირიქით, ურჩევნიათ სხვები ეყრდნობოდნენ. სუსტებისა და უმწეოთ მიმართ პასუხისმგებლობის აღება მათი მოწოდებაა. ლომი შეიძლება თეატრალურად ღრიალებდეს, რომ ყველა მასზეა დამოკიდებული და იძულებულია მთელი ამხელა ტვირთი თვითონ ზიდოს, მაგრამ ოდნავი ყურადღებაც არ მიაქციოთ მის ჩივილს. მას ეს უყვარს.
ცადეთ ტვირთი შეუმსუბუქოთ ან დახმარების ხელი გაუწოდოთ და ნახავთ ლომი რა სწრაფად გეტყვით დახმარებაზე უარს ქედმაღლურად. ფინანსური დახმარება ისაა, რაც განსაკუთრებით ურჩევნია თავიდან აირიდოს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეიძლება უჭირდეს, ყოველთვის დარწმუნებულია, რომ რაიმე გზას იპოვნის ჯიბეების მალე ისევ გასავსებად. ძალიან ცოტა ლომი თუ უფრთხილდება ნაღდ ფულს.
შესაძლოა რომელიმე უჩვეულო მათგანი იპოვნოთ, რომელიც ადრეულ ასაკში გადასახადების ამკრეფმა შეაშინა და ისე იქცევა, თითქოს ნებისმიერ წუთსაა შესაძლებელი მევალეთა ციხეში გადაიყვანონ. მაგრამ ტიპური ლომი მთელი გულით აზარტული მოთამაშეა, ხშირად კი უზომოდ მფლანგველი;
სასწორის პიროვნება შექმნილია სიკეთის, სიმშვიდის, სამართლიანობის, უბრალოდ, ჯიუტად კამათის მოყვარეობის, დანებების ჯიუტად უარყოფის, ფილოსოფიური აზროვნებისა და გადაუწყვეტელობის ზუსტად თანაბარი ნაწილებისგან. უმჯობესი იქნება ეს ყველაფერი ნაწილ-ნაწილ განვიხილოთ.
კამათის მოყვარეობა, მაგალითად. სასწორი იკამათებს იმაზე რომელი საათია, თუ ფიქრობს, რომ თქვენი საათი ორი წამით დროს ცდება. არც ეცადოთ თავის იოლად დაღწევა ამგვარი განზოგადების შემდეგ: „მოზარდები (თინეიჯერები) ქვეყანას ანადგურებენ“.
მიიღებთ ლოგიკურ, ყურადღებით შედგენილ დისერტაციას სამშვიდობო კორპუსის შესახებ და იმაზე, თუ რამდენი შესანიშნავი ახალგაზრდაა მსოფლიოში … მისივე საკუთარი შვილები გამომწვევი გამონაკლისებიც რომ იყვნენ, მაინც. აღნიშნეთ: „კანონი ისე დაკნინებულია, რომ დღესდღეისობით ყველა მოსამართლე და ადვოკატი არაკეთილსინდისიერია“ და სასწორი საათობით ილაპარაკებს თავის ქვეყანაში სამართლიანობის ღვთაებრივ დაცვაზე, ნაფიც მსაჯულთა სისტემის ღირსებებსა და კანონმდებლების წინაშე მდგარ დაბრკოლებებზე, დაწყებული ძველი რომაული კანონებითა და ნაპოლეონის კოდექსით გაგრძელებული. არასდროს თქვათ ისე, უბრალოდ: „სისულელეა ქალაქში ცხოვრება, როდესაც არსებობს სოფელი. რა შედარებაა“. ეს უკანასკნელი ფრაზაა განსაკუთრებით დიდი შეცდომა. უბრალოდ ახსენეთ სიტყვა „შედარება“ და სასწორი უკვე მზადაა და იწყებს.
მას შეუძლია ადაროს მთელი ღამე, შუალედებში სასუსნავებსაც არ დაივიწყებს. ცამდე აიყვანს ქალაქების მშვენიერებებსა და უპირატესობებს, რაც მათ სოფლებთან შედარებით გააჩნიათ: ბრწყინვალებით აღწერს ლამაზ განათებებს, ტაქსების საყვირების მჭახე ხმებს, თეატრებს, მუზეუმებსა და დასასვენებელ სკვერებს, თვითონ გარეუბანშიც რომ ცხოვრობდეს მაინც და ამ დროს დინამიტიც რომ აუფეთქო ვერ შეაჩერებ.
