მოდის ყვითელი ტახის წელიწადი!
ქეთი ვაწაძე
,,კეთილი ბერიკაცი” – ასე უწოდებენ ტახს ჩინელები. ეს ნიშანი სიკეთის, სიუხვის, ბარაქის, მიამიტობის სიმბოლოდ ითვლება აღმოსავლურ ზოდიაქოში.
ტახის წელი 2019 წლის 5 თებერვალს შემოდის და შემდეგი წლის 24 იანვრამდე დარჩება. (თუ უფრო ზუსტები გვსურს ვიყოთ, მაშინ გეტყვით, რომ ტახის ნიშნის გავლენა უკვე 4 თებერვლიდან იწყება ჩინური მზის კალენდრის მიხედვით, ხოლო ასევე ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით – 5 თებერვალს და ახალ წელს, ჩინეთში, სწორედ 5 თებერვალს, მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ).
მართალია, ტახის წელი 5 თებერვალს დადგება, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ახალი წლის პირველი დღე დგება მომავალი წლის ტოტემს ვითვალისწინებთ ხოლმე, ასე ვთქვათ ვიბევებთ მომავალი წლის მბრძანებლის კეთილგანწყობას, რადგან არამგონია ჩინელების გარდა საქართველოში ბევრი ადამიანი შეხვდეს ჩინურ ახალ წელს 5 თებერვალს, ამიტომ მართალია წინსწრებით, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობს? მით უფრო, თუ ეს საახალწლო განწყობის შექმნაშიც გვეხმარება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენგან გაშვებული არც ერთი აზრი და ენერგია სამყაროში არ იკარგება და ყველაფერი ისევ ჩვენ გვიბრუნდება, გავაგზავნოთ სამყაროში რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და დადებითი ენერგია! ვისაც სურვილი გექნებათ შეხვდით ახალ წელს ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უკან, აუცილებლად, სიხარულით და სიკეთით დაგვიბრუნდება.
ტახი ინ ენერგიის წარმომადგენელია. ინ – ეს არის ქალური საწყისის, დოვლათის, ნაყოფიერების ენერგია. ხოლო თვითონ ტახი – წყლის ელემენტია, წლის ელემენტი კი – მიწაა. მიწის ფერი ყვითელია. ამრიგად, 2019 წლის მასპინძელი იქნება ყვითელი მიწის ტახი.
ტახი აღმოსავლური ჰოროსკოპის მე-12 ნიშანია, დასავლურ ჰოროსკოპში თევზებს შეესაბამება. ის ასრულებს ზოდიაქოს 12 წლიან ციკლს, კრავს ე.წ. კარმულ წრეს, რის შემდეგაც ისევ ახალი ციკლი იწყება ვირთხის წლით.
ტახის ნიშანს განეკუთვნებიან შემდეგ წლებში დაბადებული ადამიანები:
1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031…
ტახის წელში დაბადებულთათვის წლის საუკეთესო სეზონი შემოდგომაა, განსაკუთრებით ნოემბერი, ხოლო დღის ყველაზე სასიკეთო პერიოდი საღამოს 9 -დან ღამის 11 საათამდეა.
ტახის ზოგადი დახასიათება
ტახის წელში დაბადებული ადამიანები კეთილშობილი, მშვიდი ბუნებით გამოირჩევიან. ვერ იტანენ სიმკაცრეს, უხეშობას.
გასაღები სიტყვაა: ლოიალურობა, სიკეთე, მიტევება, მიამიტობა. ტახი ბუნებით უბოროტოა.
ეს ნიშანი, ზოგადად, წესრიგთან და ორგანიზებასთან არ არის დაკავშირებული, ხშირად მას როგორც დაუდევარს, ისე მოიხსენიებენ.
ის ვერ ამჩნევს თავის გარშემო უწესრიგობას და არც სხვების მიერ თავსმოხვეული მოვალეობები უყვარს. საკმაოდ თავნებაა და მხოლოდ მის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით ცხოვრობს.
