ასტროლოგიური მაღაზია

მეფე, ასტროლოგი, მარსი&ვენერა

მეფემეფისკარის ასტროლოგი მიდის მეფესთან და ატყობინებს:

– ხელმწიფეო, ვარსკვლავები ამბობენ, რომ დედოფალი ამ ღამეს ვერ გასტანს…

ღამით დედოფალი მართლაც გარდაიცვლება. განრისხებული მეფე დაიბარებს ასტროლოგს, იშიშვლებს ხმალს და დააბჯენს გულზე:

– აბა შენს სიცოცხლეზე რას ამბობენ ვარსკვლავები, რამდენ ხანს იცოცხლებ?!

– ჩემს სიცოცხლეზე ვერაფერს გეტყვით, ჩემო მეფეო, მაგრამ ცის კაბადონი მიჩვენებს, რომ ხელმწიფე ჩემი სიკვდილიდან მეორე დღესვე გარდაიცვლება : )

„ჩვენი ოჯახი უკვე დიდი ხანია ერთ ძლიერ ასტროლოგთან გადის კონსულტაციებს… მაგრამ ის ზედმეტად მკაცრია და ვერ ვეუბნებით რომ მისი პროგნოზები არ მართლდება“… : )

სახლში დაბრუნებულ ასტროლოგს ცოლი უცხო მამაკაცთან ჩახუტებული ხვდება .

– ძვირფასო, წარმოიდგინე, ამ კაცის მარსი პირდაპირ ჩემს ვენერას დააჯდა!

: )

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი