მერკური, ტყუპები – სპირიტუალური დანიშნულება
„ჩემს კანზე მზის ქარიშხალი ბორგავს, მის სინათლეში ვკითხულობ წარსულს, ვხედავ აწმყოს და მომავლისკენ მიჭირავს გეზი.“
სანამ მერკურის, როგორც მზის სისტემის პირველი პლანეტის შესახებ ასტრონომიულ და ასტროლოგიურ თვისებებზე ვისაუბრებ, მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ მერკური, ამასთანავე, ქიმიური ელემენტის სახელწოდებაა, მენდელეევის სისტემაში აღინიშნება როგორც Hg, ატომური რიცხვია 80, მერკური იმ მეტალის სახეობაა, რომელიც თხევადი ხასიათისაა და ცნობილია ჰიდრარგირუმის სახელწოდებით, თარგმანში ვერცხლისწყალს ნიშნავს, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება თერმომეტრში, ბარომეტრში, მანომეტრში და სხვადასხვა ხასიათის მოწყობილებებში. ეს ელემენტი იყინება -38.82 გრადუს ცელსიუსზე და დუღს + 356.73 გრადუს ცელსიუსზე. აქვს უნიკალური ელექტრონული კონფიგურაცია და რეაქციაში შედის მხოლოდ ე.წ კეთილშობილურ აირებთან როგორიცაა ჰელიუმი, ნეონი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი.
პლანეტა მერკური მზის სისტემის ყველაზე სწრაფი და მზესთან ახლოს მდებარე სხეული, მის გარშემო შემოვლას 88 დღე ანდომებს. მოძრაობის სიჩქარე საშუალოდ 47, 362 კმ/სთ-ია, მაგრამ თავის ღერძის გარშემო ნელა ბრუნავს, ტემპერატურა დღეღამის განმავლობაში რანჟინრებს – 173 გრადუსიდან + 427 გრადუსამდე. არ ჰყავს თანამგაზავრი.
მერკური მითოლოგიაში
მერკური რომაულად, ჰერმესი ბერძნულად, ღმერთი ოლიმპოდან, ზევსის და პლეიადელი მაიას ვაჟი, პლეიადები 7 ვარსკვლავისგან შედგება, რომელიც კუროს თანავარსკვალვედში მდებარეობს და სწორედ ერთერთ ვარსკვლავს ამ სისტემაში ჰქვია მაია. ჰერმესი დიონისესთან ერთად ოლიმპოს ყველაზე ახალგაზრდა ღმერთია, ამიტომ ის ახალგაზრდული სილამაზის, სიმხნევის, სილაღის, ახალგაზრდული თავქარიანობის სიმბოლოც არის. ჰერმესს შეეძლო სხვადასხვა განზომილებაში მოგზაურობა, მას ღმერთის სამყაროდან ცნობები ჩამოჰქონდა დედამიწაზე, ურთიერთობაში შედიოდა ადამიანებთან, გადაცემდა ღმერთისგან გამოგზავნილ ცნობებს და ცოდნას. ამიტომ ჰერმესი არის სიმბოლო არა მხოლოდ კომუნიკაციის, ინფორმაციის გადაცემის, არამედ სხვადასხვა განზომილებებს შორის ტრანსცედენციის შესაძლებლობის. ის, აგრეთვე, გარდაცვლილ სულებს აცილებდა ქარონის ნავამდე უსაფრთხოდ, თავისუფლად შეეძლო გადაადგილება სამ სამყაროში: ღმერთების, გარდაცვლილების და დედამიწაზე, სამ განზომილებიან სივრცეში. ჰერმესის სახელს უკავშირდება ანბანის, დამწერლობის გაჩენა, ის მფარველობდა მასწავლებლებს, ცოდნის გამავრცელებლებს, მოგვიანებით მის მფარველობაში შევიდნენ მოგზაურები, ვაჭრები, მეზღვაურები, აგრეთვე, ქურდები და თაღლითები. ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, კავშირს, კომუნიკაციას განაგებს ოლიმპოს ახალგაზრდა ღმერთი, რომელსაც ხელში უჭირავს კვერთხი, სიბრძნის, ცოდნის სიმბოლო. კვერთხზე გამოსახულია ორი გველი (რომელიც მოგვიანებით მედიცინის სიმბოლოც გახდა) და თავში გირჩის მსგავსი გამოსახულებაა, რომელიც, აგრეთვე, შუმერულ ბარელიეფებზე გვხვდება და ანუნაკებს უჭირავთ ხელში. ეს არის ჯალღუზისებრი ჯირკვლის (pineal gland) სიმბოლო, იგივე epiphysis cerebri, ის გამოყოფს მელატონინს, სერატონინს და განლაგებულია ჰოპოთალამუსის მიდამოებში. სხვადასხვა სამეცნიერო კვლევების მიხედვით ევოლუციურ ბიოლოგიაში ეს ჯირკვალი განიხილება როგორც ატროფირებული პროტორეცეპტორი. ამფიბიებისა და რეპტილიების ზოგიერთ სახეობაში დაკავშირებულია რუდიმენტალურ ორგანოსთან, რომელიც ცნობილია, როგორც თხემის, სხგვაგვარად მესამე თვალი. მესამე თვალი კი უკავშირდება აჯნა ჩაკრას, რომელიც უმაღლესი ინტუიტიური ინტელექტის და სპირიტუალური ხედვის სიმბოლოა. მისტიკური, მეტაფიზიკური თეორიების თანახმად, მესამე თვალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს ერთად. ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტე თვლიდა, რომ ჰიპოთალამუსში ე.წ. თხემის, იგივე მესამე თვალი სულის ძირითადი ადგილსამყოფელია.