ოდნავი განსხვავებაც არ იქნებოდა, ზემოთხსენებულ ნებისმიერ საკითხში, საპირისპირო მხარე რომ დაგეკავებინათ. ამ შემთხვევაში, სასწორი მოყვებოდა მოზარდებში კრიმინალის ჩადენის მზარდ პროცენტებზე, სასამართლოების კორუფციასა და სოფლის ცხოვრების სიამოვნებებზე. მას ნამდვილად არ აღელვებს, კარგ კამათში რომელი აზრისკენ იდგება, მთავარია ეს საპირისპირო აზრი იყოს.
ნაცრისფერ ხვლიკს არასდროს გამოსდის თავის ბუნებაში პლუტონის ძალასთან მიახლოვება – ძალასთან, რომელსაც შეეძლებოდა, ყოველგვარ მის გარშემო არსებულ უბედურ შემთხვევებზე მაღლა დაეყენებინა იგი.
ტრაგედიისგან გამოწვეული სირთულეების გზაზე, ამ შესანიშნავ ენერგიას შეეძლებოდა ახალი სიცოცხლე შთაებერა მათთვის მზის შუქზე. მაგრამ ისინი ბნელ ჩრდილიანებს ეძებენ და მთვლემარენი წვანან, პათეტიკური გაფლანგვაა თავიანთი დაბადებიდან თანდაყოლილი ძალის შესანიშნავი პოტენციალისა. მაინც, მორიელი არასდროს შეიძლება მწარე
დეპრესიის ლაფში იმდენად ღრმად ჩაეფლოს, რომ მთლიანად დაკარგოს პლუტონის ძალა. ნაცრისფერი ხვლიკისათვის არასდროსაა გვიანი თავი არწივად გარდაქმნას. ამგვარი სახის ღრმა მაგია გამორჩეულად მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ყოველ ადამიანს ეკუთვნის. ერთადერთი რაც უნდა გააკეთონ, ისაა, რომ ეს ძალა გამოიხმონ.
ტიპურ არწივებს შიშები არ აქვთ. ბრძოლაში თავიანთ მებრძოლებს სიკვდილისაკენ კანკალის გარეშე მიუძღვებიან. რიგითი პლუტონიანელიც კი, ქალი თუ კაცი, მამაცურად უსწორებს თვალს ნებისმიერ რამეს, ფიზიკური ტკივილიდან და სიღარიბიდან, დაცინვასა და მარცხამდე, ამაყი ზიზღითა და სრული თავდაჯერებულობით, ნებისმიერი დარტყმის გადატანის შინაგანი უნარით.
ბევრი მშვილდოსანი მიილტვის სცენისკენ და ალბათ არავინ იქნება მასზე უფრო ბედნიერი, ბისზე რამდენჯერმე გამოსვლით, აღელვებული აუდიტორიისთვის. თავისთვის ხმის ჩახლეჩვამდე იმღერებს და ფეხსაცმელგახდილი იცეკვებს შესრულებისგან მოგვრილი სიხარულისთვის. შოუ-ბიზნესი სავსეა მშვილდებით.
იუპიტერიანელ კაცებსა და ქალებში დიდი მიდრეკილებაა რელიგიისადმი, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ძალიან ძლიერად არიან დაინტერესებულნი ეკლესიის საქმიანობით, მაგრამ რაც უფრო იზრდებიან, შესაძლოა უფრო სკეპტიკურად მიუდგნენ დოგმებს, ეჭვი შეაქვთ თავდაპირველ რწმენაში და ეძებენ ღირებულებების სრულყოფის გზებს. იშვიათია მშვილდოსანი, რომელსაც სათანადოდ შერჩეული სამგზავრო აღჭურვილობა არ აქვს. უყვართ მოგზაურობა და ჩვეულებრივ, მრავალი მიმოსვლისგან კარგად გაცვეთილი, ერთი ჩემოდანი მაინც აქვთ, რომელიც ჩალაგებული და გამზადებულია დაუყოვნებელი მოხმარებისთვის.
შესაძლოა წაიკითხოთ, რომ თხის რქები ფულისა ან საზოგადოებრივი მდგომარეობისათვის ქორწინდებიან. ეს გადაჭარბებაა, თუმცა ვიტყვი, რომ ეჭვგარეშეა, თხის რქა იყო ის ადამიანი, რომელმაც აღნიშნა – „ისევე იოლია დირიჟორი შეგიყვარდეს, როგორც მეორე ვილინოსთან გქონდეს მცირეხნიანი რომანი.“ პრაქტიკული თხა იშვიათად გადაეშვება თავით საქმიან ურთიერთობასა თუ ქორწინებაში, თუ პირველისათვის -ფინანსურად, ხოლო მეორისათვის – ემოციურად, მზად არაა.