სამსახურში უცნაური თანამშრომელია: თუ თქვენს გარშემო ადამიანია, რომელიც არ ემორჩილება კომპანიის, ხელმძღვანელის მოთხოვნებს – ეს აუცილებლად ტახი აღმოჩნდება… თითქოს მას არ ეხება კომპანიის დღის წესრიგი და წესდება, რის გამოც შეიძლება ბევრი კონფლიქტი და უსიამოვნება შეხვდეს თანამშრომლებისა თუ ხელმძღვანელთა მხრიდან. შეიძლება ითქვას, ტახი ცუდი თანამშრომელია, მაგრამ ამას განზრახ როდი აკეთებს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია სამყარო სხვაგვარად, მას მუდამ ჰგონია, რომ მხოლოდ თავისი წესებით და თავისებურად უნდა იმოქმედოს.
პატარაობიდანვე პატარა ტახები დიდ ყურადღებას აქცევენ განათლებას, წიგნების კითხვას, აინტერესებთ ყველაფერი და დიდად არ უყვართ თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობა. სწორედ ურთიერთობების დეფიციტის გამო ისინი იზრდებიან ზედმეტად წესიერ, მიმდობ, მიამიტ ადამიანებად, სათანადოდ ვერ ერგებიან რეალობას. უხეშ, მატყუარა ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ მათ უჩნდებათ უნდობლობა, ხდებიან ცინიკოსები და უმუშავდებათ სხვათა პრობლემების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. ტახის ერთ ერთი ცუდი თვისებაა თვითდასჯა! რასაც ხშირად მიმართავს კიდეც.
შეეცადეთ არ ატაროთ გულში ბოღმა და არ ეცადოთ სამაგიეროს გადახდა მით უფრო ამ წელს, ტახს არ უყვარს შურისმაძიებლები და გულქვა ადამიანები. განსაკუთრებით სიმკაცრით ის სწორედ შურისმაძიებლებს სჯის.
ვინაიდან 2019 წელი მიწის ტახია და მიწა ითხოვს ორგანიზებასა და წესრიგს, აუცილებელია სამსახურშიც, სახლშიც და პირად ცხოვრებაშიც ზედმიმწევნითი ორგანიზებულობა, წესრიგი და ლოიალურობა. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი. ტახს არ უყვარს უხეში და მკაცრი ადამიანები. ის მხიარული ბუნებისაა, იშრომეთ ბევრი, მაგრამ ამას ბუზღუნით და წუწუნით ნუ გააკეთებთ, იყავით კეთილგანწყობილნი გარშემომყოფთა მიმართ.
2019 წელში ტახის გავლენის გამო ბევრი ადამიანი შესაძლოა უფრო მიმდობი, გულუბრყვილო გახდეს, რითაც კარგად ისარგებლებენ თაღლითები, ამიტომ ნუ დაკარგავთ სიფხიზლეს, რათა ფინანსური დანაკარგებისა და გულგატეხვისგან დაიზღვიოთ თავი. შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად იღელვოთ წვრილმანების გამო. იუმორით და ირონიით შეხვდით სირთულეებს.
ტახის წელში, როგორც წესი, იმატებს მატერიალური კეთილდღეობა, სიუხვე, ბარაქა. ამ წელმა შესაძლოა ბევრი ფული მოგიტანოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ქველმოქმედება და სხვებზე ზრუნვა, რადგან ტახის მეორე, უარყოფითი მხარე ღორის ნეგატიურ ბუნებაში ვლინდება- მომხვეჭელობა, ეგოიზმი, დაუნახაობა, უწესრიგობა, საკუთარი და სხვა ადამიანების რეპუტაციის ტალახში ამოსვრა, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ტახის ანტიტოტემის, ღორის, თვისებების გამოვლინებისგან თავშეკავებას. იზრუნეთ სხვებზე, თქვენი შემოსავალი გაუნაწილეთ გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს, იყავით უანგარო, ხელი გაუწოდეთ გზააბნეულ და უპოვარ ადამიანებს და მაინც დ ამაინც ტახის წელში ნუ მოითხოვთ ყველა ვალის დაბრუნებას. ტახი ამ ლოიალობისა და სიკეთის გამო ასმაგად დაგაჯილდოვებთ.
