მთვარე სასწორში
მთვარის ამ განლაგებით დაბადებული ადამიანები გაწონასწორებულები, სამართლიანი და კეთილები არიან. საზოგადოებაში სასიამოვნო პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებენ და ადამიანებში მშვიდობისმყოფელის როლს წარმატებით ირგებენ. არიან კონტაქტურები, დიპლიმატები, სამართიანები და ელეგანტურები. უყვართ ინტილიგენტურ საზოგადოებაში ტრიალი, ხელოვნება, პოეზია, თეატრი, მხატვრობა, ლამაზი და ძვირფასი ნივთები, ხელოვნების ნიმუშები.
ამ განლაგების ადამიანები მუდამ ცდილობენ სახლში ჰარმონიული, გემოვნებით მოწყობილი და ლამაზი ინტერიერი ჰქონდეთ, სადაც სიამოვნებით მოაწყობენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს. არიან ესტეტურები და გრაციოზულები. არ უყვართ ვულგარული ადამიანები. მათი შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონიულობა გარშემომყოფებისთვისაც გადამდებია და ყველგან სტაბილურობა, სიმშვიდე და წონასწორობა შეაქვთ.
დაზიანებული მთვარის შემთხვევაში ადამიანებში ვლინდება ნერვიულობა, მოუსვენრობა, არამდგრადი ხასიათი, ზედმეტი მგრძნობიარობა, ამპარტავნება, სნობიზმი, ტყუილებისკენ მიდრეკილება, სკანდალურობა, ისტერიულობა, არაჯანსაღი მეოცნებეობა, მშიშარა ხასიათი და დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. მთვარის ამ განლაგების ადამიანები ზოგჯერ ზედმეტად არიან დამოკიდებულნი სტაბილურ, კონფორტულ და მშვიდობიან ურთიერთობაზე, რის გამოც საკუთარი პრინციპების დაცვას უმეტესად ვერ ახერხებენ. ძლიერი ემოციების გამოვლენა უჭირთ და ეშინიათ კონფლიტების. ისინი იდეალისტები არიან და სამყაროს ღია ფერებში უყურებენ.
უნდათ ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. მათ შეუძლიათ (და დიდი ნიჭი აქვთ ამის) განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა და მათ მიმართ ყურადღებისა და მზრუნველობის გამოხატვა. მათ გარშემო ადამიანები გრძნობენ, რომ უგებენ და აფასებენ. მიუხედავად მათი მშვიდი და გაწონასწორებული გარეგნული თვისებებისა სინამდვილეში მუდმივად სტაჯავთ შინაგანი მერყეობა. ისინი უნდა მოერიდონ ადამიანების მიმართ ზედემტი ნდობას, რადგანაც შესაძლოა ცუდად გამოიყენონ მათი რბილი და სუსტი ხასიათი. მათ შესაძლოა აწუხებდეთ უძილობა, თირკმელების დაავადებები, თავისა და მუცლის ტკივილები. ენდოკრინულ სისტემას ესაჭიროება ყურადღება. არსებობს სისხლის მოწამვლის ალბათობა და კანის პრობლემები.
მოამზადა თამო აქუბარდიამ