მთვარის ტოტალური დაბნელება – 27 ივლის
27 ივლისს, თბილისის დროით 21:14 წუთზე დაიწყება მთვარის დაბნელება, რომლის პიკი იქნება 00:21 წუთზე უკვე 28 ივლისს, დასრულდება 03:28 წუთზე. დაბნელება მერწყული-ლომის ღერძზე ხდება. მისი დანახვა შესაძლებელი იქნება საქართველოდანაც.
ეს იქნება მთვარის ტოტალური, ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება, რომლის დროსაც მარსი მიუახლოვბდება დედამიწას, როგორც 30-34 000 წლის წინ. დაბნელება მოხდება მერწყულის მე-4 გრადუსზე. ვინაიდან ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი დაბნელება, მისი გავლენაც ასევე, დიდი პერიოდის მანძილზე იქნება შესამჩნევი.
როგორც ვიცით მთვარე ინტუიციის, ემოციური სხეულისა და ყველანაირი სითხის მმართველად ითვლება, შესაბამისად, დაბნელება სწორედ ამ სფეროებზე მოახდენს გავლენას.
დაბნელების ეფექტს განსაკუთრებით იგრძნობენ ფიქსირებული ნიშნები, ვინც დაიბადნენ 1 დან 10 გრადუსის ჩათვლით მერწყულის, ლომის, მორიელისა და კუროს ზოდიაქოში, ან ვისაც პირადი პლანეტები (მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი) ჰყავს ფიქსირებული ნიშნების ამ გრადუსებზე 1 დან 10 ის ჩათვლით, ანუ როგორც იტყვიან, პირველ დეკადაში. დაბნელება განსაკუთრებით აისახება ასევე მათზე, ვისაც მთვარის კვანძები ამავე ნიშნების 1 დან 10 გრადუსზე ჰყავთ პირად რუქაში.
ემოციურის გარდა დაბნელების ზემოქმედება შესაძლოა აისახოს აგრეთვე მთვარის სხვა გავლენის სფეროებში: სახლი, ოჯახი, ახლო ნათესავები, მშობლები, ბებია-ბაბუები, ასევე მერწყულით მართულ სფეროებზეც: მეგობრები, კოლექტივი, ჯგუფური საქმიანობა, ცნობიერების გაფართოება, ახალი ცოდნის შეძენა.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს პირად რუკაზე რომელ სახლში ხდება დაბნელება, დიდი ალბათობით იმ სახლით მართული სფეროები გააქტიურდება მთვარის მომდევნო დაბნელებამდე,
რეკომენდაციები:
– დაასუფთავეთ სახლი, მოიშორეოთ ყველა ძველმანი და უსარგებლო ნივთი, აგრეთვე, ნეგატიური ემოციები, არ გაუგზავნოთ ცუდი სურვილები და ცუდი ფიქრები სხვა ადამიანებს;
– ყურადღება მოაქციეთ რას ჭამთ, თუ გამოიჩენთ ნებისყოფას გადადით ჯანსაღ კვებაზე, მოერიდეთ ყველანაირ ალკოჰოლსა და არაჯანსაღ საკვებს;
– ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს; მათ ჰიგიენასა და საკვებს;
– თუ გსურთ განიკურნოთ გაისუფთავეთ ემოციური სხეული წყენისგან, სევდისა და ნებისმიერი სახის დარდისგან; ილოცეთ, ითხოვეთ პატიება თუ ვინმეს აწყენინეთ და მიუტევეთ თავად თქვენც;
– ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, დაკავდით მიმდინარე საქმეებით
– მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მით უფრო ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები აწუხებს
ეს დაბნელება მარსის გავლენით მოხდება. მნიშვნელოვანია იყოთ მშვიდობისმოყვარე და მეგობრული სხვებთან მიმართებაში, ამიტომ:
– მოერიდეთ აგრესიას. ნუ იქნებით კონფლიქტურები ან/და კონფლიქტის მიზეზი;
– სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მით უფრო რომ მერკურიც რეტრომოძრაობაში იქნება და დაბნეულობის, ტექნიკის გაუმართაობის მაღალი ალბათობაა მოსალოდნელი
გახსოვდეთ, რომ დაბნელების დროს დედამიწაზე გროვდება უდიდესი ენერგია, რისკენ მიმართავთ ამ ენერგიას, შენებისა თუ ნგრევისკენ – თქვენს გაცნობიერებულ არჩევანზეა დამოკიდებული.
მერწყული განასახიერებს თავისუფალ ნებას, მოუხმეთ გონიერებას და განსაჯეთ, ღირს კი არსებულ დოგმატურ აზროვნებაში ცხოვრება, თუ სჯობს ახალი მომავლის შენება ფართო ჰორიზონტითა და ახალი უნარ-ჩვევებით.
– დაიწყეთ ახალი ცოდნის და უნარების შეძენა;
– გაიფართოვეთ მსოფლმხედველობა და უფრო გლობალურად შეხედეთ მნიშვნელოვან საკითხებს;
– განავითარეთ ინტუიცია და ენდეთ მის ხმას. ეცადეთ, გააცნობიეროთ ყველა თქვენი ურთიერთობა და არჩევანი.
– რაც ხელს გიშლით პროგრესში – ყველაფერს დაემშვიდობეთ! დაუნანებლად დატოვეთ წარსულში!
– ეცადეთ აგრესიის ენერგია შემოქმედებით ენერგიად გარდასახოთ – ხატეთ, წერეთ, შექმენით რისი შექმნაც შეგიძლიათ, სულაც მცირე რემონტი წამოიწყეთ სალხში. ანუ სხვა სიბრტყეში ,,გადაათამაშეთ,, მოსალოდნელი ტენდენციები.
კლიმატური თვალსაზრისით მოსალოდნელია ქარის და ცეცხლის სტიქიის გააქტიურება. იყავით დაკვირვებული, ფრთხილი ამ სტიქიების მიმართ, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ღია ცეცხლს, ან კოცონს ტყეში. წამოსვლისას დარწმუნდით, რომ ბოლომდე ჩააქრეთ ცეცხლის კერა. ზოგადად ცეცხლს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება რამდენიმე თვე (!!!), რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის გაჩენის საფრთხეები.
გლობალურ დონეზე მოსალოდნელია მსოფლიოში სამხედრო თუ დიპლომატიურ საკითხებში დიდი ცვლილებები. ეს ეხება მით უფრო იმ ქვეყნებს, სადაც დაბნელების გრადუსები რაიმე მნიშვნელოვან კონფიგურაციას ქმნის ქვეყნის ნათალურ რუქასთან.
უნდა გვესმოდეს, რომ მრავალი მოვლენა რაც სამყაროში ხდება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობს კოლექტიური ცნობიერება. ამიტომ, ყველა ვართ პოზიტიურად განწყობილნი და მზად ვართ ახალი სასიკეთო ცვლილებებისთვის!
გაითვალსწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის! <3
წარმატებები თქვენ! <3
ქეთი ვაწაძე
#Astrologiage
#ლაქშმისგვერდი
#ჩემიპირადიმინერალები