ამ წელს მართალია მოსალოდნელია ფინანსური სფეროს გაუმჯობესება, მაგრამ, ამავდროულად უყაირათო ხარჯვის, ფლანგვის ტენდენციებიც იქნება, ამიტომ ამ წელს შეეცადეთ თავი აარიდოთ გაუმართლებელ რისკებს, სჯობს ზედმიწევნით აწონ – დაწონოთ თითოეული ხარჯის გონივრულობა, უკეთესი იქნება, თუ შეაგროვებთ ფულს და მომდევნო წელს გააკეთებთ დიდ შენაძენს.
ასევე, შესაძლოა მოიმატოს ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ, რაც ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
ტახი სამყაროს საკმაოდ ფართო თვალთახედვიდან აღიქვამს. უყვარს ურთიერთობები, მაგრამ ოჯახის წევრების მიმართ ძალიან მომთხოვნია და შეიძლება უადგილო სიმკაცრეც კი გამოიჩინოს, თუმცა საზოგადოებაში მშვიდი, კეთილგანწყობილი და მეგობრულია.
იყავით გულუხვები სასიყვარულო ურთიერთობებშიც. მიენდეთ გრძნობებს, ნუ გაექცევით სიყვარულს. ტახს უყვარს სასიყვარულო კავშირების გაძლიერება. ამყარებს მათ, ხოლო ვინც მარტოა, ტახის წელში, დიდი ალბათობით, სიყვარულს იპოვის და შეიძლება დაქორწინდეს კიდეც. ზოგადად, ეს კარგი წელია ბავშვების გაჩენის, ქორწინებისა და სასიყვარულო კავშირებისთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ტახივით მხიარული, გულგახსნილი, კეთილგანწყობილი და ლოიალური იქნებით, თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტახის გავლენით შესაძლოა იმატოს ეჭვიანობის გრძნობამ. აკონტროლეთ ემოციები, რადგან მას ყველაზე მყარი სასიყვარულო კავშირის დანგრევაც კი შეუძლია.
ტახი – კეთილია, ამიტომ მას ადამიანებში სწორედ სიკეთის და გულისხმიერების ნახვა სურს. შურიან და ღრძო ადამიანებს 2019 წელში ნამდვილად ნუ ენებათ წარმატების იმედი. ისწავლეთ პატიება, მიტევება.
ეს კარგი წელია ინტელექტუალური სფეროსა და ხელოვნების დარგების წარმომადგენლებისთვის. ხელოვნება ორიენტირებული გახდება უფრო სოციალური თემებზე.
კარგი წელია ასევე აგრარული სექტორისთვის. დაიბადება ახალი იდეები სოფლის მეურნეობაში. ტახის წელში მოსალოდნელია უხვი მოსავალი. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც მიწასთან მუშაობს, ფერმერულ ან სოფლის მეურნეობას მისდევს. ასევე კარგი წელია მეწარმეებისთვის, მთავარია შრომისმოყვარეობით და გულდასმით აკეთოთ თქვენი საქმე და დაუფიქრებლად ფული არ ფლანგოთ, რაც როგორც ავღნიშნეთ, ამ წლისთვის ასევე დამახასიათებელია.
