მარსი სასწორში
მარსის სასწორში როგორც წესი სუსტ მდებარეობად ითვლება. თუმცა ჰარმონიულ ასპექტებში ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან მხიარულები, სამართლიანები, გულღიები, აქტიურები, კონტაქტურები და კულტურულები. ასევე, მეგობრულები, ყურადღებიანები, დაკვირვებულები და მოხერხებულები. აქვთ მჭერმეტყველების ნიჭი და არტისტული მონაცემები, ვირტუოზულად ფლობენ ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებენ, ავლენენ ხელოვნებისადმი სიყვარულს და მიილტვიან სილამაზისკენ. პროფესიის მხრივ კარგად ითვისებენ მედიცინას, მეცნიერებას. გამოდიან კარგი იურისტები (მოსამართლეები), ქირურგები, მსახიობები, მოქანდაკეები, დიზაინერები და მუსიკოსები.
ამ მდებარეობის ადამიანებს ძალიან მგრძნობიარე და შთამბეჭდავი ნატურა აქვთ. როგორც წესი, ისინი გამოირჩევიან კარგი გარეგნობით. არიან ვნებიანები და სიყვარულში ინიციატივას თავად ავლენენ. მათ ადრეულ პერიოდში უჩნდებათ ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ და ადრეულ ასაკში ინტიმურ ცხოვრებას იწყებენ. არც ისე იშვიათად ვლინდება „ერთი ნახვით შეყვარება“, თუმცა, როგორც წესი, ურთიერთობები არამყარი და სწრაფად დავიწყებადია იმისა მიუხედავად იურიდიულად გაფორმებულია თუ არა. მათ ზოგადად ახასიათებთ ნაჩქარევი და წინდაუხედავი ქორწინებები.
ამ ადამიანებს ბევრი ნერვიულობა და სადარდებელი შეიძლება მოუტანონ კონკურენტებმა, მტრებმა და მეტოქეებმა. განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს ფინანსური გარიგებები, საბირჟო ოპერაციები და ზოგადად ყველაფერი, რაც მატერიალურ ფასეულობებთან არის დაკავშირებული.
მარსი სასწორში პირდება ადამიანებს მაღალი ინტელექტუალური მონაცემებით და დიდი სულიერების ნიჭით დაჯილდოებულ შთამომავლობას. თუმცა მეგობრებთან, ნათესავებთან და პარტნიორებთან შესაძლოა იყოს პრობლემები, უსიამოვნებები, ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოსალოდნელია, მაგრამ კარგი ასპექტირებული მარსის შემთხვევაში ზუსტად თანამშრომლობას, თანაავტორობას ან კოლექტიური მუშაობას მოაქვს უფრო მეტი მატერიალური მოგება.
მარსი სასწორში შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების საშუალებას იძლევა კინოში, თეარალურ ან მუსიკალურ სცენაზე. ასევე დეკორატიულ ხელოვნებაში და მოდის სამყაროში. კარგი ასპექტირების შემთხვევაში შესაძლოა აღიარება, პოპულარობა, ცნობილობა. იუპიტერთან კარგი კონფიგურაციის შემთხვევაში კი ეს ადმაიანები ხდებიან მშვიდობისმყოფელები, მებრძოლები სოციალური სამართლიანობის მხრივ და ასევე მოსალოდნელია დიდი წარმატება იურიდიულ და დიპლომატიურ სფეროებში.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიL ფილტვების ანთება, ძლიერი ტკივილები წელის გარშემო, თირკმელებში ანთებითი პროცესები.
მოამზადა თამო აქუბარდიამ