მშვილდოსანი მამაკაცი – როგორ შევინარჩუნოთ
ერთი შეხედვით, ჰარმონიული ურთიერთობის საუკეთესო შანსი გაქვთ, ვინაიდან მშვილდოსანი, უმეტესად, კარგ ხასიათზეა. მაგრამ ყურადღებით! მას გამუდმებით ეშინია არ გახდეს დაცინვის ობიექტი, ან ვინმემ რაიმეში არ გააბითუროს და სძულს ყველა, ვინც ცდილობს იგი ასეთად წარმოაჩინოს. თუ დაინახავს, რომ მისი დიდსულოვნება არასწორადაა აღქმული ან ექსპლუატაციას უწევენ, უმოწყალო შურისძიებას მიმართავს. ასე რომ, იყავით მასთან მიმართებაში ფრთხილი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი გარემოცვა ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდეს მის აზრს – ასე თავიდან აიცილებთ მის შესაძლო გამრისხანებას.
საერთოდ მშვილდოსანი, ყველაზე მხიარული, ოპტიმისტი, ყველაზე კეთილგანწყობილი ნიშანია. მას მოსწონს მსუბუქი, აქტიური, კომუნიკალური ქალბატონები. ამ ნიშანს იმდენად იზიდავს ყველაფერი უცხოური, რომ ხშირად, უცხოელი მოჰყავს ცოლად.
მასთან ურთიერთობისას შეეცადეთ ხშირად იმოგზაუროთ ერთად, თუ ეს შეუძლებელი ხდება, მაშინ ხშირად გადაადგილეთ სახლში ავეჯი, გამოცვალეთ აქსესუარები, რბილი ავეჯის პირები და ა.შ. ეს ცვლილებებისა და შთაბეჭდილების მიღების მოყვარულ მშვილდოსანს სიახლის განცდას შეუქმნის და უფრო მეტხანს დააკავებს სახლში.