მიწის სტიქია ითხოვს თანმიმდევრულ შრომას, დროის სწორად ხარჯვასა და შედეგებს. თუ თქვენ 12 წლიანი ციკლის დასრულებისას, რომელსაც ტახის წელი ასრულებს, შედეგს ვერ დადებთ, მომდევნო 12 წელი ისევ მოგიწევთ იმავე დაუსრულებელ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს და თქვენს მატერიალურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობას ზიანი მოუტანოს. ამიტომ, სანამ არ დაასრულებთ არაფერი ახალი არ წამოიწყოთ. თუ რაიმე დაგრჩათ დასასრულებელი, ყველაფერს 2019 ში მოამთავრეთ, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს 2020 წლისთვის.წლის დასაწყისშივე დასახეთ მაღალი მიზნები და ყველაფერი გააკეთეთ მათ მისაღწევად და ,,კეთილი ბერიკაციც,, ხელს შეუწყობს თქვენი ოცნებების განხორციელებას!
2019 წლის ზოგადი ტენდენციები
2019 წელს მერკური, კომუნიკაციისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მართავს
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადი იყო, ხოლო 2019 წელი ყვითელი ტახის წელიწადი იქნება, ანუ ორივე წელი მიწის სტიქიას განეკუთვნება და მოსალოდნელია, რომ 2019 წელიც 2018 წელივით მშვიდი იყოს, ვინაიდან მიწის სტიქიის წლები ყოველთვის შედარებითი სიმშვიდით გამოირჩევა, განსაკუთრებულ ხმაურს და აურზაურს, წესით, არ ველოდებით, თუ არ ჩავთვლით 2019 წელს ლილიტის ტრანზიტს მერწყულში, რომელიც აპრილამდე გაგრძელდება, რაც სოციალურ ასპარეზზე ტახის მშვიდ გარემოში გარკვეულ ფორიაქს შემოიტანს, – ეს ეხება კოლექტივებს, მეგობრულ კავშირებს, გაერთიანებებს. ეს ლილიტი ერთგვარი ანარქისტი, დებოშიორია, რომელიც სულ ცდილობს დადგენილი წესების დარღვევას და ქაოსის შემოტანას… ამიტომ,უნდა ვეცადოთ 2019 წლის 3 მაისამდე მაინც მაქსიმალური თავდაჭერა და გონივრულობა გამოვიჩინოთ.
როგორც ბევრმა უკვე იცის, ე.წ. კოსმიური მასწავლებელი, მკაცრი მაგრამ სამართლიანი სატურნი უკვე ერთი წლის მანძილზე თხის რქის ნიშანში იმყოფება და მომდევნო 2019 წლის მანძილზეც ამავე ნიშანში რჩება. რადგან თხის რქა არის საჯარო სამსახური, კარიერა, სატურნის მკაცრი ქამარი განსაკუთრებით საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს მოუჭერს. პოლიტკოსები, რომლებიც დაპირებებს არ შეასრულებენ, უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ ნაბიჯებს გადადგამენ სატურნი თხის რქისგან ერთგვარ სასჯელს მიიღებენ, მინიმუმ პოსტის დაკარგვით, ან უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა, მით უფრო, თუ კორუფციულ გარიგებებში იქნებიან მხილებულნიი. სწორედ ამიტომ დგას სატურნი თხის რქაში, რათა გაასუფთაოს, გაწმინდოს, მოაწესრიგოს ეს სივრცე.
2019 წელი განსაკუთრებული სიახლეებით იწყება, რადგან გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი, უკვე თავისსავე ნიშანში, მშვილოდსანშია გადასული, რაც იუპიტერის ძალიან ძლიერ პოზიციად ითვლება. ის საზოგადოებაში მეტ ოპტიმიზმს, წარმატებას, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს.
მოსალოდნელია რეფორმების გატარება საგანმანათლებლო სფეროში. ბევრი საშუალება იქმნება უცხოეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზეც. გაიზრდება ექსპორტ- იმპორტი, უცხოური ინვესტიციები, უცხოური გრანტები, ადამიანებს მიეცემათ მეტი მოგზაურობის, ცნობიერების გაფართოების, განათლების მიღების საშუალება. ვისაც უცხოეთში გამგზავრება სურს – ეს სწორედ თქვენი დროა! გამოიყენეთ!