ჰერმესის კვერთხზე დავხეული ორი გველი დნმ-ის სიმბოლოც არის. ეგვიპტურ მითოლოგიაში სიბრძნის ღმერთი თოტი ითავსებს ყველა იმ ნიშან-თვისებას, რაც ჰერმესს ახასიათებს. ეგვიპტეში თოტი გამოისახებოდა წეროს სახით, ამიტომ წერო მათ ცნობიერებაში სიბრძნის სიმბოლოდ მოიაზრებოდა. თოტის სახელს უკავშირდება ყველა ეზოთერული თუ ეგზოთერული ცოდნა, რომელსაც ეგვიპტელი ქურუმები და ფარაონები ფლობდნენ. გადმოცემის თანახმად, ევიპტეში ცოდნის გავრცელება დაკავშირებულია ჰერმეს ტრისმეგისტუსთან, რომელიც ატლანტიდელი ქურუმი იყო და კაცობრიობას თავისი სიბრძე და ცოდნა დაუტოვა. ჰერმეს ტრისმეგისტუსის მსოფლხმედველობის საკვანძო ფრაზაა As above So Below, როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ, ანუ მიკრო და მაკროკოსმოსის ერთი პრინციპით მოწყობის შესახებ, რომელსაც, აგრეთვე, ბერძენი ფილოსოფოსი დემოკრიტე აბდერელიც, ატომის ცნების შემომტანი (ძველი წ.აღ V საუკუნე) იზიარებს.
მერკური ასტროლოგიაში
მერკური, ფრთიანი ღმერთი და სამყაროების მაკავშირებელი ასტროლოგიაში ტყუპების (Gemini) ზოდიაქოს პირველ და ძირითად მმართველად ითვლება. მერკური არა მხოლოდ პასუხისმგებელია, კომუნიკაციაზე, მეტყველებაზე, წერაზე, ინფორმაციაზე, აგრეთვე, ის არის ცისარტყელას ხიდივით, ხატოვნად რომ ვთქვათ, უმაღლეს და უმდაბლეს გონებას აკავშირებს ერთმანეთთან. მხოლოდ მერკურის საშუალებით არის შესაძლებელი სულიერი და მატერიალური სამყაროს კავშირი. როდესაც ინდივიდის ნატალურ რუკას ვადგენთ, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შევისწავლოთ პლანეტა მერკურის მდებარეობა, სახლი და ასპექტები, რადგან ის არის აზროვნების ძირითადი სტრუქტურა და ერთგვარი ტრამპლინი, რომლის განვითარების გზით ინდივიდი შეძლებს დახვეწოს, გაფართოვოს საკუთარი მსოფლხედვა, სამყაროს აღქმა უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი გახადოს. ჩვენი ცნობიერების განვითარების საიდუმლო გასაღები მერკურის უჭირავს ხელში. მისი საშუალებით ხდება ცნობიერების სხვა მაღალი დონეების ურთიერთდაკავშირება და ტრანსცედენცია. განვითარებული მერკური ეს არის უმაღლესი გამომგონებლური ინტელექტი, რომელსაც შემოაქვს ახალი ცოდნა და ხედვები, ის არის სამყაროს ვიზიონერული, ერთიანი აღქმა, ღვთაებრივი და მატერიალური სამყაროს მაკავშირებელი. ვექტორი მომართულია ქვემოთ, რაც გულისხმობს სწორედ ცოდნის, სიბრძნის, იდეების განხორციელებას მატერიალურ სამყაროში და ამ სამყაროს ერთიანობის განცდას. მერკური არის პორტალი, რომელიც ხსნის უმაღლესი ცნობიერების კარებს.