ეს ადამიანები უცნაურ რამეებს გააკეთებენ თავის დაზღვევისათვის. მხცოვნობის ასაკი მუდამაა სატურნიანულ გონებაში. ახალგაზრდა თხის რქებსაც კი ინსტინქტურად ეყვარებათ ბიძია ჯასპერთან ან დეიდა მინერვასთან სტუმრობა. ბოლოს და ბოლოს, მოყვარულ ნათესავებს შესაძლოა რამდენიმე კავშირი ან რაღაც ქონება ჰქონდეთ, გარდა იმ ფაქტისა, რომ სასიამოვნო და ახლობელი ხალხია.
ნამდვილად არავის ენდომება ქონება ანდერძით შინაურ იადონს დარჩეს. თქვენ შესაძლებელია იფიქროთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება ცივი და ანგარიშიანია, მაგრამ თხის რქისათვის, მხოლოდ და მხოლოდ გონივრულს წარმოადგენს. შანსს არასდროს დასჭირდება თხის კარებზე ორჯერ დაკაკუნება. იგი პირველივე კაკუნის ხმას გაიგებს. სინამდვილეში, კარებს ეყუდებოდა, აყურადებდა და ელოდა კიდეც მას.
ადამიანების ნდობა მერწყულისათვის ბუნებრივად არ მოდის, სანამ თქვენს მამოძრავებელ მიზნებს არ გამოიკვლევს დაწვრილებით და თუ შესაძლებელია, სულსაც. იოლია მოუსვენრობა დაგჩემდეთ, მის მიერ თქვენი ყოველი სიტყვისა და ჟესტის დაკვირვებით ანალიზისას.
ისეთი შეგრძნება გექმნებათ, რომ ყველაფერი ამ შემღწევ გონებაში არქივდება საქაღალდეებში სამომავლო მოხსენებისათვის და ასეცაა.იგი შესაძლოა დროდადრო ოცნებების ნისლით გარემოცული ჩანდეს, მაგრამ თქვენ ამას ნუ დაიჯერებთ. სავარაუდოდ იმის თქმაც შეეძლება, რამდენი წამწამი გაქვთ. არასდროს გეგონოთ, რომ ურანიანელი ისეთად მიგიღებთ, როგორ სახესაც დაანახებთ. მისი შინაგანი თავაზიანობაც კი, ვერასდროს შეაჩერებს, რომ ურანის სხივები თქვენსკენ არ მომართოს და თავიდან ფეხის თითებამდე არ გაგაშუქოთ.
მას იმის გაგება უნდა, თუ რა იმალება იმ სახის მიღმა და ზოგიერთ დიდად უხერხულ შეკითხვასაც დაგისვამთ ამის გასარკვევად. მაგრამ შვებისმომგვრელია ცოდნა იმისა, რომ რაკიღა ერთხელ მიგიღებთ, ერთგული დარჩება და თქვენს მეგობრობას ბოროტი ენები ვერ შეარყევს. თუ მისი ნამდვილი მეგობარი ხართ, არ დაიჯერებს თქვენი მტრების ბოროტ ნაჩურჩულებს, მაგრამ უეჭველად მოუსმენს მათ, სუფთა წყლის ცნობისმოყვარეობის გამო. თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ საბოლოო ჯამში, თავის საკუთარ დასკვნას გამოიტანს.
თევზებს ახასიათებთ იფიქრონ, რომ მარად იცოცხლებენ და ხშირად ისე იქცევიან, თითქოს ამის მხურვალედ სწამთ. თევზი, ჩვეულებრივ, თავს კარგად არ უვლის. მოსალოდნელია, რომ თავისი ზედმეტი ენერგიის უმეტეს ნაწილს (და მას ძალიან დიდი ენერგიის მარაგი არ აქვს, რომ სხვებს უწილადოს) ფუჭ შრომაში, გასაჭირში მყოფი ნათესავების დახმარებასა და მეგობრების ტვირთის გაზიარებაში ხარჯავს.
შესაძლოა ემოციური ან ფინანსური პრობლემები ჰქონდეთ, მაგრამ ორივემ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თევზების ჯანმრთელობაზე, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი თავიდანვეც იშვიათადაა.
თევზმა უნდა დაზოგოს თავისი ძალები და თავი აარიდოს მაგარ სასმელსა და დამამშვიდებლებზე მიჩვევას, გადაღლილობასა და სხვა ადამიანების პრობლემებს. ჩვილობაში ყველაზე სუსტებს, ბავშვობისას კი იშვიათად ღონიერებს (თუ პირად რუკაში მარსის ძლიერი გავლენა არაა), თევზებს როგორც ჩანს ნელი მეტაბოლიზმი ახასიათებთ, რის გამოცაა, რომ ხშირად იღვიძებენ უხალისოდ და დაბნეულები.
მოამზადა ნინო მჭედლიძემ