აღმავალი კვანძის კირჩხიბის ნიშანში ინგრესია (გადასვლა) წინ წამოწევს ქალთა უფლებებს, დედათა და ბავშვთა პრობლემებს და ხელს შეუწყობს ოჯახის, ეროვნული და ნაციონალური თემებისადმი ყურადღებას. თან ნუ დაგავიწყებათ, სატურნი თხის რქაშია, ხოლო თხის რქა, როგორც სოციუმის ფუნდამენტი და დამცველი, ვერ აიტანს ქალებისადმი ცუდ მოპყრობას, მათზე ძალადობას.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით მეტი ყურადღება მართებს ძვალ-სახსროვან სისტემას, კანს, ალერგიებს, კბილებს, ასევე ნერვულ სისტემასა და სისხლს, სისხლძარღვებს
2019 წლის ჰოროსკოპში არაა მოსალოდნელი გლობალური რყევები, არამედ შედარებით მშვიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ველით.
ვისთვისაა მეტად წარმატებული 2019 წელი?
ბევრა უკვე იცის, რომ მხოლოდ პირად რუკაში აისახება რამდენად წარმატებული, ან წარუმატებელი წელი შეიძლება იყოს ადამიანისთვის და ეს ინდივიდუალურია, მე მხოლოდ ზოგად პროგნოზსს შემოგთავაზებთ:
ტახის წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ ცეცხლის ნიშნებს, უპირველეს ყოვლისა, მშვილდოსანს, შემდეგ უკვე ლომსა და ვერძს. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს წელი და განვითარების ახალ ეტაპზე უპრობლემოდ გადახვალთ.
ჰაერის ნიშნებისთვის – ტყუპები, სასწორი და მერწყული- მრავალფეროვნებით დატვირთული, ასევე სასიკეთო წელი იქნება. ჰაერის ნიშნებიდან განსაკუთრებით
სასწორებისთვის გამორჩეული წელია შესაძლებლობების თვალსაზირისით. ზაფხულამდე ცოტა გაუჭირდებათ მერწყულებს (მერწყულში ლილიტის ტრანზიტის გამო), თუმცა თუ მერწყულები წინდახედულებას გამოიჩენენ, მათთვისაც კარგი წელია მოსალოდნელი, რადგან მათ უპიტერის სექსტილი დაეხმარებათ
წყლის ნიშნებისთვის საშუალო წელია, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტარული გავლენის წყალობით, ბევრი მათგანი შესაძლოა განვითარების ახალ ეტაპზეც კი გადავიდეს. წყლის ნიშნებიდან კირჩხიბები იქნებიან 2019 წელს ფავორიტები, ხოლო თევზებს 3 მაისიდან -27 იანვრამდე სიფრთხილე მართებთ ყველა მიმართულებით, იზრდება ცდუნებების, შეცდომების დაშვების ალბათობა. თუ ისინი ამ მხრივ არ მოადუნებენ ყურადღებას და გონების სიფხიზლეს შეინარჩუნებენ – 2019 მათთვისაც ბევრი შესაძლებლობის და წარმატების წელი აღმოჩნდება.
კარგი წელი იქნება აგრეთვე კუროსთვის, არაა ცუდი ქალწულისთვის, მით უფრო წლის მეორე ნახევარი.
რაც ეხება თხის რქას – ის 2019 წელში შედარებით შვებას იგრძნობს, მით უფრო პირველი დეკადის ადამიანები (22-31 დეკემბერს დაბადებულები). შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 წელი და მომდევნო კიდევ მთელი 2019 წელი, თხის რქაში ე.წ.დაღმავალი კვანძი და ასევე, შემზღუდველი პლანეტა სატურნი მოძრაობს, რაც ქმნის გარკვეული სახის სირთულეებს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, რისი ,,წამალიცაა,, წუწუნის გარეშე დაკისრებული ვალდებულებების, საკუთარი საქმის პროფესიონალურად, ზედმიწევნით კეთება, მოთმინების უნარის გაძლიერება, გამძლეობა. დროთა განმავლობაში სატურნის წნეხი შემსუბუქდება და შესაძლოა პირიქით, კარგად შესრულებული საქმეებისა და გამძლეობისთვის უდიდესი საჩუქრებითაც კი დაგაჯილდოოთ. თხის რქებისთვის განსაკუთრებულად კარგი პერიოდი 2019 წლის ბოლოდან იქნება, როდესაც გამარჯვების პლანეტა მთელი წლით მათ ნიშანში გადავა და უამრავ პოზიტიურ მოვლენებს გამოიწვევს.