ეგზოთერულ ასტროლოგიაში მერკური განაგებს შემდეგ სფეროებს:
- გონება, აზროვნება, ინტელექტი
- მეტყველება
- კომუნიკაცია, როგორც ვერბალური, ისე ჟესტები, ტელე-რადიო და სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური, სატრანსპორტო კავშირგაბმულობა
- დამწერლობა, ანბანი
- ვაჭრობა, საქმიანი კონტაქტები
- გადაადგილება მოკლე მანძილებზე
- სწავლა, სწავლება, ცოდნის გადაცემა
- ცნობისმოყვარეობა, სიახლეები
- ხელები, მხრები
- ცენტრალური ნერვული სისტემა
- სასუნთქი გზები, ფილტვები, ბროქნები
ეზოთერულ ასტროლოგიაში მერკური განაგებს:
- უმაღლესი გონება
- უმაღლესი ინტელექტი
- უმაღლესი ცნობიერება
- კომუნიკაცია მაღალ განზომილებებთან
- ღვთაებრივი ცოდნა
- ჰუმანურობა ინდივიდებამდე დაყვანილი
- ღვთაებრივი საუდუმლოს გახსნა/გაცნობიერება და ადამიანებამდე მიტანა
- გრძნობებისა და გონების დაკავშირება
- სულისა და მატერიის ერთიანობა
ტყუპები – მერკურის შვილი და მისი სპირიტუალური დანიშნულება
სამყაროს სული, რომელიც სიმბოლურად იწყება ვერძის ზოდიაქოში, როგორც შემოქმედი, საყოველთაო დასაწყისი, ფორმირდება კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ტყუპების ზოდიაქოში იძენს სპირიტუალობას და დიხოტომიურობას: როგორც სული და მატერია, გრძნობა და გონება, ფემინურობა და მასკულანობა, როგორც ადამი და ევა, როგორც დღე და ღამე, როგორც ნათელი და ბნელი.
ტყუპების თანავარსკვლავედი უკავშირდება კასტორის და პოლიდევკეს მითს, სულ თავიდან რომ დავიწყოთ, კასტორი და პოლიდევკე იყვნენ სპარტის დედოფალ ლედას, ტინდარეოსის ცოლის და ზევსის ვაჟიშვილები, რომელიც ლედამ გედად ტრანსოფირმებული ზევსისგან გააჩინა. კასტორთან და პოლიდევკესთან ერთად დაიბადა ელენეც, ცნობილი სპარტის დედოფალი, რომლის გამოც დაიწყო ტროას ომი. ელენე, კასტორი და პოლიდევკე ზევსის შვილები უყვნენ, თუმცა ლედას ამ სამი შვილის გარდა კლიტემნესტრაც ჰყავდა ტინდარეოსისგან, რომელიც აქაველების, ტროას ომის ლიდერის აგამემნონის ცოლი იყო, და საკუთარმა შვილმა ორესტემ მოკლა. ხშირად ტყუპების ზოდიაქოს კასტორის და პოლიდევკეს ორი ძმის სახით გამოსახავენ, ზოგჯერ კი ქალ-ვაჟის პოლიდევკეს და ელენეს სახით. მშვენიერი ელენე როგორც ილიადადან ვიცით მენელაოსის ცოლი იყო, რომელიც შემდეგ პარისს, ტროას უფლისწულს გაჰყვა, რაც ტროას ათლწლიანი სასტიკი ომის მიზეზი გახდა. ელენე და კასტორი ორივე მოკვდავია, ხოლო პოლიდევკე უკვდავი. მაგრამ კასტორის დაღუპვის გამო პოლიდევკეს სულიერი მდგმარეობა გაუსაძლისი გახდა, ამიტომ მან თავის მამას შეთხოვა მოკვდავი გამხდარიყო. ზევსმა ორივე ძმა თანავარსკვლავედად აქცია. ტყუპების თანავარკვლავედთან ერთად გვაქვს გედის თანავრასკვლავედიც, რომელიც არიულ მითოლოგიაში ზეციურ კარიბჭეს უკავშირდება. კასტორი როგორც მოკვდავი განასახიერებს ვნებებს, სულსწრაფობას, ახალგაზრდულ თავქარიანობასა და ცხოვრებით ტკბობას, პოლიდევკე როგორც უკვდავი არის სიმბოლო ადამიანში ღვთაებრივი საწყისის, სულიერი სამყაროსი და მარადიული სიყვარულის, ასტრალური ქორწინების ძიების, ხოლო მშვენიერი ელენე, ტროას დედოფალი კი უკვდავი სილამაზის სიმბოლოა, რომლის გამო ადამიანები ქიშპობას ვერ არიდებენ თავს. სიმბოლურია, რომ კასტორი ცხენების მომთვინიერებელი იყო, რომელიც ვნებების მოთოკვას უკავშირდება, ხოლო პოლიდევკე მოჭიდავე, დაფიქრებული, გონიერი ყმაწვილი, რომელიც ჭკვიანურად იბრძოდა და არ ახასიათებდა სულსწრაფობა.
