ნეპტუნი ნოემბრამდე რეტროგრადულია
ქეთი ვაწაძე
2018 წლის 19 ივნისიდან – 25 ნოემბრამდე ნეპტუნი თევზების 16 გრადუსიდან იწყებს ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობას. პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაში წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 150 დღით გადადის, რაც გულსიხმობს იმას, რომ რამდენიმე თვის მანძილზე საინტერესო მოგზაურობა გველის ჩვენს შინაგან სამყაროში.
ნეპტუნი იდეალიზმის პლანეტაა. ის ისედაც ილუზიებს, ფანტაზიებს მართავს და როდესაც ის თავისსავე სამფლობელოში, თევზებში იმყოფება ხომ საერთოდ – წაშლილია რეალობის საზღვრები.
თუ აქამდე, ანუ ნეპტუნის დირექტიულობისას ჩვენი მზერა, ინტუიცია მიმართული იყო გარესამყაროსკენ, ჩვენი ოცნებების განხორციელებაზე, ახლა მზერის პრიზმა საკუთარი სულიერი სამყაროსკენ შებრუნდება, რაც სხვა და სხვა ცხოვრებებიდან გადმოყოლი ილუზიებისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს – ბევრ ადამიანს დაეხმარება მოიშოროს მოჩვენებითი ფასეულობები და ცრუ ღირებულებები, ფანტაზიები, დაეხმარება გაისუფთაოს კარმა.
ნეპტუნისთვის უცხოა, დოგმები, წესები, იდეოლოგიები. მას არ გააჩნია ჩარჩოები, ხშირად ის ბუნდოვანება, გაურკვევლობა, ილუზიებია, რომლისგანაც გამოღვიძება შესაძლოა ზოგიერთი ადამიანისთვის ზედმეტად მტკინვეულიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს გამოღვიძება მათი ცხოვრებისთვის აუცილებლობას რომ არ წარმოადგენდეს, არც იქნებოდა, ამიტომ, მომზადებულნი უნდა შევხვდეთ ამ პროცესებს.
რეტროგრადული ნეპტუნი აქცენეტს სვამს სულიერებასა და ადამიანის სამყაროსეულ ხედვაზე. ბევრ ჩვენგანს გაუჩნდება ახალი ოცნებები და სურვილები, თუმცა მათ უმეტესობას ასრულება არ უწერია, ვინაიდან ნეპტუნი ილუზიების მმართველია, ამიტომ, თუ ამ პერიოდის მანძილზე რაღაც იდეებმა გაგიტაცათ, კარგად გადაამოწმეთ, დარწმუნდით, რომ მათი ახდენის ალბათობა თქვენი ილუზორული ხედვის შედეგი არაა და სწორად აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს. ნუ დაკარგავთ რეალობის აღქმას, იყავით რაციონალურნი და რეალურად შეაფასეთ სიტუაცია, დარჩით პრაქტიკული და იმუშავეთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც მართლაც გონივრული და მიღწევადია.
ნეგატიურ გამოვლენაში მოსალოდნელია და საფრთხილოა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ გაზრდილი ინტერესი, მათი ჭარბად მოხმარება. ზოგადად, ნეპტუნის თევზებში ტრანზიტი ითვლება როგორც დიდი სულიერი გამოღვიძების, ასევე სხვა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მომრავლების პერიოდად, რომლის დროსაც დიდია ფატალური შემთხვევების ალბათობა! ამიტომ, მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკების მიღებას. იცხოვრეთ ფხიზელი ცხოვრებით ილუზორული კეთილდღეობის შექმის გარეშე!
ნუ მიიღებთ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ჭარბი რაოდენობით მედიკამენტებს, მაღალია წიდების (შლაკები) დაგროვების რისკი. დრო და დრო გაიწმინდეთ ორგანიზმი, სვით ბევრი სითხე
ასევე, იზრუნეთ თქვენი ენერგეტიკული ველის სიჯანსაღეზე. გააძლიერეთ ის სულიერი პრაქტიკებით
მოზომეთ თქვენი სიკეთე, დახმარება. იყავით კეთილი, მაგრამ ნუ იქნებით ბრიყვი. დაიცავით ზომიერება. ნუ გადახვალთ ზედმეტობებში
ნუ გააიდეალებთ ნურავის, ნუ დაკარგავთ თავს!