რაც ეხება აღმოსავლურ ნიშნებს
საუკეთესო წელია თავად ტახისთვის, ასევე კარგია ცხვრისა და კატისთვის. გამოიყენეთ ეს წელი მაქსიმალურად!
დრაკონები უკეთ იგრძნობენ თავს, ვიდრე 2018 წელს.
ძაღლის, ცხენისა და ვეფხვისთვის – საშუალო წელი იქნება.
გველის წელს დაბადებულებს შესაძლოა გარკვეული სირთულეები ჰქონდეთ, მაგრამ აუცილებლად გადალახავენ წარმატებით, თუ არ იქნებიან მელანქოლიურები და საკუთარ თავში ჩაკეტილები.
მამლის წელში დაბადებულებმა უარი უნდა თქვან სიმკაცრეზე და უფრო რბილი ბუნება გამოვალინონ, რომელსაც მკაცრი ნიღაბის მიღმა საგულდაგულოდ მალავენ. დისციპლინა და შრომისმოყვარეობა დაეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
უკეთესი წელი იქნება ხარისა და მაიმუნისთვის.
ვირთხის წელში დაბადებულებს თუ სურთ, რომ ტახის წელმა სიკეთე მოუტანოთ უნდა გაითვალისწინონ მთავარი რჩევა – ნუ იქნებიან აგრესიულები, მომხვეჭელები და ეგოისტები.
ზოგადად, ტახი – კეთილშობილი ბუნებისაა და მიუხედავად ამ პროგნოზისა, არამგონია ვინმეს დაწყვიტოს გული და განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნას
წინასაახალწლო სამზადისი
ტახს უყვარს ხალხმრავლობა, ახლობლების წრეში ყოფნა. კარგ იქნება, თუ ახალი წლის ღამეს ერთ დიდ, მხიალურ წვეულებას მოაწყობთ.
ტახი ესთეტია. ის ძაღლივით მოკრძალებული არაა. მას უყვარს ყველაფერი მოდური, მდიდრული და ლამაზი, ამიტომ ახალი წლის შესახვედრად შეგიძლიათ თამამად გამოეწყოთ რაშიც ყველაზე სადღესასწაულო განწყობაზე იგრძნობთ თავს. ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, კრემისფერი, ვარდისფერი, თბილი ყავისფერი, მწვანე, თეთრი, კოპლებიანი – ეს ფერები შეესაბამება ყვითელი ტახის წელს. თუ სურვილი გექნებათ და თუ ეს საახალწლო განწყობას აგიმაღლებთ – გამოეწყეთ ამ ფერთა გამაში.
ტახს უყვარს ყველაფერი რბილი, ნატურალური. სასურველია სახლი მორთოთ ცოცხალი ყვავილებისა და ფოთლების თაიგულებით, დეკორად გამოიყენოთ ხის, თიხის აქსესუარები. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ყვითელი, ოქროსფერი გქონდეთ დეკარაციაში, მათ შორის ყვითელი ან ოქროსფერი სუფრა, თუ საშუალება არ გაქვთ – ხელსახოცები მაინც.
სუფრაზე – რაც გაგიხარდებათ, ის დააწყვეთ!:) მთავარი ხომ საახალწლო განწყობაა და არა რა უყვარს ან არ უყვარს ღრუტუნას:))) თუმცა, როგორც ამბობენ ნებისმიერი ფერის ქუცუნას გემრიელად და მსუყედ უყვარს მირთმევაო…ამიტომ, უხვად გაუმასპინძლდით მომავალი წლის მბრძანებელს:)
თუ თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ და საახალწლო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ შეგიძლიათ მარცვლეული, წაბლი, რკოც კი მიმოაბნიოთ თქვენს სადღესასწაულო სუფრასა და ოთახში, ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზეც.