სურათზე გამოსახულია, კასტორი, პოლიდევკე, ძმები დიოსკურები როგორც იწოდებიან და სპარტის, შემდეგ ტროას დედოფალი ელენე. რომლებიც გედის კვერცხისგან იშვნენ.
ტყუპები ჰაერის პირველი ნიშანია და ეზოთერულად დაკავშირებულია ღვთაებრივ სულთან, რომელიც ხმოვანდება პირველსაწყის სიტყვაში “ომ“ (ვედები), პირველი ლოგოსი, პირველი სიტყვა. სიტყვას და გონებას კი განაგებს მერკური და ტყუპების ზოდიაქო, სწორედ აქ იმალება ამ ზოდიაქოს ნიშნის ეზოთერული მისტერია.
ეზოთერულ ასტროლოგიაში ტყუპების ზოდიაქოს სამი მმართველი ჰყავს. პირველი როგორც ვიცით არის მერკური, მეორე ე.წ. სულიერი, ეზოთერული მმართველი ვენერა და მესამე იერარქიული მმართველი გახლავთ დედამიწა. ის დუალობა, რომელიც ამ ზოდიაქოს აკავშირებს ერთიანდება სწორედ ეზოთერული მმართველების მეშვეობით. ერთი შეხედვით სამყაროს ზედაპირული აღქმა, რომელიც დაბალ ოქტავაზე ახასიათებს მერკურის, იერარქიულად ვითარდება და ღრმავდება სულიერი მმართველების მეშვეობით. ტყუპები განსახიერებს მრავალფეროვნებას, ორი განსხვავებული, პოლარული საწყისის გაერთიანებას როგორც მატერიალური, ისე ეთერულ დონეზე, ურთიერთკავშირს, ადამიანებს შორის კავშირს და ერთიანობას როგორც მთელი, ერთი სუბსტანციის მქონე. ის არის ერთიანი ცნობიერების სიმბოლო, რომელიც იცვლება, განიცდის ევოლუციას, ემატება ახალი ცოდნა, რადგან მუტაბელური ჯვრის ნიშანია და მისი დანიშნულება სწორედ ასეთი ცვლილებების. სულიერ-მენტალური ევოლუციის ხელშეწყობაა. მან უნდა გადალახოს სეპარატიზმი, გათიშულობა და ის ფიქსირებულობა, სტაგნაცია, უმოძრაობა რომელიც მის წინამდებარე ზოდიაქალურ ენერგეტიკას შემოაქვს დედამიწაზე. პლანეტა მერკური ეზოთერულ დონეზე წარმოადგენს გურუს, რომელიც შინაგან და გარეგან სამყაროს აკავშირებს ერთმანეთთან, წვრთნის, გადასცემს სიბრძნეს, ცოდნას ინდივიდუალურ დონეზე. თუ მერწყული საყოველთაო საკაცობრიო, არა ცალკეული ინდივიდების განვითარებისთვის ირჯება და მოაქვს ახალი ცოდნა, ტყუპები ინდივიდების დონეზე ახორციელებს ამას.