არ დაარღვიოთ კანონი. ასევე, ამ დროს მაღალია თაღლითების გააქტიურება და თაღლითური საფინანსო გარიგებების , გაცურების, მოტყუების ალბათობა. იყავით ყურადღებით
ამ პერიოდში ასევე მოერიდეთ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებს, მაგებს, მაგიას. ყურადღება გამოიჩინეთ აგრეთვე მედიტაციური ტექნიკების მიმართ, დარწმუნდით, რომ სწორად აკეთებთ და სასიკეთო გავლენა აქვს მას თქვენზე.
შედარებით მაღალ საფეხურზე, ნეპტუნი, სწორედ რომ ფეერული სამყაროა, ალისა საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია და სადაც ადამიანს სიტყვით და წარმოსახვით ყველაფრის მატერიალიზება შეუძლია. ეს არის რეტრო ნეპტუნის დაფარული უნარები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე თავდაუზოგავი მუშაობით უნდა გაიხსნას, რაც ადმაიანს მისცემს შესძლებლობას შეიმეცნოს საკუთარი სული, საკუთარი ფსიქიკური სიღრმეები და მის წინ გადაიშალოს საოცარი შემოქმედებითი სამყარო.
კონცენტრირდით საკუთარ ფსიქიკურ და სულიერ სამყაროზე, გათავისუფლდით ილზუორული წარმოსახვისგან და ასეთი ფანტაზიები მხოლოდ შემოქმედბით საქმიანობაზე მიმართეთ.
რეტრო ნეპტუნის დროს კარგია ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობა. სწორედ ამ ტრანზიტის დროს უჩნდებათ ადამიანებს სურვილი დაკავდნენ იოგით, მედიტაციით, ლოცვით, ხატვით, მუსიკით, სხვა და სხვა შემოქომედებითი სფეროებით და დიდ წარმატებებსაც მიაღწიონ.
ამიტომ, თუნდაც თვენთვის ხატეთ, იმღერეთ, დაუკარით, ან უბრალოდ ჩაეწერეთ ცეკვის შემსწავლელ კურსებზე. უსმინეთ კლასიკურ, ან უბრალოდ მელოდიურ, ჰარმონიულ მუსიკას.
კატეგორიულად არ შეიძლება დეპრესიული და აპათიური მდგომარეობების წახალისება, გადაღლა. მუდმივად ეძებეთ დეპრესიიდან გამოსვლის გზები…გაიჩინეთ რაიმე ჰობი, იყავით ოპტიმისტურად განწყობილნი, კავშირი გქონდეთ მაღალ ხელოვნებასთან, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სიმშვიდეში, იპოვნეთ თქვენთვის სასიამოვნო გარემო. მეტი ილოცეთ, დაკავდით სულიერი პრაქტიკებით
თუ სათანადო ძალისხმევას გაწევთ და საკუთარ თავზე იმუშავებთ, ამ დროს დიდია ტელეპატიური უნარების განვითარების ალბათობაც, მხოლოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რეტრო ნეპტუნი ცოტა ქაოტურია და სწორედ შინაგან დისციპლინასა და წესრიგს უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება.
ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა შეუსუსტდეს მეექვსე გრძნობა, ინტუიცია, ამიტომ მიიღეთ მეტწილად რაციონალური და არა მხოლოდ ინტუიტიური გადაწყვეტილებები. ინტუიციამ შესაძლოა გიღალატოთ.
ნატალურ რუკაზე რეტრო ნეპტუნის მქონეებს აქვთ შანსი ამავე ცხოვრებაში გაისტუმრონ ყველა კარმული ვალი, იმუშაონ საკუთარ თავზე იოგის, მედიტაციის, სხვა და სხვა სულიერი პრაქტიკების საშუალებით, რომლებიც კონკრეტულად მათზე იქნება მორგებული, იქნება შესაბამისი და გათავისუფლდნენ ილუზორული ტანჯვებისგან.
ყველაზე დიდი კოსმოსი სწორედ ჩვენი სულიერი სამყაროა. თუ ადამიანი მიკროკოსმოსია, ე.ი ჩვენსავე თავში შეგვიძლია ვიპოვოთ მთელი სამყაროს ღვთაებრიობა, მაგიურობა, მიმზიდველობა და მშვენიერება.
ამ პერიოდში შეეცადეთ უფრო სამყაროსეული პოზიციიდან აღიქვათ მოვლენები, დაინახოთ მათში ღვთიური ნება და რაც მთავარია, იყავით მადლიერნი და კეთილგანწყობილნი ნებისმიერი ადამიანის, ზოგადად, ცხოვრების მიმართ.
რაც მეტ პოზიტივის, კეთილგანწყობას გააგზავნით სამყაროში, მით მეტი დაგიბრუნდებათ უკან!
წარმატებები ყველას!
ქეთი ვაწაძე