კარგი იქნება სუფრაზე გედოთ სალათები, მწვანილი, აუცილებელია გოგრა, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწობას და მომავალი წლის ფერს და ენერგიას, არ დაგავიწყდეთ 8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც, რაც ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის, სიმბოლოდ მიიჩნევა:)
ასევე, არ დაგავიწდეთ არც წყლით სავსე ფიალის დადგმაც:)
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე სასურველია ყვითელი ან ოქროსფერი კენტი რიცხვის სანთლის დანთება. გააცილეთ მადლიერებით წინა წელი და ახალ წელს ცეცხლის სტიქიის მეშვეობით გაწმენდილი და სუფთა ენერგიებით შეხვდით!
არ დაგავიწყდეთ 2019 წლის სამოქმედო გეგმის ჩამოწერა გვერდით თარიღებით, რომელიც საახალწლო სუფრაზე გედებათ და ახალი წელი როგორც კი დაიწყება, მტკიცედ და რწმენით გადაავლეთ თვალი თქვენს სამომავლო გეგმებს, ასე ვთქვათ თქვენი მიზნები გაუშვით კოსმოსში იმ რწმენით, რომ 2019 წელს აუცილებლად ახდება! დილით დაკეცეთ ეს ქაღალდი და საგულდაგულოდ შეინახეთ.
არავითარ შემთხვევაში არ შეხვდეთ ახალ წელს ცარიელი ჯიბეებით! სუფრას რომ მიუსხდებით – აუცილებლად რამე კუპიურა უნდა გედოთ ჯიბეში ან საფულეში, შეგიძიათ ხელშიც გეკავოთ, ან მაგიდაზე გედოთ და ისე შეხვდეთ ახალი წლის პირველ წუთებს.
არის ასეთი რჩევაც – სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს ბევრი ადამიანი შამპანურის ჭიქაში აგდებს ფულის მონეტას (ყვითელი ორლარიანი გამოდგება) და სასმისის შესმისას თავისთვის ამბობს – მინდა მქონდეს დოვლათი! სასმისის შესმის შემდეგ იღებენ ამ მონეტას ჭიქიდან და საფულეში ინახავენ ფულის მოსაზიდად.
შეგიძიათ ნაძვის ხის ქვეშ დადოთ რაიმე ყვითელი ან ოქროსფერი ყულაბა და როგორც კი ახალი წელი დაიწყება – ჩააგდოთ მასში ხურდა ფული. უკეთსია ისევ 2 ლარიანი ან ნებისმიერი, რაც გაქვთ. საერთოდაც, ძალიან კარგი იქნება 2019 წელში თუ საფულეს, ან ყულაბას აჩუქებთ ერთმანეთს, ოღონდ აუცილებელია თუნდაც ცოტა ხურდა ფული მაინც იდოს მათში და არ იყოს ცარიელი.
ვისაც ოჯახის შექმნა სურს (და 2019 წელს ამის კარგი შესაძლებლობებია) – ჩამოკიდეთ ნაძვის ხეზე რაიმე ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე გაიკეთეთ ის მარჯვენა ხელის არათითზე რწმენით, რომ ახალ წელში აუცილებლად შექმნით ბედნიერ ოჯახს.
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და 2019 წელი ა
უცილებლად ბევრი წარმატების, ხვავისა და ბარაქის, წარმატების წელი გექნებათ!
სიკეთეს, სიყვარულს, წინსვლას, ვარსკვლავების კეთილგანწყობას გისურვებთ ყველას!
და ასეც იქნება!
ქეთი ვაწაძე
Astrologis.ge
#ლაქშმისგვერდი