ვენერა როგორც ტყუპების ეზოთერული მმართველი განასახიერებს ამ ზოდიაქოს შინაგან სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ მაღალ ოქტავაზე ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენლებს შეუძლიათ იდეალური სიყვარული და სწორი ურთიერთობების გზით უმაღლესი ჰარმონიისა და ერთიანობის მიღწევა სამყაროსთან. როდესაც ვენერის ენერგია იწყებს ამუშავებას, ტყუპებს ძალუძთ დაბალი ოქტავიდან გადაინაცვლონ მაღალ ოქტავაზე და არა მარტო საკუთარი დუალობა და დიხოტომია გააერთიანონ, არამედ სხვებსაც ასწავლონ ჰარმონიული ურთიერთქმედება და ურთიერთკავშირი. ეზოთერულად ეს ნიშანი ერთმანეთთან აკავშირებს დანარჩენ 11 ნიშანსაც, ამიტომ როგორც ასტროლოგები თვლიან ტყუპების წარმომადგენლებს ძალუძთ დანარჩენი 11 ნიშნის გაგება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავად რჩებიან გაუგებარნი სხვებისთვის, სწორედ ამ დუალობის გამო. როგორც ასტროლოგი რუთ ჰადიკინი აღნიშნავს, სწორედ ტყუპები ითამაშებენ უნიკალურ როლს მერწყულის ეპოქაში ეზოთერული თვალსაზირისით, რადგან მათ ევალებათ იმ განსხვავებული ენერგეტიკული ნაკადების, რომელიც სამყაროში შემოდის სხვადასხვა ვიბრაციების სახით, ჰარმონიზება, გაცნობიერება და ადამიანებისთვის გადაცემა მოღვაწეობის სხვადასხვა სახით. მან უნდა შეასრულოს მასინთეზირებელი როლი. ეს მასინთეზირებელი როლი კი განხორციელდება ტყუპების ორი მმართველის მერკურის და ეზოთერული მმართველის ვენერას ერთიანი კავშირით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ გულისა და გონების ერთიანობით, რომელიც არის პორტალი უმაღლესი ცნობიერებისა და სიყვარულისკენ. საკმაოდ საპასუხმგებლო და რთული დანიშნულებაა, რომელსაც ყურადღებით შესწავლა ჭირდება ასტროლოგების მხრიდან. ეს მომავლის ასტროლოგიაა.
როგორც რუთ ჰადიკინი ხაზს უსვამს, ტყუპების დანიშნულებაა ცნობიერად გამოაღვიძოს კაცობრიობა და გააცნობიერებინოს სიყვარულის ძალა ადამიანის ორი მნიშვნელოვანი ცენტრის, მენტალური და სულისმიერი ცენტრების გაერთიანებით, რომელიც სიმბოლურად გაყოფილია თავად ამ ზოდიაქოს ნიშანში. ის დიხოტომიები რომელიც სამყაროში არსებობს: სიყვარული- სიძულვილი, მტრობა- მეგობრობა, ჩვენ – ისინი, ჩვენიანი – უცხო, რომელსაც ეს ზოდიაქო განასახიერებს, მისტერია სწორედ იმაშია, რომ ამავე ნიშნის დახმარებით მოხდება ტრანსცედენცია, სპირიტუალური აქცენტების გაძლიერებით, სიყვარულით და ცოდნით. როგორც წესი, ტრადიციულ ეგზოთერულ ასტროლოგიაში, ტყუპების ნიშანი და მერკური გრძნობებს, სიყვარულს არ უკავშირდება, მაგრამ ეზოთერულ ასტროლოგიაში კი პირიქით არის. ტყუპები სიმბოლოა გულის და გონების ერთიანობის, სიყვარულის და ცოდნის შერწყმის, ვინაიდან სიყვარული გაცნობიერების გარეშე და ინტელექტი სიყვარულის გარეშე სამყაროში დისბალანსის გამომწვევია. ბალანსი კი დედამიწელებისთვის მტკივნეული თემაა. ჰარმონიის მიღწევა მხოლოდ გონებრივი და გულისმიერი ენერგიების გაწონასწორებით მოხდება.
ბოლოს სტატია მინდა დავასრულო ტყუპების ნიშნის შესანიშნავი წარმომადგენლის, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორის დანტე ალიგიერის სიტყვებით: „გზა სამოთხისკენ ჯოჯოხეთში იწყება… სიყვარული ამოძრავებს მზეს და სხვა ვარსკვლავებს… და ჩვენ მოვედით, რათა ვჭვრეტდეთ მათ…“.
მოამზადა თამ გეგეშიძემ